შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე -არჩილ ურჯუმელაშვილი, თეიმურაზ ურჯუმელაშვილი, რუიზან ურჯუმელაშვილი N457)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

 საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 457

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“  ს/კ 404483536 დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23 ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე:

1. არჩილ ურჯუმელაშვილი

2. თეიმურაზ ურჯუმელაშვილი

3. რუიზან ურჯუმელაშვილი, პირადი №1. 59001021410 2. 59001091961 3. 59001090658

მოვალე (მსესხებელი): კახაბერ ლომიძე, პირადი №57001046839

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231815963 , თარიღი 30/09/2017

ვალდებულების წარმოშობა: უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება:

1) 30.09.2017 წლის N0043.1962580.001 საკრედიტო პროდ. მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

2) 17.10.2018 წლის N1962580-10126967 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

3) 30.09.2017 წლის №1962580-9215380 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

4) 30.09.2017 წლის N1962580-9215275 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

5) 30.09.2017 წლის N1962580-9215204 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი გორი, სოფელი ვარიანი, საკადასტრო კოდი: 66.43.07.039

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში:17.10.2018 წლის N1962580-10126967 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კახაბერ ლომიძის (პ/ნ 57001046839) დავალიანება სს „თიბისი ბანკის“ მიმართ შეადგენს 37141,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 34495,52 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 2049,87 ლარს, ხოლო ჯარიმა 596,11 ლარია.30.09.2017 წლის N1962580-9215380 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კახაბერ ლომიძის (პ/ნ 57001046839) დავალიანება სს თიბისი ბანკის მიმართ შეადგენს 82791,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 61572 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 9486,57 ლარს, ხოლო ჯარიმა 11733,36 ლარია.30.09.2017 წლის N1962580-9215275 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კახაბერ ლომიძის (პ/ნ 57001046839) დავალიანება სს თიბისი ბანკის მიმართ შეადგენს 37178,81 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 34209,49 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1468,42 ლარს, ხოლო ჯარიმა 1500,90 ლარია.

აუქციონის ჩატარების დრო: 06/06/2019 16:00 საათიდან 10/06/2019 12:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 0.00 აშშ დოლარი და 194309.66 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება მდებარე რაიონი გორი, სოფელი ვარიანი, 1701 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N01 შენობა საცხოვრებელი საერთო ფართი 187,10 კვ.მ. განაშენიანების ფართი 132 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 66.43.07.039

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონებისმესაკუთრეს;

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით;

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536

დირექტორი ნინო არაბიძე.