ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2019
ძალაში შესვლა 15.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №32-81
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016578
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2019
matsne.gov.ge 439 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2019 მიღება
15.05.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით
ხელმოწერილია _________________________________ ხელმოწერილია _________________________________
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 07.12.2015 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 18.06.2019 საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 28.04.2017 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 05.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი: მიზნად ისახავენ    რა    შექმნან    ხელსაყრელი    პირობები    ორმხრივად    მომგებიანი თანამშრომლობისთვის სოფლის    მეურნეობის    სფეროში,    რომელიც    დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას და თანასწორობას, აღიარებენ რა სოფლის მეურნეობის წამყვან როლს ეკონომიკის განვითარებაში და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში, აღიარებენ რა გამოცდილების გაზიარების და ყველა დონეზე თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა მხარეთა შორის გამყარდეს ურთიერთობა, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში: 1. მეცხოველეობა; 2. მემცენარეობა; 3. სურსათის და ცხოველის საკვების უვნებლობა; 4.  მცენარეთა დაცვა და კარანტინი; 5.  ვეტერინარია;        6.  აგრო-სასურსათო პროდუქციის გადამუშავება. 2. წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სხვა  სფეროებში. მუხლი 2🔗 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებმა უნდა გამართონ რეგულარული შეხვედრები თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის, სამუშაო პროექტების შემუშავებისა და მხარეთათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისათვის. 2. მხარეები   განსაზღვრავენ   თანამშრომლობის   პრაქტიკულ   ფორმებს   თავიანთ   ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების   მემორანდუმის   ფარგლებში   მხარეების მიერ შეიძლება ინიციირებულ იქნეს ერთობლივი პროექტები და ვიზიტები.     მუხლი 3🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში წარმოებული თანამშრომლობის  განხორციელებისას  მხარეები  პასუხისმგებელნი  არიან  საკუთარ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბიუჯეტო შეზღუდვების ფარგლებში, თუ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამ არ არის შეთანხმებული. მუხლი 4🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით. ამგვარი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-6 მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად. მუხლი 5🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე  ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და/ან განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების და/ან კონსულტაციების  გზით. მუხლი 6🔗 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. 2. წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლისთანავე, 1993 წლის 1 ივნისს ალმა-ატაში, „ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო კოოპერატივების ასოციაციას „ყაზპისჩეპრომ“ და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“  ხელმოწერილი შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში რჩება მანამდე, სანამ ერთი მხარე მეორე მხარეს 6 (ექვსი) თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით არ შეატყობინებს მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე. 4. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას იმ პროექტების მოქმედებასა და ხანგრძლივობაზე, რომელთა განხორციელებაც დაიწყო ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მათ დასრულებამდე. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შესრულებულია ქ. ნურ-სულთანში, 2019 წლის ___15____ მაისს, ორ დედნად,  ქართულ, ყაზახურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია _________________________________ ხელმოწერილია _________________________________