სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №405
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016905
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 715 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 04.01.2019 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 12.02.2019 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 21.04.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 31.12.2015 სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 23.05.2019

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №405 2019 წლის 23 მაისი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი    სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება    თავი I    ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებში შემავალი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურსა და  სამსახურის ადგილობრივ საბჭოებს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანაა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განმხილველი სამსახურის ადგილობრივი საბჭოების (შემდგომში – ადგილობრივი საბჭოები) საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, ადგილობრივი საბჭოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და ადგილობრივი საბჭოებს წევრებად წარდგენის მიზნით შექმნილი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – სამსახურის საკოორდინაციო საბჭო) სხდომების ორგანიზება, საქმის მასალების მომზადება და საბჭოს სხდომის ოქმებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, აგრეთვე ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ბ)  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 8🔗 დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული ამოცანისა და ფუნქციების შესასრულებლად: ა) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი საბჭოს სხდომის გამართვას და აწარმოებს საქმის მასალებს; ბ) შეიმუშავებს ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტებს; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში; დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ე) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამუშავებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შენახვას; ვ) ახდენს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, საქმეთა სისტემურ აღრიცხვასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს სხდომების გამართვას, აწარმოებს საქმის მასალებსა და სხდომის ოქმებს; თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის მითითებებსა და დავალებებს. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს და შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; დ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ვ) გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის  ვიზირებას ან ხელმოწერას; ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ უფროსი სპეციალისტები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.