სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-201/ო
2019 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
1. გაიცეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე“ (ს/კ 204864548, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ.№9) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, აუტოფსიური საქმიანობა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნ. ოვსიანიკოვას განცხადება: №49760 08.04.2019წ. და სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას განცხადება №52457 12.04.2019წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ 427-64, 15.05.2019წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №17 23.05.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი