სს „მიკროკრედიტის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/9528 -1 9
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2019 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – სს ,,მიკროკრედიტი’’ (ს/ნ 202457698)
წარმომადგენელი – გიორგი კალანდარიშვილი (დირექტორი)
მოთხოვნა – სს ,,მიკროკრედიტის ” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისდაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,მიკროკრედიტის ” წარმომადგენლის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,მიკროკრედიტის ” წარმომადგენელმა გიორგი კალანდარიშვილმა და მოითხოვა სს ,,მიკროკრედიტის ” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, სს ,,მიკროკრედიტის ” განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალაგანჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, არის თუ არა კომპანია რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის (და სხვა) საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, ასევე ირიცხება თუ არა კომპანიის სახელზე რაიმე სხვა უძრავი ქონება (გარდა მითითებული უძრავი ქონებისა) საჯარო რეესტრში. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის და საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ინფორმაცია, კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების, მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშების შესახებ და შესაბამისი ბანკებში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის ოდენობის თაობაზე. განცხადებაში ასევე მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია საწარმოს დებიტორული მოთხოვნების და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების თაობაზე. დასაზუსტებელია ასევე როგორც უზრუნველყოფილი, ისე არაუზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნების ჯამური ოდენობა. ამასთან, განმცხადებელს მართებს წარმოადგინოს უზრუნველყოფილი/არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ნუსხა მისამართების მითითებით. აგრეთვე, განჩინებაში მითითებულია, რომ განცხადებას თან ერთვის სს ,,მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის" (როგორც სს ,,მიკროკრედიტის ” აქციათა 100%-ის მესაკუთრის) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი და გრიგორი ზატოჩნის (როგორც სს ,,მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის აქციათა 88.003 %-ის მესაკუთრე შპს ,,გრინ კაპიტალ პარტნერს"-ის 100 %-იანი წილის მესაკუთრის) გადაწყვეტილება სს მიკროკრედიტის გადახდისუუნაროდ მიჩნევის თაობაზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პირის/ორგანოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2019 წლის 6 მაისის განჩინება სს ,,მიკროკრედიტის ” წარმომადგენელს გიორგი კალანდარიშვილს ჩაჰბარდა 2019 წლის 7 მაისს, რომელმაც ხარვეზის შევსების მიზნით 2019 წლის 13 და 14 მაისს მომართა სასამართლოს განცხადებით. განცხადებას თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სს ,,მიკროკრედიტის ” წარმომადგენლის გიორგი კალანდარიშვილის მიერ ხარვეზი შევსებულია კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,,მიკროკრედიტის ” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-13-15, მე-18, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განმცხადებლის სს ,,მიკროკრედიტის ” დირექტორის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთვოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 1 ივლისს, 16 სთ/ზე თბილისისსაქალაქოსასამართლოსშენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №63) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე