ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2019
ძალის დაკარგვა 01.02.2024
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (45)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.02.2024
დოკუმენტის ტექსტი
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №111
2019 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 91 და 56-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის
სერტიფიცირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესი (შემდგომ – წესი) არეგულირებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის (პილოტი, პილოტ-კურსანტი და ინსტრუქტორი) მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების, შეჩერების, აღდგენის და აღიარების საკითხებს.
2. წესის მოქმედება ვრცელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზე.
3. წინამდებარე წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზემსუბუქი საფრენი აპარატის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზე, რომლის ფრენა შეუძლებელია ადამიანის მასის და ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე და არ რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.
მუხლი 2🔗.
ტერმინები და შემოკლებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღიარება – ქმედება, რის შედეგადაც სახელმწიფო, უფლებამოსილი ორგანოს სახით, უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარის თანაბარღირებულად აღიარებს;
ბ) ბუქსირება – საბუქსირე ძელით აღჭურვილი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით პლანერის ბუქსირება;
გ) დამოუკიდებელი ფრენა – ფრენა, რომლის განმავლობაშიც პილოტ-კურსანტი მარტო იმყოფება ზსხ-ზე;
დ) ზსხ-ის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა (შემდგომში – ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა) – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციის განხორციელების უფლების მქონე მოწმობის მფლობელი პირი;
ე) ზემსუბუქი საფრენი აპარატი – საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავას გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით 115 კგ-ს, ხოლო საწვავის ავზის მაქსიმალური მოცულობა არ აღემატება 20 ლიტრს;
ვ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ზსხ) – საჰაერო ხომალდი არაუმეტეს 2 სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას;
ზ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი მბრუნავი ფრთით (მბრუნავფრთიანი ზსხ) – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომლის მზიდი ხრახნი აეროდინამიკული ძალის ზემოქმედების შედეგად ბრუნავს ძრავასგან დამოუკიდებლად;
თ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას მის მართვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი;
ი) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი მოქნილი ფრთით (მოქნილფრთიანი ზსხ) – ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომლის მართვა შესაძლებელია გრძივი და განივი ღერძების მიმართ სიმძიმის ცენტრის ცვლილების საშუალებით;
კ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი მოძრავი ფრთით (მოძრავფრთიანი ზსხ) – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი, რომელიც სივრცეში ჰორიზონტალურ მდებარეობას ინარჩუნებს ვერტიკალურ ღერძზე დამაგრებული ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის საშუალებით;
ლ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი უძრავი ფრთით (უძრავფრთიანი ზსხ) – ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი, ჰაერზე უფრო მძიმე ზსხ, გარდა პლანერისა, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის საშუალებით იქმნება და გაზომვადი უმართავი ვარდნის დამყარებული (Steady) მინიმალური სიჩქარე (დაფრენის კონფიგურაციაში) არ აღემატება 45 კვანძს (CAS);
მ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კატეგორიები – ზსხ უძრავი ფრთით (თვითმფრინავი), ზსხ მოძრავი ფრთით (შვეულმფრენი), ზსხ მბრუნავი ფრთით (გიროპლანი), ზსხ მოქნილი ფრთით (მოტოდელტაპლანი);
ნ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ფრენის საერთო დრო – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ გაჩერებამდე, ხოლო მბრუნავფრთიანი ზსხ-ის შემთხვევაში მზიდი ხრახნის მოძრაობის დაწყებიდან მის სრულ გაჩერებამდე;
ო) ზსხ-ის ინსტრუქტორის მოწმობა (შემდგომში – ინსტრუქტორის მოწმობა) – ზსხ-ის შესაბამისი კატეგორის კლასზე ან ტიპზე საფრენოსნო წვრთნის ან ფრენის შემოწმების განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა;
პ) ინსტრუქტორის სემინარი – სასწავლო სემინარი, რომელიც შეიცავს თეორიულ სწავლებებს ინსტრუქტორებისთვის და ხორციელდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში;
ჟ) კვალიფიკაცია – პირის პროფესიული მომზადების ხარისხი და ცოდნის დონე შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის განხორციელებისას;
რ) მარშრუტის სექტორი – ფრენის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს აფრენას, სიმაღლის აღებას, ჰორიზონტალურ ფრენას (არანაკლებ 15 წუთი), მოფრენას, დასაფრენად შესვლას და დაფრენას;
ს) მარშრუტზე ფრენა – აფრენისა და დაფრენის პუნქტებს შორის განხორციელებული ფრენა წინასწარ დაგეგმილი მარშრუტითა და სტანდარტული სანაოსნო პროცედურების გამოყენებით;
ტ) მგზავრი – პირი, რომელიც მონაწილეობს ფრენაში ზსხ-ის პილოტის ან ოპერატორის თანხმობით, გარდა ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობისა;
უ) ოპერატორი – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციას;
ფ) ოსტატობის აღნიშვნა – ჩანაწერი მოწმობაში, რომლითაც განსაზღვრულია ამ დოკუმენტით მინიჭებული უფლებები, პირობები და შეზღუდვები;
ქ) პარაშუტისტის ჩამოგდება – ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია, რომლის დროსაც ზემსუბუქი საჰაერო ხომალდიდან ხორციელდება პარაშუტით აღჭურვილი პირის საჰაერო ხომალდიდან ჩამოყრა;
ღ) პილოტ-კურსანტი – პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად გადის სწავლებას სასწავლო დაწესებულებაში;
ყ) პილოტის ეროვნული მოწმობა (შემდგომში – პილოტის მოწმობა) – საქართველოს საჰაერო სივრცეში ზსხ-ის ექსპლუატაციის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სააგენტოს მიერ გაცემულია ამ წესის შესაბამისად;
შ) საკვალიფიკაციო შემოწმება (Proficiency Check) – უნარების შემოწმება ოსტატობის ვადის გაგრძელების ან განახლების შემთხვევაში, მათ შორის ზეპირი გამოცდა, თუ არსებობს ამის საჭიროება;
ჩ) სასწავლო დაწესებულება (სდ) – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ზსხ-ის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის პროფესიულ მომზადებას;
ც) საფრენოსნო წვრთნა – ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის საფრენოსნო სამუშაოს უნარ-ჩვევების შესაძენად ან აღსადგენად ჩატარებული სწავლების პროცესი;
ძ) ზსხ-ს განსხვავებული სახეობა – ერთ კლასს მიკუთვნებული ზსხ ან ზსხ-ის დაჯგუფება, რომელსაც გააჩნია სხვაობები (Differences) იმ ზსხ-თან მიმართებით, რომლის ოსტატობასაც ფლობს პირი და საჭიროებს სხვაობათა სწავლებას;
ჭ) უნარების შემოწმება (Skill test) – მოწმობის ან ოსტატობის გასაცემად უნარების შემოწმება, მათ შორის, ზეპირი გამოცდა, თუ არსებობს ამის საჭიროება;
ხ) ზსხ-ის ფრენის ინსტრუქტორი (შემდგომში – ინსტრუქტორი) – პირი, რომელსაც გააჩნია ინსტრუქტორის მოწმობა და დანიშნულია სდ-ის ან ზსხ-ის ოპერატორის მიერ საფრენოსნო წვრთნის ჩასატარებლად;
ჯ) ფრენის შემმოწმებელი (შემდგომში – შემმოწმებელი) – პირი, რომელიც ფლობს ფრენის ინსტრუქტორის მოწმობას და დანიშნულია სდ-ის ან ზსხ-ის ოპერატორის მიერ უნარების, საკვალიფიკაციო შემოწმების ან კომპეტენციის შეფასების მიზნით;
ჰ) ცოდნის განახლება (Refresher training) – სპეციალური მომზადების კურსი, რომელიც მოიცავს თეორიულ და საფრენოსნო წვრთნას შესაბამისი კლასის ან ტიპის ოსტატობის გაგრძელების ან განახლების მიზნით;
2. ამ წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ვმპ: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები;
ბ) ვფწ: ვიზუალური ფრენის წესი;
გ) ზსხ – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
დ) სდ – სასწავლო დაწესებულება;
ე) სეს – საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;
ვ) სმმ – საჰაერო მოძრაობის მართვა;
ზ) AS – ჰაერიდან შეწამვლის ოსტატობა;
თ) AT – პლანერის ბუქსირების ოსტატობა;
ი) CAS – შესწორებული საჰაერო სიჩქარე;
კ) FI – ფრენის ინსტრუქტორი;
ლ) ICAO – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;
მ) NCPC – ანაზღაურების გარეშე მგზავრის გადაყვანა;
ნ) NPL – პილოტის მოწმობა;
ო) PC – ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრის გადაყვანა;
პ) PIC – საჰაერო ხომალდის მეთაური;
ჟ) ULA – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
რ) ULA (F) – უძრავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
ს) ULA (H) – მოძრავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
ტ) ULA (M) – მოქნილფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
უ) ULA (R) – მბრუნავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;
მუხლი 3🔗.
მოწმობის მფლობელის ზოგადი ვალდებულებები
პირი, რომელიც ახორციელებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციას, ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) ფლობდეს შესაბამის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ) გააჩნდეს ამ წესის შესაბამისად გაცემული ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის განხორციელების ან ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი მოქმედი მოწმობა;
დ) დამოუკიდებლად განხორციელებულ ყველა ფრენაზე ფლობდეს პილოტ-კურსანტის მოწმობას, თუ პირი გადის შესაბამის თეორიულ და საფრენოსნო მომზადებას სასწავლო დაწესებულებაში;
ე) პირადად აწარმოოს საფრენოსნო დროის აღრიცხვა პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, სადაც მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, ზსხ-ის სარეგისტრაციო ნიშანი, ფრენის სახეობა (სასწავლო, შემოწმება და სხვა), ფრენის თარიღი, გაფრენისა და მოფრენის დრო,
აეროდრომი/ ადგილი.
თავი II
მოწმობის გაცემა, ვადის გაგრძელება, შეჩერება, გაუქმება, აღიარება და ჩანაცვლება, დუბლიკატის გაცემა
მუხლი 4🔗.
სააგენტოს კომპეტენცია
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტო, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს მოწმობის გაცემას, გაუქმებას, აღდგენას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, განახლებას, მოქმედების ვადის შეჩერებას, მოწმობაში ოსტატობის მინიჭებას, მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, ასევე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობის აღიარებას.
3. მოწმობის გაცემა, მოწმობაში (გარდა აღიარების მოწმობისა) ოსტატობის მინიჭება, შესაბამისი ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება განმცხადებლის მიერ სააგენტოსათვის ამ წესით დადგენილი განცხადებისა და დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.
4. მოწმობა გაიცემა ამ წესით დადგენილი ფორმის (დანართი №23, №24, №25 და №26) შესაბამისად.
5. საფრენოსნო შემადგენლობის მოწმობების, ოსტატობების აღრიცხვას და მონაცემთა ბაზას სააგენტო აწარმოებს ელექტრონულად.
6. თუ მოწმობა გაცემულია უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ, სააგენტო აღნიშნულ მოწმობას ჩაანაცვლებს ეროვნულით (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში) ან აღიარებს მას (უცხო ქვეყნის შემთხვევაში).
7. მოწმობას ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
8. სააგენტო უარს ამბობს უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობის ჩანაცვლებაზე ან აღიარებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მოწმობის ჩანაცვლების ან აღიარების ადმინისტრაციული წარმოების ვადაში უცხო ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ არ დადასტურდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის პირობა;
ბ) თუ შესაბამისი დოკუმენტის გამცემი ქვეყანა არ არის ICAO-ის წევრი.
9. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.
შენიშვნა: დუბლიკატის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს წარედგინება დოკუმენტაცია დანართი №9-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
მოწმობის გაცემა და ოსტატობის მინიჭება
1. მოწმობის გაცემის, მოწმობაში ოსტატობის მისანიჭებლად პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პილოტის მოწმობის გასაცემად დანართი №2-ის შესაბამისად;
ბ) პილოტის მოწმობაში ზსხ-ის განსხვავებულ კატეგორიაზე ოსტატობის მისანიჭებლად დანართი №6-ის შესაბამისად;
გ) პილოტის მოწმობაში ზსხ-ის განსხვავებული კლასის ოსტატობის მისანიჭებლად დანართი №7-ის შესაბამისად;
დ) ინსტრუქტორის მოწმობის გასაცემად დანართი №3-ის შესაბამისად;
ე) შესაბამისი საფრენოსნო ოსტატობის გასაცემად დანართი №8-ის შესაბამისად;
ვ) მოყვარული (PPL), კომერციული (CPL) და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოწმობის ან სახელმწიფო ავიაციის პილოტის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე ზსხ-ის პილოტის მოწმობის გასაცემად დანართი №5-ის შესაბამისად.
2. პილოტის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც შეუსრულდა 17 წელი, ხოლო ინსტრუქტორის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
3. თუ პირი ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოყვარული პილოტის (PPL), კომერციული პილოტის (CPL), ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) ან არის სახელმწიფო ავიაციის პილოტი, ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტს სურს მიიღოს ზსხ-ის შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობა, შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე ინსტრუქტორთან გავლილი უნდა ჰქონდეს სხვაობათა სწავლება (საჭიროების შემთხვევაში);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტს სურს მიიღოს მბრუნავფრთიანი ან მოქნილფრთიანი ზსხ-ის პილოტის მოწმობა, პირს სდ-ში გავლილი უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) თეორიული მომზადება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის სპეციფიკურ საგნებში;
ბ.ბ) საფრენოსნო მომზადება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის სავალდებულო საფრენოსნო წვრთნის საერთო მოცულობის 50%-ის ოდენობით;
ბ.გ) სდ-ის შემმოწმებელთან უნდა ჩააბაროს უნარების შემოწმება, რომლის განმავლობაში ნაფრენი დრო ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ.ბ’’ ქვეპუნქტის პირობის შესასრულებად.
4. თუ სახელმწიფო ავიაციის პილოტს არ აქვს შესრულებული სამხედრო საფრენოსნო მომზადების შესაბამისი პროგრამა და სურს მიიღოს ზსხ-ის შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობა, შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე ინსტრუქტორთან გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება;
5. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ავიაციის პილოტს არ აქვს შესრულებული სამხედრო საფრენოსნო მომზადების შესაბამისი პროგრამა და სურს მიიღოს მბრუნავფრთიანი ან მოქნილფრთიანი ზსხ-ის პილოტის მოწმობა, პირს სდ-ში გავლილი უნდა ჰქონდეს:
ა) თეორიული მომზადება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის სპეციფიკურ საგნებში;
ბ) საფრენოსნო მომზადება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის სავალდებულო საფრენოსნო წვრთნის საერთო მოცულობის 50%-ის ოდენობით;
გ) სდ-ის შემმოწმებელთან უნდა ჩააბაროს უნარების შემოწმება, რომლის განმავლობაში ნაფრენი დრო ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის პირობის შესასრულებად.
6. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატის და ავიასამედიცინო ცენტრის ან ექსპერტის მიერ გაცემული სამედიცინო სერტიფიკატის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს მოქალაქეზე მოწმობა გაიცემა, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის პროგრამის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის და ავიასამედიცინო ცენტრის ან ექსპერტის მიერ გაცემული სამედიცინო სერტიფიკატის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
მოწმობის ჩანაცვლება და აღიარება
1. უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მოწმობა ჩანაცვლდება ეროვნულით ან/და აღიარებული იქნება სააგენტოს მიერ, თუ:
ა) პირი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ოპერატორთან (სააგენტოს განცხადებით მიმართავს ოპერატორი) ან პირის მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფო დაადასტურებს შესაბამისი დოკუმენტის ნამდვილობას;
გ) პირი ფლობს რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) თუ ფრენა ხორციელდება კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, პირს ჩაბარებული აქვს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდა (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით). ინგლისური ენის გამოცდა არ მოეთხოვება პირს, თუ:
დ.ა) ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ პილოტის მოწმობას და აქვს ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონე (იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით);
დ.ბ) ინგლისური ენა არის მშობლიური ენა;
დ.გ) ფრენა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ საჰაერო ზონაში.
2. უცხო სახელმწიფოს მოწმობის ეროვნულით ჩანაცვლების ან აღიარების მოწმობის გასაცემად, სააგენტოს განაცხადი წარედგინება ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მოწმობის მოქმედების ვადა, ვადის გაგრძელება და განახლება
1. მოწმობის/ოსტატობის მოქმედების ვადებია:
ა) პილოტის მოწმობა გაიცემა უვადოდ;
ბ) ინსტრუქტორის მოწმობა გაიცემა 36 თვის ვადით;
გ) აღიარების მოწმობა გაიცემა 12 თვის ვადით;
დ) ოსტატობა, გარდა მოძრავფრთიანი ზსხ-ის ტიპის ოსტატობისა, გაიცემა 24 თვის ვადით, ხოლო მოძრავფრთიანი ზსხ-ის ტიპის ოსტატობა გაიცემა 12 თვის ვადით;
2. უძრავფრთიანი ზსხ-ის შესაბამისი კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება; ან
შენიშვნა: თუ საკვალიფიკაციო შემოწმება განხორციელდება შესაბამისი კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღის განმავლობაში, ოსტატობის მოქმედების ვადა გაგრძელდება მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან 24 თვით, ხოლო სხვა შემთხვევაში საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარების თარიღიდან შემდეგი 24 თვით;
ბ) შესაბამისი ოსტატობის მოქმედების ვადის გასვლამდე 12 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს:
ბ.ა) ჯამში არანაკლებ 12 საათი ფრენა, მათ შორის 6 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
ბ.ბ) 12 აფრენა და დაფრენა; და
ბ.გ) ინსტრუქტორთან ერთად არანაკლებ 1-საათიანი ფრენა ცოდნის განახლების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს ნებისმიერი სხვა კლასის უძრავფრთიან ზსხ-ზე აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო შემოწმება, უნარების შემოწმება ან კომპეტენციის შეფასება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს უძრავფრთიანი ზსხ-ის ხმელეთის (Land) და წყლის (Sea) კლასის ოსტატობებს, აღნიშნული ოსტატობების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლოა განხორციელდეს ერთდროულად და შემდეგი პირობით:
გ.ა) ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 12 თვის განმავლობაში თითოეული კლასისთვის:
გ.ა.ა) ზსხ-ის მეთაურის რანგში ნაფრენი აქვს არანაკლებ 1 საათი;
გ.ა.ბ) შესრულებული აქვს 6 აფრენა და დაფრენა;
დ) პირი, რომელიც შესაბამისი კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის პერიოდში ვერ ჩააბარებს საკვალიფიკაციო შემოწმებას, იგი ვერ ისარგებლებს აღნიშნული ოსტატობით მინიჭებული უფლებით საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარებამდე.
3. უძრავფრთიანი ზსხ-ის კლასის ოსტატობის განახლება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირს ოსტატობის ვადის განახლების შესახებ სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს 90 დღის პერიოდში შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
ბ) საკვალიფიკაციო შემოწმების განხორციელებამდე სდ-ში გავლილი აქვს ცოდნის განახლება, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საჭიროა ზსხ-ის შესაბამისი კლასის ექსპლუატაციის უსაფრთხოდ განხორციელების საჭირო კვალიფიკაციის მისაღწევად;
ბ.ა) შესაბამისი ოსტატობის განახლებისათვის საფრენოსნო წვრთნის საჭირო ოდენობის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს:
ბ.ა.ა) პირის საფრენოსნო გამოცდილება;
ბ.ა.ბ) საფრენოსნო წვრთნისა და საფრენოსნო შემოწმებისათვის განკუთვნილი ზსხ-ის კომპლექსურობა;
ბ.ბ) სდ-ში საფრენოსნო წვრთნის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პირობებით:
ბ.ბ.ა) ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასულია არაუმეტეს 90 დღე: პირი ახორციელებს საკვალიფიკაციო შემოწმებას სდ-ის შემმოწმებელთან;
ბ.ბ.ბ) ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასულია გასულია 90 დღე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვე, პირი სდ-ში საკვალიფიკაციო შემოწმებამდე გადის სულ მცირე ორ საფრენოსნო წვრთნის კურსს;
ბ.ბ.გ) ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასულია არანაკლებ 12 თვე და არაუმეტეს 36 თვე: პირი სდ-ში საკვალიფიკაციო შემოწმებამდე გადის სულ მცირე სამ საფრენოსნო წვრთნის კურსს;
ბ.ბ.დ) ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასული ვადა აღემატება 36 თვეს: პირი გადის ზსხ-ის ოსტატობის პირველადი გაცემისას საჭირო ოდენობით სასწავლო კურსს, ხოლო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება სდ-ის მიერ ინდივიდუალურად;
ბ.გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში აღნიშნული საფრენოსნო წვრთნის დასრულების შემდგომ პირი დაიშვება საკვალიფიკაციო შემოწმებაზე;
4. მოძრავფრთიანი ზსხ-ის ტიპის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
ბ) ოსტატობის მოქმედების ვადის განმავლობაში ზსხ-ის შესაბამის ტიპზე მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი არანაკლებ 2 საათი;
შენიშნვნა: საკვალიფიკაციო შემოწმებისას ნაფრენი დრო საჭიროებისას ჩაითვლება აღნიშნული 2-საათიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
გ) თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ტიპის ოსტატობას, ერთი რომელიმე ტიპისთვის საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარების საფუძველზე, მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სხვა დანარჩენი შესაბამისი ტიპის ოსტატობების მოქმედების ვადა გააგრძელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ოსტატობის მოქმედების ვადის განმავლობაში მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი თითოეული ტიპის ოსტატობისათვის არანაკლებ 2 საათი;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის პირობით ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ყოველ მომდევნო ჯერზე უნდა განხორციელდეს წინასგან განსხვავებულ ტიპზე საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარებით.
ე) პირი, რომელიც ვერ ჩააბარებს საკვალიფიკაციო შემოწმებას, ვერ გამოიყენებს ზსხ-ის შესაბამისი ტიპის ოსტატობას საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარებამდე. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი ოსტატობის მოქმედების ვადა არ არის გასული, აგრეთვე თუ შესაბამისი ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. მოძრავფრთიანი ზსხ-ის ტიპის ოსტატობის განახლება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირს ოსტატობის ვადის განახლებამდე არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
ბ) საკვალიფიკაციო შემოწმების ჩატარებამდე სდ-ში გავლილი აქვს ცოდნის განახლება, რომლის დასრულების შემდეგ პირი დაიშვება საკვალიფიკაციო შემოწმებაზე.
6. მბრუნავფრთიანი ზსხ-ის შესაბამისი კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ოსტატობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად:
ა.ა) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება; ან
ა.ბ) ოსტატობის მოქმედების ვადის განმავლობაში პირს შესრულებული უნდა ჰქონდეს:
ა.ბ.ა) ჯამში არანაკლებ 12 საათი ფრენა, მათ შორის 6 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
ა.ბ.ბ) 12 აფრენა და დაფრენა და სდ-ის ინსტრუქტორთან ერთად არანაკლებ 1-საათიანი ფრენა ცოდნის განახლების მიზნით.
შენიშვნა 1: ფრენის შესახებ ჩანაწერი აისახება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ინსტრუქტორი.
შენიშვნა 2: თუ საკვალიფიკაციო შემოწმება ხორციელდება ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღის პერიოდში, ოსტატობის მოქმედების ვადა გაგრძელდება შემდგომი 12 თვის ვადით მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის მიხედვით;
ბ) სააგენტო ოსტატობას განაახლებს, თუ:
ბ.ა) პირს სდ-ში გავლილი აქვს ცოდნის განახლება;
ბ.ბ) შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
7. მოქნილფრთიანი ზსხ-ის შესაბამისი კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება ხორციელდება შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) საფრენოსნო გამოცდილებით კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება თუ:
ა.ა) პირს, ოსტატობის მოქმედების ვადის პერიოდში, 24 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 12 საათი ფრენა, სადაც სულ მცირე 6 საათი ნაფრენი აქვს ოსტატობის მოქმედების ვადის უკანასკნელი 12 თვის პერიოდში, ზემოაღნიშნული 12 საათიდან არანაკლებ 8 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
შენიშვნა: ზემოაღნიშნული 8 საათი ფრენა ზსხ-ის მეთაურის რანგში, შესაძლოა შესრულდეს ოსტატობის მოქმედების ვადის განმავლობაში.
ა.ბ) პირს, ოსტატობის მოქმედების ვადის პერიოდში, 24 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 12 აფრენა და დაფრენა;
ა.გ) ინსტრუქტორთან ერთად არანაკლებ 1-საათიანი ფრენა ცოდნის განახლების მიზნით;
შენიშვნა 1: მითითებული 1-საათიანი ფრენა არ გულისხმობს, რომ ფრენა უნდა იყოს ერთჯერადი და გაგრძელდეს არანაკლებ 1 საათს. ფრენა შესაძლოა განხორციელდეს დროის სხვადასხვა მოცულობით, იმავე კლასის ზსხ-ის სხვა სახეობაზე და სხვა ინსტრუქტორის თანხლებით.
შენიშვნა 2: ფრენის შესახებ ჩანაწერი აისახება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ინსტრუქტორი.
ბ) კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საფრენოსნო გამოცდილების გარეშე, თუ პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს მოქნილფრთიანი ზსხ-ის ხმელეთის (Land) და წყლის (Sea) კლასის ოსტატობებს, ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა.ა’’-,,ა.ბ’’ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფრენოსნო გამოცდილება, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თითოეული კლასის ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელებლად შემდეგი პირობებით:
გ.ა) პირს თითოეულ კლასზე ოსტატობის მოქმედების ვადის პერიოდში ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს შესრულებული არანაკლებ 1 საათი ფრენა;
გ.ბ) ინსტრუქტორთან ერთად არანაკლებ 1-საათიანი ფრენა ცოდნის განახლების მიზნით.
დ) კლასის ოსტატობის განახლება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნებით:
დ.ა) იმ შემთხვევაში, თუ ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასული პერიოდი არ აღემატება 5 წელს, საჭიროა:
დ.ა.ა) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
შენიშვნა: საკვალიფიკაციო შემოწმების შესახებ ჩანაწერი აისახება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ინსტრუქტორი.
დ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გასული პერიოდი აღემატება 5 წელს, საჭიროა:
დ.ბ.ა) პირს სდ-ში გავლილი ჰქონდეს ცოდნის განახლება;
დ.ბ.ბ) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო შემოწმება;
8. საფრენოსნო ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) საფრენოსნო ოსტატობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭიროა:
ა.ა) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო შემოწმება;
შენიშვნა: თუ საკვალიფიკაციო შემოწმება განხორციელდება შესაბამისი ოსტატობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღის განმავლობაში, ოსტატობის მოქმედების ვადა გაგრძელდება მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან 24 თვით, ხოლო სხვა შემთხვევაში საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარების თარიღიდან შემდეგი 24 თვით;
ა.ბ) პირი, რომელიც შესაბამისი საფრენოსნო ოსტატობის მოქმედების ვადის პერიოდში ვერ ჩააბარებს საკვალიფიკაციო შემოწმებას, იგი ვერ ისარგებლებს აღნიშნული ოსტატობით მინიჭებული უფლებით საკვალიფიკაციო შემოწმების ჩაბარებამდე.
ბ) შესაბამისი საფრენოსნო ოსტატობის განახლება ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ:
ბ.ა) საკვალიფიკაციო შემოწმების განხორციელებამდე სდ-ში გავლილი აქვს ცოდნის განახლება;
ბ.ბ) პირს შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო შემოწმება;
9. ინსტრუქტორის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება, თუ ერთდროულად სრულდება ქვემოთ მითითებული ქვეპუნქტებიდან არანაკლებ ორი ქვეპუნქტის მოთხოვნა:
ა) პირს ინსტრუქტორის მოწმობის მოქმედების ვადაში ზსხ-ის შესაბამის კატეგორიაზე ინსტრუქტორის რანგში აქვს ნაფრენი სულ მცირე 50 საათი;
ბ) მოწმობის მოქმედების ვადაში პირს სდ-ში გავლილი აქვს ინსტრუქტორის ცოდნის განახლების სემინარი;
გ) დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 12 თვის პერიოდში პირს სდ-ში გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება;
შენიშვნა: ინსტრუქტორის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მონაცვლეობით ყოველი მომდევნო გაგრძელებისას კომპეტენციის შეფასების გავლით.
10. თუ ინსტრუქტორი ვერ ჩააბარებს კომპეტენციის შეფასებას ზსხ-ის შესაბამის კატეგორიაზე ინსტრუქტორის მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში, იგი ვერ ისარგებლებს ზსხ-ს შესაბამის კატეგორიაზე მოწმობით მინიჭებული უფლებით.
11. ინსტრუქტორის მოწმობის განახლება ხორციელდება იმ პირობით თუ პირს განახლებამდე 12 თვის პერიოდში პირი ვალდებულია გავლილი აქვს:
ა) ინსტრუქტორის ცოდნის განახლების სემინარი;
ბ) კომპეტენციის შეფასება;
შენიშვნა 2: ინსტრუქტორის სემინარის თეორიული მომზადების საკითხები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №21-ის შესაბამისად.
12. პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს პილოტის მოწმობაში აღნიშნული ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით საჭირო დოკუმენტაცია
დანართი №10-ის შესაბამისად.
13. ინსტრუქტორის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლებისათვის პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია დანართი №11-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ეკიპაჟის საფრენად დაშვება
1. მოწმობის მფლობელ პირს შეუძლია განახორციელოს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში თუ:
ა) შესაბამისი მოწმობა მოქმედია და გაცემულია ამ წესის შესაბამისად;
ბ) ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს;
შენიშვნა: სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების პერიოდულობა ასაკობრივი ზღვარის მიხედვით განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანების ,,ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი’’-ის შესაბამისად;
გ) ფლობს შესაბამის ოსტატობას;
დ) სდ-ში ახორციელებს საკვალიფიკაციო შემოწმებას;
2. შესაბამისი მოწმობით მინიჭებული უფლებების გამოყენება შეზღუდულია შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით;
3. პილოტ-კურსანტს შეუძლია განახორციელოს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია, იმ შემთხვევაში თუ იგი სდ-ში გადის საფრენოსნო წვრთნას ან უნარების შემოწმებას.
მუხლი 9🔗.
თეორიული გამოცდები, უნარების შემოწმება და კომპეტენციის შეფასება
1. პილოტის მოწმობის გასაცემად თეორიული ცოდნის შეფასებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სასწავლო დაწესებულება შემდეგი პირობებით:
ა) თეორიული მომზადების გამოცდის ჩაბარების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტის გასაცემად ხორციელდება უნარების შემოწმება;
ა.ა) გამოცდები თეორიული მომზადების საგნებში ტარდება ტესტირების მეთოდით (სავარაუდო პასუხების ჩვენებით). გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირმა სწორად უპასუხა კითხვების 70% პროცენტს;
შენიშვნა: გამოცდები თეორიული მომზადების საგნებში ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
ა.ბ) პირს, რომელიც ვერ ჩააბარებს გამოცდას გარკვეულ საგანში, აღნიშნულ საგანში მას ხელახლა ჩაუტარდება გამოცდა. პირი, რომელიც ოთხჯერ ზედიზედ ვერ ჩააბარებს თეორიულ გამოცდას იმავე საგანში, ხელახლა გადის გამოცდაზე იმ პირობით, რომ თავიდან გაივლის აღნიშნული საგნის დამატებით სწავლებას შესაბამისი მოცულობით.
2. უნარების შემოწმება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირმა უნარების შემოწმებისას უნდა წარმოაჩინოს, რომ მას, როგორც ზსხ-ის მეთაურს (PIC), უნარი აქვს შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის მართვასთან დაკავშირებული საფრენოსნო პროცედურები და მანევრები შეასრულოს მისანიჭებელი უფლებების შესაბამისი კომპეტენტურობით;
ბ) უნარების შემოწმება ხორციელდება იმ კლასის ან ტიპის ზსხ-ზე, რომელზეც პირს აქვს გავლილი საფრენოსნო წვრთნა;
ბ.ა) იმავე კლასის ზსხ-ის განსხვავებულ სახეობაზე, ან ზსხ-ის განსხვავებულ ტიპზე უნარების შემოწმების ჩაბარების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ინსტრუქტორთან ერთად ადაპტაციის მიზნით გაიაროს შესაბამისი თეორიული და საფრენოსნო მომზადება.
გ) უნარების შემოწმების შედეგად მინიჭებული ოსტატობა გავრცელდება მხოლოდ იმ კლასის ან ტიპის ზსხ-ზე, რომელზეც განხორციელდა შემოწმება, სანამ არ მოხდება დამატებითი ოსტატობის მინიჭება წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
დ) უნარების შემოწმება უნდა განხორციელდეს საფრენოსნო წვრთნის დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის პერიოდში;
3. უნარების შემოწმება მოიცავს:
ა) უნარების შემოწმება დაყოფილია სექციებად (ბლოკებად), რომელიც მოიცავს ფრენის ყველა განსხვავებულ ეტაპს, ზსხ-ის კატეგორიის შესაბამისად;
ბ) თუ პირი ვერ ჩააბარებს რომელიმე სექციის ერთ ელემენტს, მიიჩნევა, რომ მან ვერ ჩააბარა აღნიშნული სექცია. თუ პირი ვერ ჩააბარებს მხოლოდ ერთ სექციას, მან ხელახლა უნდა ჩააბაროს ეს სექცია ხოლო თუ პირი ვერ ჩააბარებს ერთზე მეტ სექციას, მიიჩნევა, რომ მან ვერ ჩააბარა მთლიანი შემოწმება;
გ) თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საჭიროა შემოწმების გამეორება და პირი რომელიმე სექციას, მათ შორის, წინა შემოწმებისას ჩაბარებულს ვერ ჩააბარებს, მიიჩნევა, რომ პირმა ვერ ჩააბარა შემოწმება;
დ) პირი, რომელიც ორ ცდაზე ზედიზედ ვერ ჩააბარებს შემოწმებას, ვალდებულია გაიაროს დამატებითი საფრენოსნო მომზადება.
4. უნარების შემოწმება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) უძრავფრთიანი ზსხ – ამ წესის დანართი №15-ის შესაბამისად;
ბ) მოძრავფრთიანი ზსხ – ამ წესის დანართი №16-ის შესაბამისად;
გ) მბრუნავფრთიანი ზსხ – ამ წესის დანართი №17-ის შესაბამისად;
დ) მოქნილფრთიანი ზსხ – ამ წესის დანართი №18-ის შესაბამისად;
5. ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) პირმა ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე უნდა გაიაროს კომპეტენციის შეფასება, რა დროსაც შემმოწმებელთან უნდა წარმოაჩინოს, რომ ფლობს სტუდენტ-პილოტის სათანადოდ მოსამზადებლად საჭირო უნარ-ჩვევებს მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისად;
ბ) ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასება მოიცავს:
ბ.ა) შესაბამისი ცოდნის წარმოჩენას ამ წესის დანართი №12-ის შესაბამისად განსაზღვრულ საკითხებში, ფრენის წინ, ფრენის განმავლობაში, ფრენის შემდგომ და ასევე, თეორიული მომზადების ჩატარებისას;
ბ.ბ) ზეპირ თეორიულ გამოცდებს ხმელეთზე, გაფრენისწინა და გაფრენის შემდგომ ბრიფინგებს, ასევე, ზსხ-ის შესაბამის კლასზე ან ტიპზე ფრენისას შესრულებულ სამუშაოს;
ბ.გ) შესაბამის სავარჯიშოებს, ინსტრუქტორის კომპეტენციის შესაფასებლად.
გ) ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასება ხორციელდება ზსხ-ის კატეგორიის იმ კლასზე ან ტიპზე, რომელზეც პირი განახორციელებს ინსტრუქტორის საქმიანობას.
მუხლი 10🔗.
მოწმობის შეჩერება, გაუქმება და აღდგენა
1. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის ან ოსტატობის შეჩერების ან გაუქმების, ან აღდგენის შესახებ იმ შემთხვევაში თუ:
ა) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი შესაბამისი დარღვევის გამოსასწორებლად შესაბამისი დოკუმენტის მფლობელ პირს განესაზღვრა გონივრული ვადა და მან ამ ვადაში არ გამოასწორა აღნიშნული დარღვევა;
ბ) მოითხოვს დოკუმენტის მფლობელი ან ოპერატორი;
გ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნებს;
2. შესაბამისი მოწმობის გაუქმების შემთხვევაში, პირმა აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
3. შესაბამისი მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 დღით.
4. შესაბამისი მოწმობის აღდგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ მოწმობის შეჩერების ვადის გასვლამდე აღმოიფხვრება მოწმობის შეჩერების საფუძველი.
5. შესაბამისი მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება პირს.
თავი III
პილოტის მოწმობა, ოსტატობა, სასწავლო პროგრამები
მუხლი 11🔗.
პილოტ-კურსანტი
1. დამოუკიდებლად ფრენის განხორციელების უფლებას პილოტ-კურსანტი იღებს პილოტ-კურსანტის მოწმობის საფუძველზე.
2. ზსხ-ის პილოტ-კურსანტის მოწმობის მისაღებად, პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 17 წელი;
ბ) ფლობდეს ავტორიზებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემულ I ან II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
3. პილოტ-კურსანტის მოწმობის მოქმედების ვადა უნდა ემთხვეოდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოწმედების ვადას.
4. პირს პილოტ-კურსანტის მოწმობა გადაეცემა დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე.
5. პილოტ-კურსანტი დამოუკიდებელ ფრენებზე დაიშვება დღისით, ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში სასწავლო დაწესებულების ინსტრუქტორის ნებართვით და ზედამხედველობით.
6. პილოტ-კურსანტს ეკრძალება საერთაშორისო აეროპორტში ფრენა ინსტრუქტორის გარეშე, ასევე ანაზღაურების სანაცვლოდ ფრენის შესრულება.
7. პილოტ-კურსანტის მოწმობას გასცემს სასწავლო დაწესებულება.
მუხლი 12🔗.
პილოტის მომზადება
1. პილოტის მომზადების გასავლელად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;
ბ) ფლობდეს არანაკლებ I ან II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ) ჰქონდეს კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა საერთო და სპეციფიკურ საგნებში, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
შენიშვნა: საერთო საგნები განკუთვნილია ზსხ-ის ყველა კატეგორიისთვის, ხოლო სპეციფიკური საგნები – შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის თეორიული მომზადებისათვის.
გ.ა) საერთო საგნები:
გ.ა.ა) საჰაერო სამართალი – პილოტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; აეროდრომები; ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (ვმპ); ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ); საჰაერო სივრცის სტრუქტურა და დიზაინი; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;
გ.ა.ბ) ადამიანის შესაძლებლობები – ადამიანის შესაძლებლობები, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით.
გ.ა.გ) მეტეოროლოგია – საავიაციო მეტეოროლოგიის საფუძვლების გამოყენება, მეტეოინფორმაციის მიღებისა და მისით სარგებლობის წესები, სიმაღლის შეცვლა.
გ.ა.დ) ნაოსნობა – ნაოსნობის პრაქტიკული ასპექტები და გზის გამოთვლის ხერხები, სანაოსნო რუკებითა და საშუალებებით სარგებლობა;
გ.ა.ე) რადიოსატელეფონო კავშირი – კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია ვფწ-ით ფრენისას; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები;
გ.ა.ვ) საექსპლუატაციო წესები – ზსხ-ის ექსპლუატაცია; საფრთხის არიდება; ძებნა-შველის მოქმედებები; ექსპლუატაციისას, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის მეთოდების გამოყენება; AIP, NOTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები; სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედების წესები, სახიფათო მეტეოპირობებისა და ტურბულენტურობის შემოვლის მიზნით განხორციელებულ მოქმედებათა ჩათვლით.
გ.ბ) სპეციფიკური საგნები:
გ.ბ.ა) ფრენის საფუძვლები – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ფრენის საფუძვლები.
გ.ბ.ბ) საფრენოსნო მახასიათებლები და ფრენის დაგეგმვა – დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა საფრენოსნო მახასიათებლებზე; მასისა და გაწონასწორების გამოთვლა; ასაფრენი, დასაფრენი და სხვა მახასიათებლებით პრაქტიკული სარგებლობა; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ვფწ-ით ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვა; სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა, სმმ-ის შესაბამისი წესები; ადგილმდებარეობის შეტყობინების წესი; სიმაღლსაზომის დაყენება;
გ.ბ.გ) საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზოგადი ცოდნა – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ძალური დანადგარების, ტრანსმისიის, სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპი; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა და ძალური დანადგარების საექსპლუატაციო შეზღუდვები, საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;
დ) საერთო და სპეფიციკური მომზადების საგნებში ჰქონდეს ჩაბარებული გამოცდები.
ე) სდ-ში გავლილი ჰქონდეს საფრენოსნო მომზადება შესაბამისი კატეგორიის ორმაგსამართიან ზსხ-ზე შემდეგი მოცულობით:
ე.ა) უძრავფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 30 საათი, აქედან არანაკლებ 6 საათი მეთაურის რანგში;
ე.ბ) მოძრავფრთიანი და მბრუნავფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 40 საათი, აქდან არანაკლებ 10 საათი მეთაურის რანგში;
ე.გ) მოქნილფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 25 საათი, საიდანაც 10 საათი მეთაურის რანგში;
ვ) საფრენოსნო წვრთნა – ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კანდიდატის მომზადებას საერთო და სპეციფიკური საფრენოსნო წვრთნის საკითხებში, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ვ.ა) საფრენოსნო წვრთნის საერთო საკითხები:
ვ.ა.ა) გაფრენისწინა მზადება, მასისა და გაწონასწორების გამოთვლითა და სხ-ის დათვალიერების ჩათვლით;
ვ.ა.ბ) სააეროდრომო მიმოსვლა და საჰაერო მოძრაობის სქემების მიხედვით ფრენა; შეჯახების თავიდან აცილების ზომები და ხერხები;
ვ.ა.გ) ზსხ-ის მართვა ხილული ორიენტირების მეშვეობით;
ვ.ა.დ) სამარშრუტო ფრენა, ხილული ორიენტირების, გზის გამოთვლის ხერხებისა და სარადიონაოსნო საშუალებების გამოყენებით;
ვ.ა.ე) მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ აეროდრომზე ფრენა, გამოფრენა და გადაფრენა; სმმ-ის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესების დაცვა;
ვ.ბ) საფრენოსნო წვრთნის სპეციფიკური საკითხები:
ვ.ბ.ა) უძრავფრთიანი და მოქნილფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.ბ.ა.ა) კრიტიკულად მცირე საჰაერო სიჩქარით ფრენა, საწყისი და განვითარებული ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;
ვ.ბ.ა.ბ) კრიტიკულად მაღალი საჰაერო სიჩქარით ფრენა; ციცაბო დაღმავალი სპირალის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;
ვ.ბ.ა.გ) ჩვეულ პირობებში და გვერდითი ქარისას აფრენა-დაფრენა;
ვ.ბ.ა.დ) მაქსიმალური რეჟიმით აფრენა-დაფრენის ტექნიკა; შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა;
ვ.ბ.ა.ე) ავარიულ ვითარებაში მოქმედება, საბორტო აღჭურვილობის უწესივრობის იმიტაციის ჩათვლით;
ვ.ბ.ბ) მოძრავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.ბ.ბ.ა) აფრენა და დაფრენა, ჰაერში დაკიდება, შემობრუნება, შემობრუნების მდგომარეობიდან ჰაერში დაკიდების მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით;
ვ.ბ.ბ.ბ) ავარიულ ვითარებაში მოქმედება, ავტოროტაციის რეჟიმი, ძრავას უწესივრობის იმიტაცია და მზიდი ხრახნის რეზონანსიდან გამოყვანა;
ვ.ბ.ბ.გ) გვერდულად და უკუფრენა, ადგილზე ბრუნვა;
ვ.ბ.ბ.დ) საწყისი გრიგალისებრი რკალის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;
ვ.ბ.ბ.ე) ავტოროტაციის რეჟიმით დასაფრენად შესვლა და დაფრენა, იძულებითი დაფრენა.
ზსხ-ის საბორტო აღჭურვილობის უწესივრობის იმიტაცია და ავარიულ ვითარებაში მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძრავას, მართვის სისტემების, ელექტრული და ჰიდრავლიკური სისტემების უწესივრობებთან;
ვ.ბ.ბ.ვ) მკვეთრი მობრუნება;
ვ.ბ.ბ.ზ) გარდამავალი ეტაპები, ხმელეთზე მანევრირება; დაკიდება; ჩვეულ პირობებში, ზურგქარითა და დახრილი მოედნიდან აფრენა-დაფრენა; სწრაფი შეჩერება;
ვ.ბ.ბ.თ) მინიმალურად საჭირო წევით შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა, ასაფრენად ან დასაფრენად მოუწყობელი ადგილის შერჩევა ჰაერიდან და შემდგომი ექსპლუატაცია;
ვ.ბ.გ) მბრუნავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.ბ.გ.ა) მართვის ზედაპირების გავლენა, ძრავას გაშვება, ხმელეთის ზედაპირზე მანევრირება და ძრავას გამორთვა;
ვ.ბ.გ.ბ) დაკავებულ სიმაღლეზე ჰორიზონტალური ფრენა, საჰაერო სიჩქარის ცვლილება;
ვ.ბ.გ.გ) მინიმალურად საჭირო წევით შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა, ასაფრენად ან დასაფრენად მოუწესრიგებელი ადგილის შერჩევა და შემდგომი ექსპლუატაცია;
ვ.ბ.გ.დ) მზიდი ხრახნის მართვა, ზსხ-ის აფრენა და დაფრენა, დარტყმები;
ვ.ბ.გ.ე) ავარიულ ვითარებაში მოქმედება, აეროდრომის ზონაში ან მის ფარგლებს მიღმა ძრავას მტყუნებისას მიზეზით დაფრენა. ძრავას მტყუნება აფრენის რეჟიმში;
ვ.ბ.გ.ვ) უჩვეულო მდგომარეობის ამოცნობა და ამ ვითარებიდან გამოსვლა;
ვ.ბ.გ.ზ) კრიტიკულად მცირე ან მაღალი საჰაერო სიჩქარით ფრენა, ვერტიკალური დაღმასვლა, დაბალ სიმაღლზე ფრენა;
ზ) საფრენოსნო წვრთნის დასრულების შემდგომ სდ-ის მიერ დანიშნულ შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს უნარების შემოწმება.
2. ამ მუხლში აღნიშნული სწავლება უნდა მოიცავდეს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს და მისი ხანგრძლივობა ბრიფინგების გარდა არ უნდა იყოს:
ა) უძრავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 130 საათი;
ბ) მოძრავფრთიანი და მბრუნავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 140 საათი;
გ) მოქნილფრთიანი ზსხ – არანაკლებ 125 საათი.
3. სდ-ში განხორციელებული სადემონსტრაციო ფრენა არ ჩაითვლება სასწავლო ფრენად.
4. თუ პირი ფლობს პილოტის მოწმობას ზსხ-ის გარკვეულ კატეგორიაზე და სურს აიღოს ოსტატობა ზსხ-ის განსხვავებულ კატეგორიაზე:
ა) სდ-ში უნდა გაიაროს თეორიული სწავლება სპეციფიკურ საგნებში;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“-„ე.ბ“-„ე.გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფრენოსნო საათები მცირდება არაუმეტეს სავალდებულო საფრენოსნო წვრთნის საერთო მოცულობის 50%-ით, გარდა ზსხ-ის მეთაურის რანგში ნაფრენი საათების ოდენობისა;
მუხლი 13🔗.
კლასის ოსტატობა, სხვაობათა (Differences) სწავლება
1. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს ზსხ-ის ხმელეთის (Land) კლასის ოსტატობას, იმავე კატეგორიის ზსხ-ზე წყლის კლასის ოსტატობის (Sea) მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) გავლილი უნდა ჰქონდეს თეორიული და საფრენოსნო მომზადება
დანართი №19-ის შესაბამისად;
ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს საფრენოსნო წვრთნა (დასტურდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით) – ინსტრუქტორთან ერთად ორმაგსამართიან ზსხ-ზე უნდა ჰქონდეს ნაფრენი არანაკლებ 8 საათი;
გ) შემმოწმებელთან გავლილი უნდა ჰქონდეს უნარების შემოწმება;
შენიშვნა: უნარების შემოწმება უნდა განხორციელდეს თეორიული სწავლების დაწყებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
2. იმავე კლასის ზსხ-ის განსხვავებულ სახეობაზე ან ზსხ-ის განსხვავებულ ტიპზე (მოძრავფრთიანი ზსხ) ექსპლუატაციის განხორციელებამდე, პირი ვალდებულია გაიაროს სხვაობათა სწავლება ინსტრუქტორთან ერთად.
შენიშვნა: სხვაობათა სწავლება გულისხმობს შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის კლასის ან ტიპის შესახებ დამატებითი თეორიული ცოდნისა და საფრენოსნო წვრთნის მიღებას.
ა) სხვაობათა სწავლება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა.ა) ხორციელდება არსებული საფრენოსნო ექსპლუატაციის პროცედურების ან/და ზსხ-ს აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ცვლილება;
ა.ბ) ზსხ-ს კლასის (რომლის ოსტატობასაც ფლობს პირი) განსხვავებულ სახეობაზე ან განსხვავებულ ტიპზე ექსპლუატაციის უფლების მისანიჭებლად;
ბ) სხვაობათა სწავლების შედეგადი აღინიშნება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ინსტრუქტორი.
მუხლი 14🔗.
საფრენოსნო ოსტატობა და მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილება
1. შესაბამისი საფრენოსნო ოსტატობა და მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილება პილოტს ენიჭება წინამდებარე მუხლის მოთხოვნების დაცვით.
2. პარაშუტისტის ჩამოგდების ოსტატობის მისაღებად პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ფლობს არანაკლებ I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ) პილოტის მოწმობის გაცემის შემდეგ პირს შესაბამისი კლასის ან ტიპის
ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი ჯამში არანაკლებ 50 საათი და შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 100 აფრენა და დაფრენა;
დ) გავლილი აქვს თეორიული მომზადება, რომელიც მოიცავს პარაშუტისტის აღჭურვილობის უსაფრთხოებისა და გახსნის სისტემებს, პარაშუტის უნებლიედ გახსნის აღკვეთისა და პარაშუტისტის ჩამოგდების ტექნიკას;
ე) შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს უნარების შემოწმება, რომელიც მოიცავს პარაშუტისტის ჩამოგდების იმიტირებას და თეორიული ცოდნის წარმოჩენას;
ვ) პირს პარაშუტისტის ჩამოგდების ოსტატობა ენიჭება იმ ზსხ-ზე, რომელზეც ხორციელდება უნარების შემოწმება;
ზ) პარაშუტისტის ჩამოგდების ოსტატობა პილოტის მოწმობაში აღინიშნება (PD) აღნიშვნით.
3. პლანერის ბუქსირების ოსტატობის მისაღებად პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ფლობს არანაკლებ II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ) პილოტის მოწმობის გაცემის შემდეგ პირს შესაბამისი კლასის ან ტიპის ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი ჯამში 30 საათი და შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 60 აფრენა და დაფრენა;
დ) პირს გავლილი აქვს შემდეგი თეორიული მომზადება:
დ.ა) ბუქსირებით ფრენის წესები;
დ.ბ) ბუქსირების აღჭურვილობა;
დ.გ) პლანერის ბუქსირების ტექნიკა:
დ.გ.ა) სიგნალები და კავშირის პროცედურები;
დ.გ.ბ) აფრენა ჩვეულებრივ და გვერდითი ქარის პირობებში;
დ.გ.გ) ფრენისას გაშვების პროცედურები;
დ.გ.დ) დაღმასვლა ბუქსირებისას;
დ.გ.ე) პლანერის გათავისუფლების პროცედურა;
დ.გ.ვ) საბუქსირე ბაგირის გათავისუფლების პროცედურა;
დ.გ.ზ) საბუქსირე ბაგირთან ერთად დაფრენა (საჭიროებისას);
დ.გ.თ) ავარიული პროცედურები ბუქსირებისას (აღჭურვილობის გაუმართაობის ჩათვლით);
დ.გ.ი) უსაფრთხოების პროცედურები;
დ.გ.კ) შესაბამისი ზსხ-ის საფრენოსნო მახასიათებლები ბუქსირებისას;
დ.გ.ლ) სივრცის მიმოხილვა და შეჯახების არიდება;
დ.გ.მ) პლანერების საფრენოსნო მახასიათებლები (შესაბამისი სიჩქარეებისა და უმართავი ვარდნის მახასიათებლების (დაფერდებისას) ჩათვლით)
ე) პირს გავლილი აქვს საფრენოსნო მომზადება, რომელიც მოიცავს პლანერის ბუქსირების მიზნით 10 ფრენას, მათ შორის 5 ფრენა ორსამართიან საჰაერო ხომალდზე, 5 ფრენა – დამოუკიდებლად; ინსტრუქტორი ახორციელებს პირის (ან პილოტ-კურსანტის) სწავლებას:
ე.ა) აფრენის მოქმედებები ჩვეულებრივ და გვერდითი ქარის პირობებში ფრენისას;
ე.ბ) 30°-იანი და მეტი დაფერდებით 360°-იანი წრეების შესრულებისას;
ე.გ) დაღმასვლა ბუქსირებისას;
ე.დ) პლანერის გათავისუფლებისას;
ე.ე) საბუქსირე ბაგირთან ერთად დაფრენისას (საჭიროებისას);
ე.ვ) ფრენისას საბუქსირე ბაგირის გათავისუფლების მოქმედება;
ე.ზ) ავარიული მდგომარეობის მოქმედებების იმიტაციისას;
ე.თ) სიგნალები და კავშირი ბუქსირებისას;
ვ) შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს უნარების შემოწმება;
ზ) პირს პლანერის ბუქსირების ოსტატობა ენიჭება უძრავფრთიან ან მოქნილფრთიან ზსხ-ზე, რომელზეც ხორციელდება უნარების შემოწმება;
თ) პლანერის ბუქსირების ოსტატობა მოქმედია იმ შემთხვევაში, თუ პირს 24 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სულ მცირე 5 ბუქსირება;
ი) ბუქსირების ოსტატობა პილოტის მოწმობაში აღინიშნება (AT) აღნიშვნით.
4. ჰაერიდან შეწამვლის ოსტატობის მისაღებად პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ფლობს არანაკლებ I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ) პილოტის მოწმობის გაცემის შემდეგ პირს შესაბამისი კლასის ან ტიპის ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი ჯამში არანაკლებ 100 საათი და შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 200 აფრენა და დაფრენა;
დ) პირს გავლილი აქვს შესაბამისი თეორიული მომზადება, რომლის საკითხები განსაზღვრულია დანართი №20-ის შესაბამისად.
ე) ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კანდიდატის წვრთნას, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ე.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შემოწმება ჰაერიდან, დასაფრენად შესვლის დაგეგმვა და დაფრენა, აფრენა;
ე.ბ) გადაწყვეტილების მიღება/ აცდენის წერტილი;
ე.გ) მოქმედებები დატვირთვის არეში და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, დატვირთვის შერჩევა, კავშირი მძღოლთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განსაკუთრებულ და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებები;
ე.დ) აფრენისას გადაწყვეტილების მიღების წერტილი – საწვავის ჩამოსხმა ჰაერში;
ე.ე) სამუშაო არეს ბრიფინგი, საზღვრის დათვალიერება, სამუშაოს დაგეგმვა – რელიეფის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, სადენის, დაბრკოლების, საშიშროების მხედველობაში მიღება და GPS-ის მეშვეობით რუკის შედგენა;
ე.ვ) სამუშაო არეს საზღვრის ამოცნობა, არეებს შორის დაშორებები და არასამუშაო არეები;
ე.ზ) საწვავის ხარჯის კონტროლი;
ე.თ) გაშხეფვის იმიტირება გაშხეფვის სიმაღლეზე, ფრენის თითოეული ეტაპის დაგეგმვა, გაშხეფვის მეთოდების სწავლება;
ე.ი) მობრუნების პროცედურა – ფრენის უსაფრთხო სიმაღლე დაბრკოლებებთან მიმართებაში;
ე.კ) სიმაღლის აღება და დაშვება დაბრკოლებების თავზე;
ე.ლ) დაბრკოლებებს შორის და მათ მოსაზღვრედ ფრენა – ქარისა და სადენების გავლენა;
ე.მ) დაბრკოლების მოსაზღვრედ და პარალელურად ფრენა, დისტანციის შენარჩუნება;
ე.ნ) ფრენა დაბრკოლების ქვემოთ;
ე.ო) GPS-ის მეშვეობით მოქმედება;
ე.პ) დაბალი სიმაღლიდან იძულებითი დაფრენა;
ე.ჟ) მცდარი ჰორიზონტის ჩვენება;
ვ) პირს გავლილი აქვს საფრენოსნო წვრთნა შემდეგი მოცულობით:
ვ.ა) არანაკლებ 5 მარშრუტის სექტორი ინსტრუქტორთან ერთად;
ვ.ბ) არანაკლებ 5 მარშრუტის სექტორი დამოუკიდებელი ფრენა;
ზ) სდ-ის შემმოწმებელთან ჩაბარებული აქვს უნარების შემოწმება;
თ) პირს ჰაერიდან შეწამვლის ოსტატობა ენიჭება იმ ზსხ-ზე, რომელზეც ხორციელდება უნარების შემოწმება;
ი) ჰაერიდან შეწამვლის ოსტატობა პილოტის მოწმობაში აღინიშნება (AS) აღნიშვნით.
5. მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილების მისაღებად პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) პილოტი უფლებამოსილია ანაზღაურების მიღების გარეშე გადაიყვანოს მგზავრი თუ მას პილოტის მოწმობის გაცემის შემდეგ შესაბამისი კლასის ან ტიპის
ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი ჯამში არანაკლებ 20 საათი და შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 80 აფრენა და დაფრენა;
ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობების შესრულების შემდგომ მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილება პილოტის მოწმობაში აღინიშნება (NCPC) აღნიშვნით.
გ) ანაზღაურების მიღების მიზნით მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილების მისაღებად პილოტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
გ.ბ) ფლობდეს არანაკლებ I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
გ.გ) პილოტის მოწმობის გაცემის შემდეგ პირს შესაბამისი კლასის ან ტიპის ზსხ-ის მეთაურის რანგში აქვს ნაფრენი ჯამში არანაკლებ 50 საათი და შესრულებული აქვს ჯამში არანაკლებ 100 აფრენა და დაფრენა;
დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობების დაკმაყოფილების შემდგომ მგზავრის გადაყვანის უფლებამოსილება პილოტის მოწმობაში აღინიშნება (PC) აღნიშვნით.
6. აკრძალულია ზსხ-ით მგზავრის გადაყვანა, თუ პირს უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში შესაბამისი კლასის ან ტიპის ზსხ-ის მეთაურის რანგში არ შეუსრულებია არანაკლებ 3 აფრენა, დასაფრენად შესვლა და დაფრენა;
ა) იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობა, პირმა ინსტრუქტორთან ან შემმოწმებელთან ერთად დანაკლისის შევსების მიზნით უნდა განახორციელოს ფრენა შესაბამისი ოდენობით, ხოლო აღნიშნული ფრენის განხორციელებისას ინსტრუქტორი და შემმოწმებელი არ მიიჩნევა მგზავრად.
თავი IV
ინსტრუქტორის მოწმობა, სასწავლო პროგრამები
მუხლი 15🔗.
ინსტრუქტორის მოწმობა
1. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ინსტრუქტორის მოწმობის მისაღებად, პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ფლობს არანაკლებ II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს;
ბ) ინსტრუქტორის მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე სდ-ის შემმოწმებელთან ერთად გავლილი აქვს ინსტრუქტორის კურსზე დაშვებისწინა კომპეტენციის შეფასება;
გ) კანდიდატმა სდ-ში გამოავლინა ინსტრუქტორის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლების ტექნიკა და თეორიული ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
გ.ა) ინსტრუქტორის სწავლების ტექნიკა:
გ.ა.ა) სწავლების მეთოდი – მოტივაცია; აღქმა; მეხსიერება და მისი მნიშვნელობა; ჩვეულება და მისი გადაცემა; დამაბრკოლებელი და შემაგულიანებელი ფაქტორები სწავლებისას; სწავლების მეთოდები; სწავლების ნორმები;
გ.ა.ბ) ცოდნის გადაცემის მეთოდი – ცოდნის ქმედითი გადაცემის საფუძვლები; სასწავლო საქმიანობის დაგეგმვა; ცოდნის გადაცემის მეთოდები; საგაკვეთილო გეგმის გამოყენება;
გ.ა.გ) წვრთნის ფილოსოფია – დამტკიცებული სასწავლო გეგმის მნიშვნელობა; შედგენილი პროგრამის მნიშვნელოვნება; თეორიული ცოდნისა და საფრენოსნო სწავლების ინტეგრაცია;
გ.ა.დ) სწავლებისას გამოყენებული ხერხები – თეორიული ცოდნა: საკლასო სწავლების ხერხები; სწავლებისას დამხმარე საშუალებების გამოყენება; ჯგუფური ლექცია; ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი; კურსანტის თანამონაწილეობა ან განხილვა; საფრენოსნო წვრთნა: საბორტო სწავლების ხერხები; ფრენის ან ზსხ-ის კაბინის გარემო (Environment); გამოყენებული სწავლების ხერხები; ფრენისას ან ფრენის შემდგომ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;
გ.ა.ე) კურსანტის შეფასება და გამოცდა – კურსანტის შეცდომების ანალიზი: შეცდომების საფუძველის დადგენა; მნიშვნელოვანი შეცდომების გამოსწორება თანამიმდევრობა; ზედმეტად კრიტიკულობის არიდება; სხარტი და გასაგები კომუნიკაციის საჭიროება;
გ.ა.ვ) სასწავლო პროგრამის განვითარება – გაკვეთილის დაგეგმვა; მომზადება; განმარტება და ჩვენება; კურსანტის თანამონაწილეობა და შეფასება;
გ.ა.ზ) ადამიანის შესაძლებლობები – ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები; ადამიანის მიერ ინფორმაციის დამუშავების პროცესი; ქცევითი დამოკიდებულება; მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება;
გ.ა.თ) საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორის მართვის მეთოდი – ურთიერთსწავლების მნიშვნელობა; გარემოებითი გაცნობიერებულობა; სწორი მოქმედების წესის მიმდევრობა;
გ.ა.ი) სწავლების ადმინისტრირება – საფრენოსნო ან თეორიული ცოდნის სწავლების ჩანაწერები; პილოტის საფრენოსნო წიგნაკი; საფრენოსნო ან საკლასო სწავლების გეგმა; სასწავლო მასალა; საფრენოსნო სახელმძღვანელო ან ეკვივალენტური დოკუმენტი; ზსხ-ის დოკუმენტები; ზსხ-ის ეკაპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული შესაბამისი წესები;
გ.ბ) ინსტრუქტორის თეორიული ცოდნა:
გ.ბ.ა) საჰაერო სამართალი;
გ.ბ.ბ) ადამიანის შესაძლებლობები;
გ.ბ.გ) მეტეოროლოგია;
გ.ბ.დ) რადიოსატელეფონო კავშირი;
გ.ბ.ე) ნაოსნობა;
გ.ბ.ვ) ფრენის საფუძვლები;
გ.ბ.ზ) საექსპლუატაციო წესები;
გ.ბ.თ) საფრენოსნო მახასიათებლები და ფრენის დაგეგმვა;
გ.ბ.ი) საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზოგადი ცოდნა;
გ.ბ.კ) დამატებით მბრუნავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის – მბრუნავფრთიანი ზსხ-ის აეროდინამიკა;
დ) სდ-ში გავლილი აქვს ინსტრუქტორის თეორიული მომზადება შემდეგი მოცულობით:
დ.ა) უძრავფრთიანი, მოძრავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 125 საათი, რომელიც მოიცავს:
დ.ა.ა) ინსტრუქტორის სწავლების ტექნიკა – არანაკლებ 25 საათი;
დ.ა.ბ) ინსტრუქტორის თეორიული ცოდნა – არანაკლებ 100 საათი;
დ.ბ) მბრუნავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 125 საათი, რომელიც მოიცავს:
დ.ბ.ა) სწავლება და წვრთნა;
დ.ბ.ბ) საფრენოსნო ბრიფინგები სავარჯიშოებისათვის და თეორიული მომზადების საგნები;
დ.გ) მოქნილფრთიანი ზსხ – არანაკლებ 40 საათი;
ე) გამოცდილება (დასტურდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით) – შესაბამისი კატეგორიის ორმაგსამართიან ზსხ-ზე სდ-ში ინსტრუქტორთან ერთად გავლილი აქვს საფრენოსნო მომზადება შემდეგი მოცულობით:
ე.ა) უძრავფრთიანი, მოძრავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 30 საათი;
ე.ბ) მბრუნავფრთიანი ზსხ – არანაკლებ 20 საათი;
ე.გ) მოქნილფრთიანი ზსხ – არანაკლებ 15 საათი;
ე.დ) სდ-ის მიერ დანიშნულ შემმოწმებელთან აქვს ჩაბარებული კომპეტენციის შეფასება;
შენიშვნა: კომპეტენციის შეფასება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის კლასზე, რომელიც გამოიყენება ინსტრუქტორის საფრენოსნო წვრთნისათვის;
ე.ე) შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის კლასზე, რომელზეც უნდა განახორციელოს პირმა ინსტრუქტორის საქმიანობა ფლობს:
ე.ე.ა) არანაკლებ 6-თვიანი საფრენოსნო ექსპლუატაციის გამოცდილება უძრავფრთიან, მოძრავფრთიან და მოქნილფრთიან ზსხ-ებზე, ხოლო მბრუნავფრთიანი ზსხ-ისათვის არანაკლებ 8-თვიანი გამოცდილება;
ე.ე.ბ) ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების შემდგომ შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ის კლასზე ან ტიპზე უნდა ჰქონდეს ნაფრენი შემდეგი მოცულობით:
ე.ე.ბ.ა) უძრავფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 200 საათი, მათ შორის არანაკლებ 150 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
ე.ე.ბ.ბ) მოძრავფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 200 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
ე.ე.ბ.გ) მბრუნავფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 150 საათი, მათ შორის არანაკლებ 100 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში;
შენიშვნა: მბრუნავფრთიანი ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემისას დაგროვილი საფრენოსნო გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის „ვ.ე.ბ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად.
ე.ე.ბ.დ) მოქნილფრთიანი ზსხ – ჯამში არანაკლებ 100 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში, საიდანაც სულ მცირე 5 საათი ზსხ-ის მეთაურის რანგში, იმ ზსხ-ზე, რომელიც გამოიყენება ინსტრუქტორის საფრენოსნო წვრთნისათვის;
ე.ვ) შესრულებული აქვს არანაკლებ 2 სხვადასხვა მარშრუტზე ფრენა.
ვ) პირს სდ-ის ინსტრუქტორთან ერთად და მისი ზედამხედველობით შესაბამისი კატეგორიის ორმაგსამართიან ზსხ-ზე უნდა ჰქონდეს გავლილი საფრენოსნო წვრთნა შემდეგი მოცულობით:
ვ.ა) ზსხ-ის გაცნობა; გაფრენისწინა მზადება და გაფრენის შემდგომი მოქმედებები;
ვ.ბ) ფრენის გამოცდილება; მართვის ზედაპირების გავლენა;
ვ.გ) ნაოსნობა; სანაოსნო რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენება ვფწ-ით ფრენისას;
ვ.დ) დამატებითი საფრენოსნო წვრთნა უძრავფრთიანი და მოქნილფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.დ.ა) ხმელეთზე გადაადგილება; ჰორიზონტალური ფრენა დაკავებულ სიმაღლეზე; აღმასვლა; დაღმასვლა; მობრუნება;
ვ.დ.ბ) კრიტიკულად მცირე საჰაერო სიჩქარით ფრენა; სიმაღლის კარგვა აეროდინამიკური ნაკადის მოწყვეტის შედეგად; საწყისი ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა; განვითარებული ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;
ვ.დ.გ) აფრენა და აღმასვლა ზურგქარის პირობებში; სააეროდრომო ფრენის წრე, დასაფრენად შესვლა და დაფრენა;
ვ.დ.დ) პირველი დამოუკიდებელი ფრენა;
ვ.დ.ე) უნარების გაუმჯობესება: მობრუნება (Advanced turning);
ვ.დ.ვ) იძულებითი დაფრენა ძრავას სიმძლავრის გარეშე; პრევენციული დაფრენა;
ვ.ე) დამატებითი საფრენოსნო წვრთნა მოძრავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.ე.ა) სიმძლავრისა და ზსხ-ის მდგომარეობის ცვლილებები;
ვ.ე.ბ) დამყარებულ სიმაღლეზე ფრენა; აღმასვლა; დაღმასვლა; მობრუნება;
ვ.ე.გ) მზიდი ხრახნის ავტოროტაცია; ჰაერში დაკიდება და ხმელეთის ზედაპირთან ახლოს დაკიდების რეჟიმში მანევრირება;
ვ.ე.დ) აფრენა და დაფრენა;
ვ.ე.ე) ჰაერში დაკიდების მდგომარეობიდან აღმასვლის მდგომარეობაში გადასვლა, დასაფრენად შესვლის მდგომარეობიდან ჰაერში დაკიდების რეჟიმში გადასვლა;
ვ.ე.ვ) სააეროდრომო ფრენის წრე, დასაფრენად შესვლა და დაფრენა;
ვ.ე.ზ) პირველი დამოუკიდებელი ფრენა;
ვ.ე.თ) გვერდულად და უკუმიმართულებით ჰაერში დაკიდების რეჟიმში მანევრირება; ერთი წერტილის ირგვლივ მობრუნება;
ვ.ე.ი) საწყისი გრიგალისებრი რკალისა და მზიდი ხრახნის რეზონანსიდან გამოსვლა; დაფრენა ძრავას უწესივრობის იმიტაციით;
ვ.ე.კ) უნარების გაუმჯობესება: მზიდი ხრახნის თვითბრუნვა (Advanced autorotations);
ვ.ე.ლ) წვრთნა: იძულებითი დაფრენა;
ვ.ე.მ) მკვეთრი მობრუნება; გარდამავალი ეტაპები; სწრაფი შეჩერება;
ვ.ე.ნ) უნარების გაუმჯობესება: აფრენა, დაფრენა, გარდამავალი ეტაპები (Advanced take-off, landings and transitions);
ვ.ე.ო) დახრილი ხმელეთის ზედაპირი; შეზღუდული სიმძლავრე; შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა;
ვ.ვ) დამატებითი საფრენოსნო წვრთნა მბრუნავფრთიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის:
ვ.ვ.ა) ძრავას ამუშავება, ხმელეთის ზედაპირზე მანევრირება და ძრავას გამორთვა;
ვ.ვ.ბ) დამყარებულ სიმაღლეზე ჰორიზონტალური ფრენა, საჰაერო სიჩქარის ცვლილება;
ვ.ვ.გ) მინიმალურად საჭირო წევით შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა, ასაფრენად ან დასაფრენად მოუწესრიგებელი ადგილის შერჩევა და შემდგომი ექსპლუატაცია;
ვ.ვ.დ) მზიდი ხრახნის მართვა, ზსხ-ის აფრენა და დაფრენა, დატვირთვები;
ვ.ვ.ე) ავარიულ ვითარებაში მოქმედება, აეროდრომის ზონაში ან მის ფარგლებს მიღმა ძრავას მტყუნებისას მიზეზით დაფრენა; ძრავას მტყუნება აფრენის რეჟიმში;
ვ.ვ.ვ) უჩვეულო მდგომარეობის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;
ვ.ზ) კრიტიკულად მცირე ან მაღალი საჰაერო სიჩქარით ფრენა, ვერტიკალური დაღმასვლა, დაბალ სიმაღლზე ფრენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს ინსტრუქტორის მოწმობას მოქნილფრთიან ზსხ-ზე და ახორციელებს ინსტრუქტაჟის ჩატარების უფლების მიღებას მბრუნავფრთიან ზსხ-ზე, ხორციელდება თეორიული მომზადების ჩათვლა შემდეგი მოცულობით:
ა) უძრავფრთიანი ან მოძრავფრთიანი ზსხ-ის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის საგნებში ჩაეთვლება 55 საათი;
ბ) მბრუნავფრთიანი ზსხ-ის თეორიული ცოდნის საგნებში ჩაეთვლება:
ბ.ა) საჰაერო სამართალი;
ბ.ბ) ადამიანის შესაძლებლობები;
ბ.გ) მეტეოროლოგია;
ბ.დ) ნაოსნობა;
ბ.ე) საექსპლუატაციო წესები.
მუხლი 16🔗.
ფრენის ინსტრუქტორის უფლება-მოვალეობები
1. ფრენის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს საფრენოსნო წვრთნა პილოტის მოწმობის, კლასის, ტიპის და საფრენოსნო ოსტატობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით და განახორციელოს საფრენოსნო შემოწმება ფრენის შემმოწმებელის რანგში, იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება.
2. ინსტრუქტორის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით საფრენოსნო წვრთნის ჩატარების უფლების მისაღებად ფრენის ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფრენოსნო წვრთნის გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე არანაკლებ 500 საათი;
ბ) ფრენის შემმოწმებელთან გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე და ინსტრუქტორისთვის საფრენოსნო წვრთნის ჩასატარებლად წარმოაჩინა შესაბამისი უნარ-ჩვევები.
მუხლი 17🔗.
ზსხ-ის კლასის განსხვავებულ სახეობაზე საფრენოსნო წვრთნის ჩატარების უფლების მიღება
ზსხ-ის კლასის განსხვავებულ სახეობაზე საფრენოსნო წვრთნის უფლების მისაღებად, ინსტრუქტორმა აღნიშნული ზსხ-ის კლასის განსხვავებულ სახეობაზე შესაბამისი ოსტატობის მქონე ინსტრუქტორთან ერთად უნდა გაიაროს სხვაობათა სწავლება.