📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №415
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.016913
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,814 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 11.06.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.03.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 13.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 23.07.2021 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №415 2019 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება. 3. 2019 წლის 15 ივლისამდე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი ექიმები ანგარიშვალდებული არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განხორციელება დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურს. 5. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  6. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 15 ივლისიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი  სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებში შემავალი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭდები, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს გენერალური დირექტორი. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვა და ამ მიზნით, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესაბამისად, მათი დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; გ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ზრუნვა. მუხლი 8🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი და სახელმწიფო პროგრამების, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა; გ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა; დ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო რეფერალით უზრუნველყოფა პენიტენციური სისტემისა და სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში; ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვის ხელშეწყობა; ვ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა; ზ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი; თ) სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების და ლეტალური შემთხვევების გამოვლენა/განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა; კ) დაწესებულებებში ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობა; ლ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; მ) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ნ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი; პ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების/პროექტების შემუშავება და განხორციელება; ჟ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა; რ) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ს) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველო; ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო. 2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტები; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) სამედიცინო ნაწილი; გ) ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სამედიცინო ნაწილი. მუხლი 10🔗 პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევას და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობას; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი და სახელმწიფო პროგრამების, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელების და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას; გ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას; დ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის რაციონალური და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგს და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას; კანონმდებლობით დადგენილი სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვასა და მათზე დადგენილი წესით რეაგირებას; ზ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს; ი) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენას; კ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და მათი განხორციელების ხელშეწყობას; ლ) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 11🔗 სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას; დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგს; ბ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზებას; გ) დაწესებულებებში კონსულტანტების მხრიდან განხორციელებული ვიზიტებისა და ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დაწესებულებების მთავარი ექიმების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას; დ) კანონმდებლობით დადგენილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს; ე) ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების ორგანიზებას სამკურნალო დაწესებულებაში, ცენტრსა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე დადგენილი წესით რეაგირებას; ზ) სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას; თ) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინებისა) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას; ი) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ხელმძღვანელობისა და მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; კ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო პირობების შესრულების ზედამხედველობას; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს; მ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და განხორციელების ხელშეწყობას; ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 12🔗 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვას ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანების შესაბამისად; დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, მედიკამენტების) გამოყენებით; ე) დადგენილი წესით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას და შემდგომ რეაგირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვას და მათზე დადგენილი წესით რეაგირებას; ზ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიწოდებას; თ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; კ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას; ლ) კანონმდებლობით დადგენილი სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას; მ) სამედიცინო ნარჩენების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შეგროვებასა და შენახვას მათი უტილიზაციის მიზნით; ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ხორციელდება ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. საექიმო-სამედიცინო პუნქტში ფუნქციონირებს აფთიაქი. 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 6. ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი. 7. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ. მუხლი 13🔗 1. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას; გ) დეპარტამენტის წინაშე საკითხის დაყენებას პაციენტისათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება სამკურნალო დაწესებულების შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და, საჭიროების შემთხვევაში, დროულ რეფერალს შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში; დ) სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; ვ) დაწესებულების სამედიცინო ნაწილის სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებისათვის წარდგენას; ზ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; თ) სამკურნალო დაწესებულებაში ინფექციის აღმოცენების ან/და გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას; ი) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისად; კ) სამედიცინო ნარჩენების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შეგროვებასა და შენახვას მათი უტილიზაციის მიზნით; ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 2. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 3. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ამავდროულად არის დაწესებულების დირექტორის მოადგილე. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი სამედიცინო დარგში ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მართლწესრიგის, უსაფრთხოების და ადმინისტრირების დარგში – დაწესებულების დირექტორს. 4. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დარგის მიხედვით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების დირექტორის წინაშე. 5. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 6. ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი. 7. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ. მუხლი 14🔗 1. ცენტრის სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით; ბ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარებას; გ) ცენტრში სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ე) ცენტრის სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას; ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების, აგრეთვე ცენტრის ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; ზ) ცენტრში ინფექციის აღმოცენების ან/და გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას; თ) სამედიცინო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებას; ი) სამედიცინო ნარჩენების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შეგროვებასა და შენახვას მათი უტილიზაციის მიზნით; კ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებას; ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 2. ცენტრის სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 3. ცენტრის მთავარი ექიმი ამავდროულად არის დაწესებულების დირექტორის მოადგილე. ცენტრის მთავარი ექიმი სამედიცინო დარგში ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და ადმინისტრირების დარგში – დაწესებულების დირექტორს. 4. ცენტრის მთავარი ექიმი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამის დარგის მიხედვით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების დირექტორის წინაშე. 5. ცენტრის მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 6. ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ცენტრის მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ ცენტრში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება ცენტრის დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი. 7. ცენტრის მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე. მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხს აგებს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე; ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების შესრულებაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ დირექტორს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროებათა და აუცილებლობის შესახებ;  დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, გენერალურ დირექტორს წარუდგენს დეტალურ ანალიზს წინა თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის; ზ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის; თ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; კ) გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; მ) კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსა და ასრულებს გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მუხლი 17🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსა და გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილისა და გენერალური დირექტორის წინაშე. მუხლი 18🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს გენერალური დირექტორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის და გენერალური დირექტორის წინაშე. მუხლი 19🔗 1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ უფროსი სპეციალისტები, აგრეთვე სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების მოსამსახურეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.