საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №23/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016455
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/05/2019
matsne.gov.ge 947 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 01.11.2017 საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 07.11.2018 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 94% 17.12.2025 საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 17.10.2016 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 28.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23/2019 2019 წლის 24 მაისი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები 1. მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2019 წლის 19 მაისს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ ამ მუხლის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსათვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 2019 წლის 19 მაისის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღეს, შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალური სია, მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემების გათვალისწინებით; გ) მეორე ტურისათვის გამოიყენება 2019 წლის 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს გამოყენებული სპეციალური სიების ის ნაწილი, რომლითაც ამომრჩეველს  პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მინიჭებული; დ) მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური) საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. 2. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება სპეციალური სია. მუხლი 2🔗. საარჩევნო კომისიები 1. №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით. 2. №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებს ახორციელებენ პირველი ტურისთვის №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შექმნილი  შესაბამისი  საუბნო  საარჩევნო  კომისიები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა აითვლება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით. 5. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 6. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 7. №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ერთი დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მიიღოს საბუთები და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები. 8. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. მუხლი 3🔗. მეორე ტურში მონაწილე  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები 1. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა, გაგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. 2. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს, შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესების გათვალისწინებით. 3. საარჩევნო სუბიექტისათვის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღე. მუხლი 4🔗. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები მეორე ტურისთვის: 1. ცესკოსა და №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე. 2. 2019 წლის 19 მაისის მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვისაც პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაცია არ გაუვლია, ავტომატურად მიეცემათ მეორე ტურში დაკვირვების უფლება, თუ შესაბამისი ორგანიზაცია მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით მიმართავს ცესკოს. 3. ცესკოსა და №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკრედიტაცია გაუგრძელდეთ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უფლება აქვთ,  შესაბამისად, დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები წარუდგინონ სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. 5. რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს წარუდგინონ  მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. მუხლი 5🔗. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და მთვლელების წილისყრით გამოვლენა 1. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისათვის და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი