ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ირინა შტენბერგის ქუჩისთვის სავანეს სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2019
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში არჯევან ანანიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ირინა შტენბერგის ქუჩისთვის სავანეს სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №163
2019 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ირინა შტენბერგის ქუჩისთვის სავანეს სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ირინა შტენბერგის ქუჩას მიენიჭოს სავანეს სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე