ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის, სამი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
განკარგულება № 168
2019 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის, სამი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს (მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად), მასთან არსებულ ოთხ შესახვევს, სამ ჩიხს და ერთ გასასვლელს მიენიჭოს მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე