ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 21 მაისი ქ. მარნეული |
|
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ------------------------------------------------------------ 2. ------------------------------------------------------- შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. დამრღვევი: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ----------------- ბ) პირადი №--------------------
გ) სახელი ------------------------- დ) გვარი ------------------------- ე) დაბადების თარიღი: ----------------------
ვ) მისამართი --------------------------------- ზ) სამუშაო ადგილი --------------------------------------------------------
5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: --------------------------------------------------------------------------
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ----------------------, ნაწილი -------------, ქვეპუნქტი-----------------------.
7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: -------------------------------------------------------------------------------------
8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: -------------------------------------------------------------------
9. ოქმს ერთვის: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე: ------------------------------------------------------ დაზარალებული: ------------------------------------------------ ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენელი -------------------------------- სამართალდამრღვევი ------------------------------------------ ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება“. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის: №
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშების წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები.
1. საჯარო მოსამსახურეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილნი არიან, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელონ შემოწმება და შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილობრივი თვითმმართველობის განსახილველ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს. სამართალდამრღვევის ხელის არმოწერის შემთხვევაში აღინიშნება ხელმოწერის ადგილზე.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი;
გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) შემდგენლისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივს ვალდებული არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
№
ქ. მარნეული ____ ____________ 201_ წელი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი ----------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი --------------------------
|
|
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს, გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი, ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი.
5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.