მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2019 წლის 21 მაისი ქ. მარნეული |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – „სტრუქტურული ერთეული“) და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომში – „სტრუქტურული ერთეული“) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში „უფლებამოსილი პირი“).“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი, სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება და საჯარიმო ქვითარი აწარმოოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.
3. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს უფლებამოსილი პირი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
4. ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი;
5. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო მოსამსახურისათვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.“.
6. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.“.
7. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს მუნიციპალიტეტის მერთან“.
8. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით გასაჩივრებისას, საჩივარს განიხილავს მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით“.
|