სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2019
ძალის დაკარგვა 07.05.2020
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო ინსპექტორი თამარ ქალდანი | სახელმწიფო ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 07.05.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 04.03.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის
ბრძანება №1
2019 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო ინსპექტორითამარ ქალდანი
დანართი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას, საქმიანობას, სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებებს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) და სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილების განაწილების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) პროფესიონალიზმი;
ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
მუხლი 3🔗
1. სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
2. სამსახურს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით.
3. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი გამოიყენება სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებზე, სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებსა და ბეჭედზე.
2. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა (ლოგო), რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი. ემბლემის (ლოგოს) გამოყენების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.
მუხლი 5🔗
სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, პუშკინის ქ. №10/ნ. ვაჩნაძის ქუჩა №7/თაბუკაშვილის ქუჩა №2.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის ძირითადი მიზნებია:
ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
გ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
დ) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, ორგანიზაციული, ფინანსური, ადმინისტრაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ხელშეწყობა;
ვ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
დ) პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების პოპულარიზაციის ხელის შეწყობა;
ე) თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
ზ) პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვა;
თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, ინსპექტორის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი II
სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე
მუხლი 7🔗
1. სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში – ინსპექტორი):
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;
გ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ, აცხადებს რეორგანიზაციას;
ე) სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებას;
ვ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
თ) იღებს მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებულ და სხვა გადაწყვეტილებს, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ი) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით იღებს გადაწყვეტილებებს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, გაგრძელების და დასრულების შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
კ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად, სამართადარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების თაობაზე;
ლ) საჭიროების მიხედვით ახდენს სამსახურის თანამშრომლებზე უფლებამოსილების დელეგირებას;
მ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას − შეტყობინების, ნებართვისა და განცხადების განხილვის თაობაზე, შემოწმების (ინსპექტირების) მეთოდისა და განხორციელების შესახებ, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე დანაშაულის გამოძიებასთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ნ) შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.
ო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗
1. ინსპექტორის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექტორი.
2. ინსპექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
3. ინსპექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შედის:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი.
4. ინსპექტორის მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ინსპექტორის ფუნქციების შესრულება;
ბ) საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
გ) საკურატორო სფეროში შემავალი დეპარტამენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აპარატის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით ან/და ინსპექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 9🔗
1. სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;
დ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ზ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
თ) ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
2. სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ ინსპექტორს.
მუხლი 10🔗
1. იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ბ) ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან, დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის საფუძველზე, შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის წარდგენა;
ე) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამსახურის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ამ სფეროში სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
მ) ინსპექტორის და კურატორ მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები და ა.შ);
გ) კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ;
დ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა, მოიპოვოს ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მტკიცებულებები;
ე) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს ან/და კურატორ მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 11🔗
1. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
2. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის მიერ სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის საჭირო სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, მათ შორის მონაცემთა სუბიექტების განცხადების განსახილველად მიღებასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა, შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ გასაზღვრული წესის შესაბამისად:
გ.ა) ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შედეგად ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე (ინციდენტებზე) რეაგირება;
გ.ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება; შემოწმების ოქმის შედგენა; შემოწმების (ინსპექტირების) დაწყება, გაგრძელება და დასრულებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამსახურის ან სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ამ სფეროში სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის და კურატორი მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის განცხადების წარმოებაში მისაღებად, განსახილველად და ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის, გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, ჩაატაროს ზეპირი განხილვის სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიმართოს ინსპექტორს განცხადების განხილვის ფარგლებში შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, განცხადების განხილვის ვადის შეჩერების ან გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და ა.შ);
გ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ.);
დ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაასაიდუმლოოს შემოწმების მიზნებისათვის დეპარტამენტის მიერ წარმოებული დოკუმენტები;
ვ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს და კურატორ მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 12🔗
1. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
2. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ინსპექტორის გადაწყვეტილებით სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), შემოწმების ოქმის მომზადება და ინსპექტორის მოადგილესთან შეთანხმებით იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ბ) ინსპექტორის ინიციატივით საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება, შემოწმების ოქმის შედგენა და კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, შემოწმების დასრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების მიზნით, იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
დ) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ე) საჯარო (გარდა სამართლდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ამ სფეროში სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) ინსპექტორისა და კურატორი მოადგილის დავალებების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) დადგენილი წესით მოახდინოს შემოწმების (ინსპექტირების) განსახორციელებლად, ასევე შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება (მათ შორის გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გამართოს შეხვედრები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, ჩამოართავას ახსნა-განმარტებები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შეადგინოს შემოწმების ოქმი, კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით მიმართოს ინსპექტორს შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე და ა.შ.);
გ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;
დ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს და კურატორ მოადგილეს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 13🔗
1. სამართალშემოქმედების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და გაუმჯობესების (პრაქტიკულ საქმიანობასთან მორგება, ხარვეზების აღმოფხვრა) მიზნით სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; მიღებული საკანონმდებლო აქტების შესახებ სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებების მიერ შემუშავებული ნორმატიული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამართალშემოქმედების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 14🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ინსპექტორის წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშებისა და გეგმების პროექტების მომზადება, ინსპექტორისათვის წარდგენა;
დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ევროპის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, ცალკეულ სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის შესაბამისად ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების, ასევე უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვა, ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ამ სფეროში სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს ინსპექტორს წინადადებები სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 15🔗
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა; სამსახურში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა; სამსახურის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მისი შესაბამისი მხარდაჭერა;
ბ) სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა;
გ) ინსპექტორის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში მონაცემთა დამმუშავებელის/უფლებამოსილი პირის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემების, უსაფრთხოების და კანონთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტი (შემოწმება);
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსპექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
დ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩანაწერზე ზედამხედველობა კონტროლის ელექტრონული სისტემისა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების) სამსახურის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვითა და წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით;
დ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვით, შედარებითა და ანალიზით;
დ.დ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
დ.ე) კონტროლის ელექტრონულ სისტემაში, კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში და აპარატის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;
დ.ვ) ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისა და მასალის განადგურების ოქმების), ასევე კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვასთან დაკავშირებული შემოსული დოკუმენტების რეგისტრაცია სამსახურის ფარული საგამოძიებო მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის პროცესში;
ზ) სამსახურის მიერ ყოველთვიურად გაწეული საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და ანალიზი;
თ) სამსახურის ფუნციონირებისათვის საჭირო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემებისა და უსაფრთხოების ქსელის შექმნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინსპექტორის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ინსპექტორის ინდივიდუალური დავალებების საფუძველზე, სხვა ამოცანების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 16🔗
1. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციებია:
ა) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (სამსახურის მომხმარებლის) წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად; მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზება; სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება და ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამსახურის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; კომპეტენციის ფარგლებში, საკადრო, საორგანიზაციო ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამსახურის შესაბამის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება;
გ) ბრძანებების და შრომითი ხელშეკრულებების და კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული სხვა დოკუმენტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
დ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ინსპექტორის საქმისწარმოების სისტემის მართვა და დოკუმენტების შესრულებაზე მონიტორინგი; ინსპექტორის სამუშაო შეხვედრებისა და სხდომების ორგანიზება, ინსპექტორის სამუშაო განრიგის წარმოება;
ე) ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; სტატისტიკური და შინაარსობრივი ინფორმაციების მომზადება;
ვ) სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება; კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ზ) სამსახურის საქმისწარმოების, მათ შორის არქივის წარმოება; სამსახურში საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის სამსახურის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად; სამსახურის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში სამსახურის მოხელეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად; დოკუმენტების ასლების დამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამსახურის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოების დაცვა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;
ი) სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების/ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტების ორგანიზება/ტექნიკური მხარდაჭერა;
ლ) სამსახურში ვიზიტორების მიღება და საშვების დაშვების უზრუნველყოფა;
მ) სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის წარმოება-ადმინისტრირება;
ნ) სამსახურის ცხელი ხაზის და ელექტრონული ფოსტის წარმოება, შემოსული ზარების განაწილება აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
ო) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი.
მუხლი 17🔗
1. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; სამსახურის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება მათი ინსპექტორისათვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; მოსამსახურეებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია (ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად); საბიუჯეტო განაცხადის შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა; საბიუჯეტო პროცესის მართვა და ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიხედვით დამტკიცებული ასიგნებების გონივრული, განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; სამსახურის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ინსპექტორისათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთულის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ინსპექტორთან შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილებების შეტანა; სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; სახელმწიფო შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება; სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
გ) სამსახურის სასაწყობე მეურნეობის წარმართვა;
დ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. ფინანსური უზრუნველყოფისა და შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 18🔗
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია ინპექტორის წინაშე.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამსახურის ურთიერთობის კოორდინაცია; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) სამსახურის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება; საზოგადოების ინფორმირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ;
გ) სამსახურის საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა;
დ) ინსპექტორისა და სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ვ) სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
კ) ინსპექტორის დავალების საფუძველზე სხვა ამოცანების შესრულება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესითა და ინსპექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 19🔗
1. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ანგარიშვალდებულია ინსპექტორის წინაშე.
2. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შემუშავებული პროცედურების და წესების ტექნიკური დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება, რეკომენდაციების მომზადება;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცების და გადახედვის პროცესის კოორდინაცია;
ე) ინფორმაციული აქტივებისა და მათზე წვდომების აღწერის უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ინფორმაციულ აქტივებზე წვდომების გადანაწილებისა და შეზღუდვების შესახებ;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
თ) განცხადების განხილვის ან/და ინსპექტირების პროცესში სამსახურის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის;
კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შინაგანაწესით და ინსპექტორის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების და ვალდებულებების შესრულება;
ლ) ინსპექტორის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.
3. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ბ) წარუდგინოს წინადადებები ინსპექტორს კომპეტენციის შესაბამისად ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 20🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ინსპექტორის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.