პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №99/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.017723
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,425 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
დაშვება განათლების შემდეგ დონეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საერთაშორისო შეთანხმებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მიღებული პროფესიული განათლების  აღწერა პროცენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში (%)
Level of the certificate (national and international) Grading scale / Pass requirements
Access to next level of education/training International agreements
Description of vocational education and training received Percentage of total programme (%)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 26.10.2016 საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 09.09.2025 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 07.07.2020 „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 28.02.2020 ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 13.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №99/ნ 2019 წლის 29 მაისი ქ. თბილისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა (ქართულ-ინგლისურენოვანი) დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დაევალოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართების შემუშავების, შევსებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი დანართი №1 პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს დანართი ადგენს პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის (შემდგომში – დიპლომი) ფორმას. 2. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). მუხლი 2🔗. დიპლომის მონაცემები 1. დიპლომი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით; ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), დიპლომის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას. 2. დიპლომზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს: ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“. 3. დიპლომი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე დაწესებულების/ცენტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომის შედგენა რომელიმე სხვა უცხოურ ენაზეც. 4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა. 5. დიპლომზე უნდა მიეთითოს: ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე; ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით); გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) „დიპლომი“; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი; ვ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; ზ) კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, რიცხვი, თვე, წელი; თ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც მიენიჭა კვალიფიკაცია; ი) მინიჭებული კვალიფიკაციის დასახელება; კ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა; ლ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი; მ) დიპლომის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ნ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით); ო) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში. 6. საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტში – დიპლომში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება: ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით); ბ) ცენტრის ლოგო; გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა; დ) ცენტრის ბეჭედი. 7. დიპლომი, ამ დანართით განსაზღვრული მონაცემების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ დადგენილ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას დიპლომის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ერქვა პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის პერიოდში ან პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში. მუხლი 3🔗. დიპლომის დუბლიკატი 1. დუბლიკატი გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი. 2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი. 3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული დიპლომის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 4. დიპლომის დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. მუხლი 4🔗. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. დაწესებულება ვალდებულია დიპლომის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში და ატვირთოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). 2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება. დანართი №2 დიპლომის/სერტიფიკატის დანართის ფორმა ​(*) საქართველო 1. დიპლომის/სერტიფიკატის სახელწოდება ​(GE) ​(1) მშობლიურ ენაზე 2. დიპლომის/სერტიფიკატის ნათარგმნი სახელწოდება ​(EN) ​(1) თარგმანს არ გააჩნია იურიდიული ძალა 3. უნარები და კომპეტენციები 4. დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელისათვის შესაძლო დასაქმების პოზიციები ​(*) განმარტებითი ბარათი აღნიშნული დოკუმენტი  შემუშავებულია ოფიციალურ დიპლომზე ან სერტიფიკატზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით  და დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა. აღწერის ფორმატი ეფუძნება შემდეგ დოკუმენტებს: ევროპის საბჭოს 1992 წლის 3 დეკემბრის 93/C 49/01 რეზოლუციას კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ; ევროპის საბჭოს 1996 წლის 15 ივლისის 96/C 224/04 რეზოლუციას პროფესიული მომზადების კვალიფიკაციების გამჭვირვალობის შესახებ და ევროპარლამენტისა 2001/613/EC  და ევროპის საბჭოს 2001 წლის 10 ივლისის რეკომენდაციას სტუდენტების, მომზადების პროცესში მყოფი პირების, მოხალისეების, მასწავლებლებისა და ტრენერების მობილობის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია: http://europass.cedefop.eu.int © European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu 5. დიპლომის/სერტიფიკატის გაცემის ოფიციალური საფუძველი დიპლომის/სერტიფიკატის გამცემი დაწესებულების სახელწოდება და სტატუსი მისამართი: საფოსტო ინდექსი: ტელეფონი/ფაქსი: ვებგვერდის მისამართი: ელექტრონული ფოსტა: დაფუძნების თარიღი: ავტორიზაციის თარიღი: აღიარების მიმნიჭებელი ეროვნული ორგანოს სახელწოდება და სტატუსი მისამართი: საფოსტო ინდექსი: ტელეფონი/ფაქსი: ვებგვერდი მისამართი: ელექტრონული ფოსტა: კვალიფიკაციის დონე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო – NQF განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი – ISCED 2011 შეფასების სისტემა/საგამოცდო მოთხოვნები დაშვება განათლების შემდეგ დონეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საერთაშორისო შეთანხმებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამართლებრივი საფუძველი 6. დიპლომის/სერტიფიკატის მიღების ოფიციალურად აღიარებული გზები მიღებული პროფესიული განათლების  აღწერა პროცენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში (%) ხანგრძლივობა (საათი/კვირა/თვე/წელი) საგანმანათლებლო დაწესებულება სამუშაო ადგილი/სასწავლო საწარმო აღიარებული წინმსწრები (არაფორმალური/ფორმალური) განათლება სწავლების სრული ხანგრძლივობა დაშვების წინაპირობები დამატებითი ინფორმაცია ინფორმაცია ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის აღწერის შესახებ  www. საკონტაქტო იურიდიული პირი ეროვნულ დონეზე  www. Certificate supplement​ (*) Georgia 1. Title of the certificate ​(GE) ​ (1) In the original language 2. Translated title of the certificate ​(EN) ​ (1) This translation has no legal status 3. Profile of skills and competences 4. Range of occupations accessible to the holder of the certificate ​(*) Explanatory note This document is designed to provide additional information about the specified certificate and does not have any legal status in itself. The format of the description is based on the following texts: Council Resolution 93/C 49/01 of 3 December 1992 on the transparency of qualifications, Council Resolution 96/C 224/04 of 15 July 1996 on the transparency of vocational training certificates, and Recommendation 2001/613/EC of the European Parliament and of the Council of 10 July 2001 on mobility within the Community for students, persons undergoing training, volunteers, teachers and trainers. © European Union, 2002-2014 | http://europass.cedefop.europa.eu 5. Official basis of the certificate Name and status of the body awarding the certificate Address: Post index: Phone / Fax: Website Address: Email Address: Date of establishment: Last Authorization Date: Name and status of the national/regional authority providing accreditation/recognition of the certificate Address: Post index: Phone / Fax: Website Address: Email Address: Level of the certificate (national and international) Grading scale / Pass requirements Access to next level of education/training International agreements Legal basis 6. Officially recognised ways of acquiring the certificate Description of vocational education and training received Percentage of total programme (%) Duration (Hours/weeks/months/years) School-/training centre-based Workplace-based Accredited prior learning Total duration of the education/ training leading to the certificate Entry requirements Additional information More information including a description of the national qualifications system www. National reference point   www. დანართი №3 საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური მუხლი 1🔗. საფასურის ოდენობა ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 50 (ორმოცდაათი) ლარი. მუხლი 2🔗. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. 2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე. 3. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტი გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური. 4. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის. 5. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.