„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№242
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.021259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2019 წლის 24 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის 277 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 277.  ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გადახდის წესი

1. ამ წესის 27​​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის ან  ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყით მოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს, ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყით მოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.  საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის  მოვლა-აღდგენისა  და  დაცულ  ტერიტორიებზე  ასევე,  არა  უმეტეს  50%-ისა, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის  ღონისძიებების უზრუნველყოფას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობის დაწყებამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.

3. ამ წესის 27​3 მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლისთვის ან/და მოპოვებისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით. წიაღის  მოპოვების შემთხვევაში, მიწის ფართობისა და მერქნიანი მცენარეების ჭრისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში. წიაღის შესწავლის შემთხვევაში, მიწის ფართობისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში, ხოლო  მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში − ჭრის განხორციელებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში. საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცულ ტერიტორიებზე ასევე, არა უმეტეს 50%-ისა, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის  ღონისძიებების უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე