შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა / სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2018
ძალაში შესვლა 23.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/85
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016577
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2019
matsne.gov.ge 2,585 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2018 მიღება
23.04.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 16.05.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 91% 21.10.2024 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 25.06.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონი 91% 20.12.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 21.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა / სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა / სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა (შემდეგ – მხარეები) ისწრაფვიან განავითარონ კეთილმეზობლური ურთიერთობა და ხელი შეუწყონ სასაზღვრო უწყებათა თანამშრომლობას სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველყოფისათვის, აღიარებენ რა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ხელშეუვალ უფლებას, განახორციელონ  ღონისძიებანი  თავიანთი  სახელმწიფო  საზღვრების  დასაცავად, ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ 1997 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი  შეთანხმების   პრინციპებით, აღნიშნავენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო წარმომადგენელთა/სასაზღვრო კომისართა (შემდგომში – სასაზღვრო წარმომადგენლები)  მონაწილეობის აუცილებლობას  სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობისას და  სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილებისას, ხოლო მათი წარმოქმნის შემთხვევაში – შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კოორდინაციას უწევენ მათ რეგულირებას და სწრაფად გამოძიებას, შეთანხმდნენ  შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები თანამშრომლობენ წინამდებარე შეთანხმების დებულებებით  და მხარე სახელმწიფოების  კანონმდებლობათა  და  საერთაშორისო  ვალდებულებების  დაცვით. მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: – „სასაზღვრო წარმომადგენელი/სასაზღვრო კომისარი“ – სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად; – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი“ – სახელმწიფო საზღვრის შენახვის, პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტვირთის, საქონლისა და ცხოველების გადაადგილების, სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლის და ცხოველების გატარების წესები; სახელმწიფო საზღვარზე ან მის ახლოს სამეურნეო, რეწვისა თუ სხვა საქმიანობის განხორციელების წესები,  უცხო ქვეყნებთან აღნიშნული წესების დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარება. მუხლი 3🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები: – საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტრო; – აზერბაიჯანის  რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. მუხლი 4🔗 1. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო წარმომადგენლები, მათ შორის, მათი მოადგილეები ინიშნებიან მხარე სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სასაზღვრო წარმომადგენლებისა და მათი მოადგილეების დანიშვნის შესახებ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს ატყობინებენ წერილობით  ტექნიკური/ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ადგილსამყოფლის, სამხედრო (სპეციალური) წოდებების, გვარების, სახელების, მამის სახელების, უფლებამოსილებებისა და სამოქმედო მონაკვეთების მითითებით. 3. სასაზღვრო წარმომადგენელთა მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო წარმომადგენელთა მოადგილეები სარგებლობენ იმავე უფლებებით, რითაც სასაზღვრო წარმომადგენლები. მუხლი 5🔗 1. სასაზღვრო წარმომადგენლები დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ სამოქმედო მონაკვეთების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, თავიანთი სახელმწიფო კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად, რომელთა წევრებიც არიან საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სასაზღვრო წარმომადგენლები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ სასაზღვრო წარმომადგენლების სამოქმედო მონაკვეთების შესახებ ოქმით (დანართი №1) დადგენილი სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის ფარგლებში – აგრეთვე ამ შეთანხმებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.   2.  დანართი  №1-ით  განსაზღვრული    სასაზღვრო წარმომადგენელთა სამოქმედო   მონაკვეთების   შეცვლის   შემთხვევაში   მხარეები   ერთმანეთს  ატყობინებენ   დიპლომატიური   არხებით.   3. წერილობით  უფლებამოსილებებს  გასცემს: საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლებსა და მათ მოადგილეებზე   –  საქართველოს მთავრობა (დანართი №2). საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლები  გასცემენ წერილობით უფლებამოსილებებს თავიანთ თანაშემწეებზე (დანართი №3); აზერბაიჯანის  რესპუბლიკის სასაზღვრო წარმომადგენლებზე, მათ მოადგილეებსა და თანაშემწეებზე (დანართი №2) – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი. მუხლი 6🔗 1. სასაზღვრო წარმომადგენლების საქმიანობის უზრუნველყოფისათვის ინიშნებიან მდივნები, სამსახურებრივი კორესპონდენციის მიღება-გაცემაზე უფლებამოსილი პირები,  ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ თარჯიმნები, ექსპერტები და სხვა პირები. 2. სასაზღვრო წარმომადგენელთა თანაშემწეები ასრულებენ სასაზღვრო წარმომადგენლების მიერ განსაზღვრულ მოვალეობებს. სასაზღვრო წარმომადგენლები გასცემენ მდივნებისა და თარჯიმნების მოწმობებს (დანართი №4), ხოლო ექსპერტებსა და სხვა პირებზე – სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს  გადაკვეთის ერთჯერად მოწმობებს (დანართი №5). მუხლი 7🔗 სასაზღვრო წარმომადგენლები მათი სამოქმედო მონაკვეთის ფარგლებში: ა) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას სასაზღვრო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, გამოსაძიებლად და დასარეგულირებლად მათი წარმოქმნის შემთხვევაში; ბ) აკონტროლებენ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის მხარეთა მიერ დადგენილი წესების დაცვას და იღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული   სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დადგენილი წესის დარღვევით; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იღებენ საჭირო ზომებს არალეგალური მიგრაციის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევასა და სახელმწიფო საზღვარზე სხვა სახის სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობენ ადამიანთა გვამების ამოცნობაში და იღებენ ზომებს  მათ  გადასაცემად; ე) სახელმწიფო მმართველობისა და გარემოს დაცვის უფლებამოსილ ორგანოებთან ერთობლივად აკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარზე სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის განხორციელებას, სასაზღვრო მდინარეებსა და წყალსატევებში წყალსარგებლობას,  აგრეთვე ნადირობისა და თევზჭერის წესების დაცვას; ვ) დროულად ატყობინებენ ერთმანეთს სახელმწიფო საზღვარზე ეპიდემიების, ეპიზოოტიების, კარანტინს დაქვემდებარებული და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების, ხანძრისა და სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების გავრცელების საშიშროების შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევენ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის  საკითხებს. მუხლი 8🔗 1. სასაზღვრო წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის ძირითად ფორმას, როგორც წესი,  წარმოადგენს სხდომები ან შეხვედრები. 2. სასაზღვრო წარმომადგენელთა სხდომები ან შეხვედრები ტარდება ერთ-ერთის  წინადადებით. სასაზღვრო წარმომადგენლები ერთმანეთს აცნობებენ სხდომის ან შეხვედრის დღის წესრიგს, მონაწილეთა ვინაობას, ჩატარების ადგილსა და დროს. 3. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცალკეულ შემთხვევებში სასაზღვრო წარმომადგენელთა სხდომებსა ან შეხვედრებზე შესაძლოა განხილულ იქნეს ისეთი საკითხებიც,  რომლებიც  წინასწარ  არ  იყო  განსაზღვრული. 4. სხდომის ან შეხვედრის ჩატარების შესახებ წინადადებაზე ინიციატორ მხარეს   პასუხი უნდა გაეცეს  რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა (ამ შეთანხმებაში მითითებული ვადების ათვლისას მხარეთა სახელმწიფო შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება).  ამასთანავე,  განსახილველად  შეიძლება  შეთავაზებულ იქნეს დამატებითი საკითხები და აგრეთვე  სხდომის  ან  შეხვედრის  ჩატარების  სხვა  დრო  და  ადგილი. 5. სხდომას ან შეხვედრას უნდა ესწრებოდნენ მხარეთა სასაზღვრო წარმომადგენლები. თუ ეს შეუძლებელია, სხდომასა  ან შეხვედრაში მონაწილეობს მოადგილე,  რის შესახებაც სხდომის  ან  შეხვედრის  დაწყებამდე არაუგვიანეს 24 საათისა  უნდა ეცნობოს შეხვედრის ინიციატორ  სასაზღვრო  წარმომადგენელს. 6. სასაზღვრო წარმომადგენლების სხდომებსა და შეხვედრებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ მათმა მოადგილეებმა, თანაშემწეებმა, მდივნებმა, თარჯიმნებმა, საჭიროების შემთხვევაში – ექსპერტებმა და სხვა პირებმა. სასაზღვრო წარმომადგენელთა თანაშემწეების შეხვედრებში შეიძლება მონაწილეობდნენ მდივნები, თარჯიმნები, საჭიროების შემთხვევაში – ექსპერტები და სხვა პირები. 7. საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად აუცილებელი არ არის პირადი შეხვედრები, შეიძლება მოგვარდეს სამსახურებრივი კორესპონდენციების გაცვლით ან კავშირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 8. სასაზღვრო წარმომადგენლები ერთმანეთს შეთანხმებულ ვადებში აწვდიან  ინფორმაციას იმ ზომების თაობაზე, რომლებიც სხდომებსა ან შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა  შესასრულებლად  იქნა გატარებული. მუხლი  9🔗 1.  სასაზღვრო წარმომადგენლები  კალენდარული წლის ბოლოს ამზადებენ და ერთმანეთთან ათანხმებენ მომდევნო წლის  ერთობლივ ღონისძიებათა გეგმას. 2.  სასაზღვრო წარმომადგენელთა გეგმური სხდომები ან შეხვედრები   ტარდება წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც. 3.  სასაზღვრო წარმომადგენელთა და მათი მოადგილეების,  თანაშემწეების გეგმური შეხვედრები, როგორც წესი, ტარდება მონაცვლეობით ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო რიგგარეშე  –  ინიციატორი მხარის ტერიტორიაზე. 4. სასაზღვრო წარმომადგენლების თანაშემწეთა შეხვედრა ტარდება სასაზღვრო წარმომადგენლების დავალებით. მუხლი 10🔗 1. სასაზღვრო  წარმომადგენელთა სხდომებისა და შეხვედრების შედეგების თაობაზე დგება ერთობლივი ოქმი, რომელშიც აისახება: დღის წესრიგი, მონაწილეთა შემადგენლობა, სხდომის ან შეხვედრის მიმდინარეობა, მიღებული გადაწყვეტილებები და მათი შესრულების ვადები. 2. სხდომის ან შეხვედრის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად ქართულ და აზერბაიჯანულ  ენებზე, აუცილებლობის შემთხვევაში – რუსულ ენაზე და დასტურდება სასაზღვრო  წარმომადგენლების  ხელმოწერითა  და  მათი  გერბიანი  ბეჭდით. 3. აუცილებლობის  შემთხვევაში, სასაზღვრო წარმომადგენლის მითითებით დგება სასაზღვრო წარმომადგენელთა მოადგილეებისა ან თანაშემწეთა შეხვედრების ოქმები, რომელსაც ამტკიცებენ სასაზღვრო წარმომადგენლები. მუხლი 11🔗 1. სასაზღვრო წარმომადგენლები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ადგენენ სახელმწიფო  საზღვარზე  შეხვედრისა  და  სამსახურებრივი  კორესპონდენციის გაცვლის ადგილებს, აგრეთვე კავშირის დამყარების ტექნიკური საშუალების გამოყენების წესს. სამსახურებრივი კორესპონდენციის მიღება-გადაცემაზე უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან, სამსახურებრივი კორესპონდენციის მიღება-გადაცემა  განახორციელონ  დღე-ღამის  განმავლობაში. 2. სასაზღვრო წარმომადგენლები ახორციელებენ დაკავებულ პირთა, აგრეთვე გვამების, შინაური ცხოველებისა და ქონების გადაცემას ორივე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. სასაზღვრო წარმომადგენლები განსაზღვრავენ ყოველი ასეთი გადაცემის ადგილს, დროსა და წესს  ინდივიდუალურად. 3. სასაზღვრო წარმომადგენლები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ადგენენ აქტების, ხელწერილებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად ფორმდება  პირთა, გვამების, შინაური ცხოველების, ქონების, სამსახურებრივი კორესპონდენციის მიღება-გადაცემისას, აგრეთვე სხვა მოქმედებების შესრულებისას. 4. დაკავებულ პირთა, ადამიანთა გვამების, შინაური ცხოველებისა და ქონების გადაცემას პირადად ახორციელებენ  სასაზღვრო წარმომადგენლები, მათი მოადგილეები ან მათი დავალებით – თანაშემწეები. მუხლი 12🔗 1. სასაზღვრო წარმომადგენლები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები, მდივნები, თარჯიმნები და ექსპერტები მოვალეობის შესასრულებისას  წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საგანგებოდ ამისათვის დადგენილ პუნქტებში  ან  შეთანხმებულ  ადგილებში. 2. სასაზღვრო წარმომადგენლები, მათი მოადგილეები და თანაშემწეები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ წერილობითი უფლებამოსილების/რწმუნების საფუძველზე (დანართი №№2,3), მდივნები და თარჯიმნები –  მოწმობის (დანართი №4), ექსპერტები და ერთობლივი მუშაობისათვის მოწვეული სხვა პირები – სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს გადაკვეთის ერთჯერადი მოწმობის საფუძველზე (დანართი №5). 3. სასაზღვრო წარმომადგენლების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების უფლებამოსილებების, აგრეთვე მდივნებისა და თარჯიმნების მოწმობების დამოწმება ხდება მხარეთა  სასაზღვრო  წარმომადგენლების სხდომებზე. 4. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლების დამადასტურებელი საბუთის დაკარგვის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, მისმა მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს  ამის შესახებ თავისი სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენელს, რომელიც აუქმებს დაკარგულ საბუთს და მომხდარის შესახებ ატყობინებს მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენელს. მუხლი 13🔗 1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, სასაზღვრო წარმომადგენლებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებს, მდივნებს, თარჯიმნებსა და ექსპერტებს მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეძლევათ პირადი უსაფრთხოების, აგრეთვე მათ წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტებისა და ქონების ხელშეუხებლობის გარანტია. აღნიშნულ პირებს  აქვთ  დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების უფლება. 2.   თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს მის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სხდომების ან შეხვედრების ჩატარების ხარჯებს გაიღებს ის მხარე, ვის ტერიტორიაზეც ტარდება სხდომა ან შეხვედრა. მუხლი 14🔗 სასაზღვრო წარმომადგენლები თავიანთი სახელმწიფო კანონმდებლობის  შესაბამისად გაცვლიან ინფორმაციას: ა) სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების შესახებ; ბ) იმ პირთა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საზღვარზე არალეგალურ მიგრაციასთან, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევასთან და სხვა სამართალდარღვევებთან; გ) სახელმწიფო საზღვრის ახლოს ადამიანთა და ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებების გაჩენის, აგრეთვე კარანტინს დაქვემდებარებული და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ; დ) იმ სავარაუდო ქმედებების (საფრთხეების) თაობაზე, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს  მეორე მხარის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ინტერესებს, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილებისათვის მიღებული ზომების შესახებ; ე)  სხვა საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს სახელმწიფო საზღვრის  რეჟიმის  დაცვაზე. მუხლი 15🔗 სასაზღვრო ინციდენტების მოწესრიგების, ასევე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის სხვადასხვაგვარი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით სასაზღვრო წარმომადგენლები შესაბამისი სამსახურების მეშვეობით ატარებენ ერთობლივ გამოძიებებს  შემდეგ შემთხვევებში: 1. ერთი სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვრის მხრიდან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით ან პირთა მიმართ ცეცხლის გახსნის, მათ შორის ისეთი შემთხვევები, რომლებსაც მოჰყვა ადამიანთა სიკვდილი ან ჭრილობების მიყენება, ქონების დაზიანება და სხვა მძიმე შედეგები; 2. პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა; 3. მცურავი  საშუალებებითა და საფრენი  აპარატებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევა; 4. სახელმწიფო საზღვრის გავლით საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის  მცდელობა; 5. მხარეთა სასაზღვრო უწყებების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  სახელმწიფო საზღვარზე უნებლიე გადასვლა; 6. იმ მცურავი საშუალებების, თევზსაჭერი მოწყობილობისა და სხვა ქონების აღმოჩენა, რომლებიც მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან სხვა გარემოებების შედეგად აღმოჩნდნენ; 7. სასაზღვრო ნიშნების ან სხვა სასაზღვრო ნაგებობების გადაადგილება, დაზიანება და განადგურება (მათ შორის მდინარეებსა და  წყალსატევებზე); 8. სახელმწიფო საზღვარზე შინაურ ცხოველთა გადასვლა; 9.  სახელმწიფო საზღვარზე ხანძრის გავრცელება; 10. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის სხვა დარღვევები, რომლებიც მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს ეხება, მაგრამ არ საჭიროებს საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას. მუხლი 16🔗 წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლში მითითებული ინციდენტების  გამორკვევა ხდება სასაზღვრო წარმომადგენლების მიერ დადგენილი წესით. სასაზღვრო ინციდენტების ერთობლივი გამოძიება ხორციელდება სასაზღვრო წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით და იმ მხარის სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის  ტერიტორიაზეც მოხდა სასაზღვრო ინციდენტი. სასაზღვრო ინციდენტების ერთობლივი გამოძიების  შედეგების შესახებ დგება აქტი,  საჭიროების  შემთხვევაში  კი – სხვა დოკუმენტებიც.  წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სასაზღვრო წარმომადგენლები  წყვეტენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხვედრილი  ქონების  დაბრუნების  საკითხებს. სასაზღვრო ინციდენტები, რომელთა მოსაგვარებლად სასაზღვრო წარმომადგენლებმა  ვერ  მიაღწიეს  შეთანხმებას,  წყდება  დიპლომატიური  გზით. მუხლი 17🔗 სასაზღვრო წარმომადგენელების სამოქმედო მონაკვეთების შესახებ ოქმი (დანართი №1), აგრეთვე დანართები 2-5 ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.        მუხლი  18🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელი ნაწილს, გაფორმდება ცალკე ოქმებით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 21-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, გარდა მხარეთა მიერ ამ შეთანხმების №1 დანართში შეტანილი ცვლილებებისა. მუხლი  19🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკების გზით. მუხლი  20🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ეხება მხარეთა იმ მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს, რომელთა მონაწილენიც არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო. მუხლი  21🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და მოქმედებს  სახელმწიფო საზღვრისა და მისი რეჟიმის შესახებ აზერბაიჯანი-საქართველოს შეთანხმების ძალაში შესვლამდე, თუ ერთ-ერთი მხარე არაუგვიანეს ექვსი თვისა არ შეატყობინებს წერილობით მეორე მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ. ხელმოწერილია 2018 წლის  11 ივნისს, ქ. ბაქოში, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულб აზერბაიჯანულ  და რუსულ ენებზე,  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების  დებულებების ინტერპრეტაციისას განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) დანართი  №1 აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას  შორის  სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ  შეთანხმების   ოქმი სასაზღვრო წარმომადგენლების სამოქმედო მონაკვეთების შესახებ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: სასაზღვრო წარმომადგენლების სამოქმედო მონაკვეთებია: საქართველოს მხრიდან: საქართველო-აზერბაიჯანის  მონაკვეთზე სასაზღვრო წარმომადგენლისათვის (ადგილსამყოფელი – მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირაჩ-მუღანლო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელი რაჭისუბანი) – საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების შეპირაპირების წერტილიდან, რომელიც ბაბაქარის მთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის საზღვრების შეპირაპირების წერტილამდე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან: ზაქათალას მონაკვეთზე სასაზღვრო წარმომადგენლისათვის (ადგილსამყოფელი – ქ. ზაქათალა) – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვრების შეპირაპირების წერტილიდან სამუხის რაიონის ტერიტორიამდე, რომელსაც მდინარე ალაზანი კვეთს. ყაზახის მონაკვეთზე სასაზღვრო წარმომადგენლისათვის (ადგილსამყოფელი – შამქირის რაიონის დაბა დალარი) – სამუხის რაიონის ტერიტორიიდან, რომელსაც მდინარე ალაზანი კვეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების შეპირაპირების წერტილამდე ბაბაქარის მთის მწვერვალამდე. შესრულებულია 2018  წლის 11 ივნისს,   ქ. ბაქოში,  თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთანავე ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.     აზერბაიჯანის რესპუბლიკის                           საქართველოს მთავრობის სახელით                                       მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                                            (ხელმოწერილია) დანართი №2 საქართველოს  მთავრობასა და აზერბაიჯანის  რესპუბლიკის  მთავრობასა   შორის  სასაზღვრო წარმომადგენლების / სასაზღვრო  კომისრების საქმიანობის  შესახებ  შეთანხმების  სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრებისა და მათი მოადგილეების უფლებამოსილებანი ყდა –  სახელმწიფო გერბი და სახელმწიფოს დასახელება გვერდი 1 – უფლებამოსილება გვერდი 2 –  გვერდი 3 – ფოტო, ბეჭედი, ხელმოწერა გვერდი 4 – „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას  შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ“  201_  წ.  „__„      შეთანხმების საფუძველზე ---------------------------------------------------------------------------------------------------------                                                         (გვარი, სახელი, მამის სახელი) დანიშნულია სასაზღვრო წარმომადგენლად/სასაზღვრო კომისრად, სასაზღვრო წარმომადგენლის/ სასაზღვრო კომისრის მოადგილედ, თანაშემწედ --------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელმწიფოს დასახელება)                          (მონაკვეთის დასახელება) საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე და უფლებამოსილია იმ მოვალეობების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია ზემოხსენებული შეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით აქვს უფლება გადაკვეთოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს ________________________      ტერიტორიაზე (სახელმწიფოს დასახელება)  --------------------------------------------------------------------------------------------------------- (იმ პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, რომელიც გასცემს უფლებამოსილებას) --------------------------------------------------------------------------------------------------------- (გვარი, ხელმოწერა) ბეჭდის ადგილი ქ.________________ 201_  წ.   „_ " გვერდი 5      მე-4 გვერდის ტექსტი __________________   ენაზე გვერდი 6  – მომიჯნავე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლის / სასაზღვრო                              კომისრის ბეჭდისა და ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი                       (სახელმწიფოს დასახელება) გვერდი 7 – გვერდი 8 – დანართი №3 საქართველოს  მთავრობასა და აზერბაიჯანის  რესპუბლიკის  მთავრობასა   შორის  სასაზღვრო წარმომადგენლების/ სასაზღვრო  კომისრების საქმიანობის შესახებ შეთანხმების  სასაზღვრო წარმომადგენლის/სასაზღვრო კომისრის თანაშემწის უფლებამოსილება ყდა – სახელმწიფო გერბი და სახელმწიფოს დასახელება გვერდი 1 – უფლებამოსილება გვერდი 2 –    გვერდი 3 – ფოტო, ბეჭედი, ხელმოწერა გვერდი 4 – „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას  შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ“ 201__  წ.  „__"         შეთანხმების  საფუძველზე _______________________________________________________________________________ (გვარი, სახელი, მამის სახელი) დაინიშნა სასაზღვრო წარმომადგენლის/სასაზღვრო კომისრის თანაშემწედ --------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელმწიფოს დასახელება)                               (მონაკვეთის დასახელება) საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე და უფლებამოსილია იმ მოვალეობების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია  ზემოხსენებული შეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით აქვს უფლება გადაკვეთოს აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს _________________________________________  ტერიტორიაზე.                                                                         (სახელმწიფოს დასახელება)   _____________________________________________________________________________ (იმ პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, რომელიც გასცემს უფლებამოსილებას)                           --------------------------------------------------------------------------                                                (სახელმწიფოს დასახელება)               ______________________________________________________________________                                                       (გვარი, ხელმოწერა) ბეჭდის ადგილი წ.________________ ____________________________201_წ. გვერდი 5 –               მე-4 გვერდის ტექსტი ___________________ენაზე გვერდი 6 –            მომიჯნავე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლის/სასაზღვრო     კომისრის ბეჭდისა და ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი                                       (სახელმწიფოს დასახელება) გვერდი 7  – გვერდი  8 –  დანართი №4 საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/ სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ შეთანხმების სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების მდივნების/თარჯიმნების/ექსპერტების მოწმობა ყდა – სახელმწიფო გერბი და სახელმწიფოს დასახელება გვერდი 1 – უფლებამოსილება გვერდი 2 –  გვერდი 3 – ფოტო, ბეჭედი, ხელმოწერა გვერდი 4 – „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ“  201__  წ.  „__"        შეთანხმების საფუძველზე _______________________________________________________________________ (გვარი, სახელი, მამის სახელი) არის _________________________________________________________________ (თანამდებობა) სასაზღვრო წარმომადგენლის/ სასაზღვრო კომისრის _____________________________                                              ______________________ (სახელმწიფოს დასახელება)                                                    (მონაკვეთის დასახელება)           საქართველოს-აზერბაიჯანი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის  მონაკვეთზე და აქვს უფლება, გადაკვეთოს საქართველოს-აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს  _________________________________ ტერიტორიაზე.       (სახელმწიფოს დასახელება )  ________________________________________________________________________               (იმ პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, რომელიც გასცემს უფლებამოსილებას) ______________________________________________ (სახელმწიფოს დასახელება ) __________________________________________________________________________ (გვარი, ხელმოწერა) ბეჭდის ადგილი ქ.______________ 201__  წ.   “__ „ გვერდი 5   –       მე-4 გვერდის ტექსტი ____________   ენაზე გვერდი 6  –      მომიჯნავე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის ბეჭდისა და ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი (სახელმწიფოს დასახელება) გვერდი 7 – გვერდი 8 –  დანართი №5 საქართველოს  მთავრობასა და აზერბაიჯანის  რესპუბლიკის  მთავრობას   შორის  სასაზღვრო წარმომადგენლების / სასაზღვრო  კომისრების საქმიანობის შესახებ შეთანხმების სახელმწიფო საზღვარზე ორივე მხარეს ერთჯერადი გადასვლის მოწმობა გვერდი 1 - საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე                     ერთჯერადი გადასვლის მოწმობა გვერდი 2 - „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას  შორის სასაზღვრო წარმომადგენლების/სასაზღვრო კომისრების საქმიანობის შესახებ“ 201_ წ.  „___" შეთანხმების საფუძველზე ________________________________________________________________________ (გვარი, სახელი, მამის სახელი) უფლება აქვს გადაკვეთოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ორივე მხარეს _______________________________მონაკვეთზე  და იმყოფებოდეს  (მონაკვეთის დასახელება) _________________________________ ტერიტორიაზე. (სახელმწიფოს დასახელება) ძალაშია მფლობელის პირადობის მოწმობის წარდგენისას ძალაშია 201___   წ. „__ "  დან 201__   წ. „__"  მდე. __________________________________________________________________________ (იმ პასუხისმგებელი პირის თანამდებობა, რომელიც გასცემს უფლებამოსილებას) _________________________________________________________________________ (სახელმწიფოს დასახელება) ____________________________________________________             (გვარი, ხელმოწერა) ბეჭდის ადგილი ქ.______________                   201__  წ.   „__ " გვერდი 3  –   მე-2 გვერდის ტექსტი ____________   ენაზე გვერდი 4  – მომიჯნავე სახელმწიფოს სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის ბეჭდისა და ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი (სახელმწიფოს დასახელება)