სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება  სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების  შესახებ

 (მოსაწვევი)

2019 წლის 20 მაისი

სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს იწვევს სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 21 ივნისს დღის 12.00 საათზე ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).

სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2019 წლის 20 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51;

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.  

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;

სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. 2018 წლის წლიური ბალანსის განხილვა.

2. სს „ტრაქტების“ საწესდებო კაპიტალში ცვლილებები.

3. კრედიტორის ცვლილება.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა.

5. საწარმოს ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების მიმდინარე შეკეთებები.

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და ხმა მისცეთ საკითხების დადებითად გადაწყვეტას. აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.

სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი