ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის თამარ დეკანოსიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის ექიმის, საზოგადო მოღვაწის თენგიზ გაზდელიანის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი ბაქრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიგა მანჯავიძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, გია გულუას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის რევმატოლოგის, აკადემიკოს ვლადიმერ წითლანაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ეგნატე ფიფიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №162
2019 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ვაკის რაიონში, ვაჟა-გშაველას გამზირთან არსებულ უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება; ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
.