„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2019 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2019 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2019 წლის 24 მაისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას.”
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:
300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;
300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
ამ შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. ამ ტიპის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება მისი მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვებისა და ონკოლოგიური ავადმყოფების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროპორციების გათვალისწინების გარეშე, ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.”.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„კ) უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურების ან გარდაცვალების შემთხვევაში“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. გეგმიური, მწვავე სტაციონარული მკურნალობისა და ამბოლატორიული კვლევების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან) გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.”.
|