შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2019
ძალაში შესვლა 24.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/7
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016576
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2019
matsne.gov.ge 556 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2019 მიღება
24.05.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 09.02.2023 საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 19.04.2019 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 24.04.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 22.10.2025

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეები’’), გამოთქვამენ რა ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის სურვილს თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, და ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული წესებისა და   პრინციპების   შესაბამისად, შეეცდებიან ხელი შეუწყონ, განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა სტაბილურ და გრძელვადიან საფუძველზე. მუხლი 2🔗 მხარეები, ითვალისწინებენ რა  მათ ამჟამინდელ ეკონომიკურ ურთიერთობებს, შეეცდებიან ხელი შეუწყონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში: (ა) ენერგეტიკა და სამთომომპოვებელი მრეწველობა; (ბ) საავტომობილო მრეწველობა; (გ) ელექტრონიკა; (დ) სოფლის მეურნეობა,  თევზჭერა და „აკვაკულტურაა“; (ე) ტურიზმი; (ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; (ზ) გარემოს დაცვა და (თ) სხვა ნებისმიერი ეკონომიკური სფეროები, რომელებიც წარმოადგენს მხარეთა ორმხრივი ინტერესის საგანს. მუხლი 3🔗 წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: (ა) ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას  ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში; (ბ) მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კავშირების განვითარებას; (გ) სავაჭრო კავშირების განვითარებას და შესწავლას ორივე ქვეყნის საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მეშვეობით, მათ შორის, ორივე ქვეყნის სპეციალიზებულ გამოფენებსა და სავაჭრო ბაზრებში მონაწილეობით და ქართული ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება კორეის რესპუბლიკაში; (დ) საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას, საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით და საინვესტიციო და სავაჭრო მისიების ორგანიზების ხელშეწყობას  თავიანთ ქვეყნებში; (ე) ეკონომიკის დარგებში სხვადასხვა ფორმით გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის, ექსპერტებისა და ტექნიკური პერსონალის გაცვლითა  და სასწავლო პროგრამების ორგანიზებით; (ვ) ტექნიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე სემინარებისა და  ბიზნესფორუმების ორგანიზებას და ჩატარებას ორივე ქვეყანაში; (ზ) ტექნიკური რეგულაციების, კომერციული საქმიანობებისა და ფინანსური მომსახურებების შესახებ, ასევე, სხვა ისეთი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის; (თ) გარემოს დაცვას; და (ი) ნებისმიერი სხვა ფორმის ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელზეც მხარეები ერთობლივად შეთანხმდებიან თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად. მუხლი 4🔗 1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მხარეთა წარმომადგენლები. 2. ერთობლივი კომისია განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: (ა) ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვა; (ბ) მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებული თანამშრომლობის ხელშეწყობა; (გ) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების განხილვა და მონიტორინგი; და (დ) ნებისმიერი სხვა  საქმიანობა, რომელიც შეიძლება ერთობლივად შეთანხმდეს მხარეთა შორის. 3. მხარეთა შეთანხმებით, ერთობლივი კომისია შეიკრიბება პერიოდულად, მონაცვლეობით, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკაში. მუხლი 5🔗 წინამდებარე შეთანხმების არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს იგი გავლენას ახდენდეს რომელიმე მხარის იმ უფლებებზე ან ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს იმ  ორმხრივი ან მრავალმხრივი  შეთანხმებებიდან, რომლის წევრიცაა თითოეული მხარე. მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, მხარეთა მიერ, გადაწყდება ორმხრივი კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებათა გზით. მუხლი 7🔗 წინამდებარე  შეთანხმების დებულებებში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.  ნებისმიერი ამგვარი შესწორება უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის სახით, ძალაში შევიდეს ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე შეთანხმება და უნდა წარმოადგენდეს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.   მუხლი 8🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს, რომლის საშუალებითაც, მხარეები, დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობენ ერთმანეთს შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება, თუ ერთ-ერთი მხარე არანაკლებ ექვსი (6) თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხებას. ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან თავიანთი მთავრობის მიერ, ხელს აწერენ შეთანხმებას. შესრულებულია ორ ეგზემპლარად, 2019 წლის 11 მარტს ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)