სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია შპს „კრეატივ გეიმინგ სოლუშენს“-ის კრედიტორებზე ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია შპს „კრეატივ გეიმინგ სოლუშენს“-ის ქონების კრედიტორებზე ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 მაისის №2/6076-2013 განჩინებთ, შპს „კრეატივ გეიმინგ სოლუშენს“-ის (ს/კ 401968616) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით, საზოგადოების გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორცილედა შპს „კრეატივ გეიმინგ სოლუშენს“-ის (ს/კ 401968616) მოძრავი ქონების აუქციონზე განთავსება, რის შედეგადაც ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგ დარჩენილია კომპანიის მოძრავი ქონება, კერძოდ, სკანერი „HP“ (2 ცალი) და სერვერი (5 ცალი), რომელიც არ გაყიდულა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე :
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად: თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 1- ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.
შპს „კრეატივ გეიმინგ სოლუშენს“-ის მოძრავი ქონების ნატურით მიღების მსურველმა კრედიტორმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მისამართზე, ქ. თბილისი, დ. აღმშენებლის ხეივანი მე-10 კმ ქონების ოდენობისა და საბაზრო ღირებულების შესახებ იხილეთ დანართში.
დანართი: 1 ფურცელი.
გაკოტრების მმართველის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელი მაია ბარათაშვილი
დანართი №1
|
№
|
დასახელება |
რაოდენობა |
ღირებულება (ლარი) |
|
1
|
სკანერი "HP" |
2 |
240 |
|
2
|
სერვერი |
5 |
20000 |