სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №406
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.016906
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.07.2011
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.06.2015
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.01.2009
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №406
2019 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №97 ბრძანება;
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;
გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №90 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭდები და შტამპები, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა;
გ) სამსახურის საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
მუხლი 8🔗
1. ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი შემოწმება;
ბ) სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, აგრეთვე მინისტრის ან გენერალური დირექტორის დავალებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;
დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამსახურის წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების (გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა) განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
ვ) სამსახურში შემოსულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის სამართლებრივი შემოწმება;
თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების სამართლებრივი შემოწმება და ვიზირება;
ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მათი სამართლებრივი შემოწმება ან/და ვიზირება;
კ) სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაში მონაწილეობა და ამ მიზნით სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის კოორდინაცია და საერთო ზედამხედველობა;
ნ) პენიტენციურ დაწესებულებათა მიერ სამართლებრივ საკითხებზე წარმოდგენილი წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ო) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
პ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ჟ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის სამსახურის ელექტრონულ რესურსზე კანონმდებლობით დადგენილი წესით პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
რ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე, გენერალური დირექტორის სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
2. ამ დებულების მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა და სამსახურებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა, მოსამსახურეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და საქმიანობის შეფასების პროცესის მონიტორინგი;
გ) სამოტივაციო სისტემების ჩამოყალიბება, დანერგვა და პერიოდული განახლება;
დ) კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, შიდა ორგანიზაციული კულტურის ასამაღლებლად რეკომენდაციებისა და ინიციატივების მომზადება;
ე) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ინიცირება, საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების პერიოდული განახლება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
თ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის თანამდებობრივი ინსტრუქციების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და პერიოდული განახლება;
ი) საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა;
კ) არსებული ადამიანური რესურსის მდგრადობის, შიდა გადაადგილებისა და დენადობის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია და პერიოდული ანალიზი;
ლ) მოსამსახურეთა მოსაზრებების/კმაყოფილების პერიოდული კვლევა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება;
მ) სამსახურის შინაგანაწესის შემუშავება და მისი პერიოდული განახლება;
ნ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;
ო) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
პ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება;
ჟ) სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება, დოკუმენტების მომზადება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილების (მათ შორის, მიმაგრების) და დათხოვნის შესახებ, მათთან დაკავშირებით სათანადო ელექტრონული ბაზების წარმოება, აგრეთვე მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ;
რ) სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზება და შესაბამისი წარდგინებების მომზადება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური საკითხების გადაწყვეტა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნის მიზნით, ნამსახურები წლების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
ტ) სამსახურის სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეების სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზება;
უ) სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემისა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამსახურებრივი მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ჩანაწერის გაკეთება;
ფ) სამსახურის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ქ) სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და სხვა დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
3. ამ დებულების მე-7 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ერთიანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლი, სამსახურში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოება;
დ) გენერალური დირექტორის ბრძანებების რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;
ვ) სამსახურისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნათესავების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადებების/საჩივრების, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წერილობითი კორესპონდენციების მიღება და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა/დარეგისტრირება;
თ) დასრულებულ საქმეთა აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება და დადგენილი წესით არქივისათვის გადაცემა;
ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დაშვების ორგანიზება და აღრიცხვა.
4. ამ დებულების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელი კავშირის და დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კომპიუტერული ტექნიკის გამართული მდგომარეობის შენარჩუნება;
დ) სამსახურის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ე) პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ვ) სამსახურის სისტემაში პროგრამული საშუალებების ფუნქციონირების პერიოდული შემოწმება მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით;
ზ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნა, ფიქსაცია და ანალიზი;
თ) სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური უზრუნველყოფა (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი);
ი) პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტების შედგენა;
კ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების განხორციელება;
ლ) პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
გ) საქმისწარმოების სამმართველო;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.
მუხლი 10🔗
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მომზადებაში მონაწილეობას, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ შემოწმებას;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, აგრეთვე მინისტრის ან გენერალური დირექტორის დავალებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და სამინისტროსა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან/და ვიზირებას;
დ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან მომზადებაში მონაწილეობას;
ე) უზრუნველყოფს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამსახურის წარმომადგენლობას, სასამართლო დავების ანალიზს, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირებას, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას, სასამართლო დავების სისტემურ აღრიცხვასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას;
ვ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებს ან/და კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მათ განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
ზ) განიხილავს სამსახურში შემოსულ და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხს;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის სამსახურის ელექტრონულ რესურსზე კანონმდებლობით დადგენილი წესით პროაქტიულად გამოქვეყნებას;
კ) უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის სამართლებრივ შემოწმებას;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების სამართლებრივ შემოწმებასა და ვიზირებას;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას, სამართლებრივ შემოწმებას ან/და მათ ვიზირებას;
ნ) მონაწილეობს სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაში და ამ მიზნით, უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამსახურის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
პ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის კოორდინაციასა და საერთო ზედამხედველობას;
ჟ) განიხილავს პენიტენციურ დაწესებულებათა მიერ სამართლებრივ საკითხებზე წარმოდგენილი წინადადებებსა და მოსაზრებებს და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
რ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;
ს) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.
მუხლი 11🔗
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:
ა) გეგმავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვას, მოსამსახურეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევას და საქმიანობის შეფასების პროცესის მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს სამსახურში სამოტივაციო სისტემების ჩამოყალიბებას, დანერგვასა და პერიოდულ განახლებას;
დ) ახორციელებს კორპორატიული ფასეულობების ანალიზს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და ინიციატივებს შიდა ორგანიზაციული კულტურის ასამაღლებლად;
ე) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს საამისოდ საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების პერიოდულ განახლებას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსებისა და სერტიფიცირების ჩატარების ორგანიზებას;
თ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს თითოეული თანამდებობისათვის თანამდებობრივ ინსტრუქციას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ი) უზრუნველყოფს საშტატო ნუსხის სისტემატიზაციასა და არსებული საჭიროებების აღრიცხვას;
კ) უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსის მდგრადობის, შიდა გადაადგილებისა და დენადობის შესახებ მონაცემების სისტემატიზაციას და პერიოდულ ანალიზს;
ლ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მოსაზრებების/კმაყოფილების პერიოდულ კვლევასა და ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
მ) შეიმუშავებს სამსახურის შინაგანაწესს და საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოფს მის პერიოდულ განახლებას;
ნ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და მათი გაფორმების ორგანიზებას;
ო) უზრუნველყოფს სამსახურში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას და სტაჟირების პროცესის კოორდინაციას;
პ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელებას;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოებას, დოკუმენტების მომზადებას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილების (მათ შორის, მიმაგრება) და დათხოვნის შესახებ, ამასთან დაკავშირებით სათანადო ელექტრონული ბაზების წარმოებას, აგრეთვე მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერას წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ;
რ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზებას და შესაბამისი წარდგინებების მომზადებას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალური საკითხების გადაწყვეტას, საპენსიო საბუთების გაფორმებას ნამსახურები წლების მიხედვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ტ) უზრუნველყოფს სამსახურის სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეების სამსახურის სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებას;
უ) უზრუნველყოფს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამსახურებრივ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ჩანაწერის გაკეთებას;
ფ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;
ქ) გასცემს სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივ ცნობებს;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო და სხვა დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
ყ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის დავალებებს.
მუხლი 12🔗
საქმისწარმოების სამმართველო:
ა) ახორციელებს სამსახურში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებისა და საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვას;
ბ) უზრუნველყოფს ერთიან საქმისწარმოებას სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
გ) უზრუნველყოფს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენას;
დ) უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლს და სამსახურში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას;
ე) უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას, აგრეთვე ამ ბრძანებებისა და მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ადრესატებისათვის დაგზავნას;
ვ) უზრუნველყოფს ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირებას და საუწყებო არქივისათვის გადაცემას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს კორესპონდენციას და უზრუნველყოფს მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებას;
თ) უზრუნველყოფს სამსახურისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვასა და კონტროლს;
ი) უზრუნველყოფს საქმისწარმოების სამმართველოში მატერიალურად არსებული, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების ასლების დამოწმებას;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დასრულებულ საქმეთა აღრიცხვას, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას;
ლ) უზრუნველყოფს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებას და საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემას ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით;
მ) ახორციელებს არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
ნ) უზრუნველყოფს საუწყებო არქივის დოკუმენტებთან დაკავშირებით სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციას;
ო) ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას, ეროვნულ საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) უზრუნველყოფს დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის საამისოდ უფლებამოსილ პირებზე გაცემას;
ჟ) შეიმუშავებს საიდუმლო საქმეთა ნომენკლატურას;
რ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციასა და საიდუმლო საქმისწარმოებას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) უზრუნველყოფს შემოსული და გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაციას, კლასიფიცირებას და ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და მოსამსახურეთათვის დროულ მიწოდებას;
უ) ამზადებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურებს, რომლებიც ექვემდებარება „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ გრიფის/კლასიფიცირების მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან/ცნობებთან დაშვებას;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვებას;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტების ასლების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებას და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადებას;
ღ) ნომენკლატურის შესაბამისად, ახორციელებს დამთავრებული საქმეების საუწყებო არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადებას;
ყ) უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დაშვების ორგანიზებას და აღრიცხვას;
შ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის დავალებებს.
მუხლი 13🔗
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის კიბერუსაფრთხოებას;
ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამსახურის შეუფერხებელ კავშირს და სამსახურის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე წვდომას;
გ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართულ მუშაობას და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნას;
დ) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით;
ე) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირებას, მათზე დაშვების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კონტროლს;
ვ) პერიოდულად ამოწმებს სამსახურის სისტემაში პროგრამული საშუალებების ფუნქციონირებას მათი გამართული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით;
ზ) ახორციელებს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კონტროლის პროცესის შედეგად დაარქივებული მასალის მოხსნას, ფიქსაციას და ანალიზს;
თ) ახორციელებს სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკურ უზრუნველყოფას (დაზიანებული აპარატურის შეცვლა, დაზიანების აღმოფხვრა და ახალი აპარატურის მონტაჟი);
ი) ადგენს პენიტენციური დაწესებულებებისათვის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში) საჭირო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონტაჟის პროექტებს;
კ) ახორციელებს სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას;
ლ) ახორციელებს სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამსახურში გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის დავალებებს.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებსა და დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ვ) გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) პერიოდულად ისმენს ინფორმაციას დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 15🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერას ან/და ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს გენერალური დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული სხვა პირის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 16🔗
1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ უფროსი სპეციალისტები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.