📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.05.2019
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.159.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2019
matsne.gov.ge 1,113 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № რაოდენობა
გაცემის თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.06.2021 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.06.2017 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 17.02.2017 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.02.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2019 წლის 21 მაისი ქ. მარნეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა”  კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 27-ე და 66-ე ნაწილის, „მკაცრი   აღრიცხვის   ფორმების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8   მუხლისა   და   „მკაცრი   აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების)  რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების)  რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენების წესი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ №34 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 020080000.35.159.016166; 22/10/2014 წ.). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი №1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №  1. ------------------------------------------------------------           2. -------------------------------------------------------         შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                              შედგენის ადგილი  3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  4. დამრღვევი: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ----------------- ბ) პირადი №--------------------  გ) სახელი ------------------------- დ) გვარი ------------------------- ე) დაბადების თარიღი: ----------------------  ვ) მისამართი --------------------------------- ზ) სამუშაო ადგილი --------------------------------------------------------  5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: --------------------------------------------------------------------------  6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ----------------------, ნაწილი -------------,  ქვეპუნქტი-----------------------. 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------- 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: ------------------------------------------------------------------- 9. ოქმს ერთვის: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ მოწმე: ------------------------------------------------------ დაზარალებული: ------------------------------------------------               ხელმოწერა                                                                                         ხელმოწერა   ოქმის შემდგენელი -------------------------------- სამართალდამრღვევი ------------------------------------------                                  ხელმოწერა                                   ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:  ,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება“. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის: № დანართი №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენების წესი მუხლი 1🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშების წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარო მოსამსახურეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილნი არიან, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელონ შემოწმება და შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილობრივი თვითმმართველობის განსახილველ სამართალდარღვევებზე. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს. სამართალდამრღვევის ხელის არმოწერის შემთხვევაში აღინიშნება ხელმოწერის ადგილზე. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) შემდგენლისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული ოქმის გადაგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივს ვალდებული არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუვსებელი ფორმის შენახვა 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან. დანართი №3 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა №  ქ. მარნეული                                                                                                                                                         ____ ____________ 201_ წელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი ----------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------- დანართი №4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი № გაცემის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს, გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი, ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი. 5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.