სანებართვო მოწმობაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში;

ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;

გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;

დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;

ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;

ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;

ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;

თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;

ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

კ) სანებართვო პირობები;

ლ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერ