საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-50/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016618
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,139 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 14.09.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 08.10.2025 სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 22.12.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.08.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 13.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-50/ნ 2019 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციისა და სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაქმნის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №197 დადგენილების მე-2 მუხლის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №01-25/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრის სრული დასახელებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“. 3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ასევე წინამდებარე დებულების შესაბამისად. 4. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, აკ. წერეთლის გამზირი №144. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზანი, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია: ა) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, მოსახლეობისათვის, ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე სხვადასხვა სახის კატასტროფის, მათ შორის ეპიდემიისა და პანდემიების, საომარი მდგომარეობის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები), სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო და რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში; ბ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ან/და სატრენინგო მომსახურების მიწოდება (სასწავლო/სატრენინგო პროგრამების სახით) ან მისი განხორციელების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა. 2. ცენტრის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:  ა) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, მოსახლეობის უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ამ მიზნით სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების უწყვეტი ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში და პაციენტებისათვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება;  ბ) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ადგილზე რეფერალური ბრიგადების მიერ კონსულტაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება და განთავსება შესაბამის კლინიკებში; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, ბანაკების, საზაფხულო სკოლების და ა.შ. განხორციელებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; დ) საგანგებო სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის, ცენტრის სასწრაფო სამედიცინო მზადყოფნის უზრუნველყოფა, მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების მიწოდებისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებზე დროული და ადეკვატური რეაგირება; ე) საგანგებო სიტუაციებისას და ყოველდღიურ რეჟიმში სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს შორის გადაუდებელი მდგომარეობისას, დროული სამედიცინო ტრანსპორტირების კოორდინაცია; ვ) საგანგებო სიტუაციების დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; ზ) საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმების შედგენა-განხორციელება, საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის დროული და ადეკვატური სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; თ) სამედიცინო დაწესებულებების საგანგებო სიტუაციებზე მდგრადობისა და უსაფრთხოების შეფასება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლების დაგეგმვა-ორგანიზება, საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დაგეგმვა და გაცემის კოორდინაცია, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედებათა კოორდინაცია; ი) საგანგებო სიტუაციების დროს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსათვის გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების კოორდინაცია; კ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა); ლ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება და სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება; მ) სასწრაფო სამედიცინო და რეფერალური დახმარების მუშაობის რეგულარული მონიტორინგი; ნ) ცენტრის შეუფერხებელი და ეფექტური საქმიანობის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-თან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ო) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; პ) ინფრასტრუქტურის, ავტოპარკისა და აღჭურვილობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჟ) ცენტრის სრულყოფილი საქმიანობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; რ) მონაწილეობა კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში; ს) პროფესიული მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება, შესაბამისი სწავლებების ჩატარება ცენტრის თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ტ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების (მათ შორის დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და/ან განხორციელება) გაწევა; უ) სხვადასხვა ხასიათის სასწავლო პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა; ფ) ცენტრის თანამშრომელთათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციებისათვის გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება; ქ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო/სატრენინგო პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა; ღ) სასწავლო/სატრენინგო პროცესის წარმართვისათვის და/ან ორგანიზებისათვის სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა; ყ) ამ პუნქტის „ტ-ქ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების გარდა, ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას; შ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე საგანგებო სიტუაციებისას; ჩ) ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 3. ცენტრის უფლებამოსილებებია: ა) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების გამართვის უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; ბ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნების მისაღწევად; გ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის; დ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა; ე) საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; 5. ცენტრი უფლებამოსილია, უზრუნველყოს ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი, ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა მომსახურებ(ებ)ის მიწოდება, რომელთა სახეები და საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ცენტრი უფლებამოსილია, წინამდებარე დებულებით მინიჭებული ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად, მათ შორის, საქმისწარმოების მიზნით, გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები. 7. წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს და დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა). მომსახურების გაწევის ადგილზე, როდესაც პირის (პაციენტის) მიერ შეუძლებელია საკუთარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითება, ადგილზე მიღებული სავარაუდო მონაცემების პაციენტთან დაკავშირების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ზემოაღნიშნულ მონაცემებთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს და დაამუშაოს პირის ფოტოსურათი. 8. წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს და დაამუშაოს პირის სადაზღვევო პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები, აღნიშნული მონაცემების მფლობელი სახელმწიფო ან/და კერძო დაწესებულებებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა  1. ცენტრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის, ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში არსებული რაიონული სამსახურების და რაიონულ სამსახურებში შემავალი ფილიალების მეშვეობით. 2. ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. ცენტრის სტრუქტურას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით. 3. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. 4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 5. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარმართავს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 6. ცენტრის დირექტორი: ა) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით, წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში. ანიჭებს ცენტრის თანამშრომლებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე, ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; დ) კანონმდელობლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); ე) ხელს აწერს ცენტრის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ასევე ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამინისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; ზ) განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურას, განსაზღვრავს მის/მათ უფლებამოსილებებს; ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სამუშაო აღწერილობებს ან/და დასაქმებულ პირთა ფუნქციებისა და სამუშაო სტანდარტ(ებ)ის განმსაზღვრელ სხვა სახის დოკუმენტ(ებ)ს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს; კ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;  ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; მ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით, სამინისტროს/მინისტრს უთანხმებს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს; ნ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, უზრუნველყოფს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; ო) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომელზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს სახელფასო დანამატი; პ) უფლებამოსილია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხისა და გაწეული ხარჯ(ებ)ის ოდენობის გათვლისწინებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნულ თანამშრომელზე გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით; ჟ) უფლებამოსილია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით; რ) უფლებამოსილია განსაზღვროს ცენტრის უძრავ ან/და მოძრავ ქონებაზე პასუხისმგებელი პირები;  ს) საჭიროების შემთხვევაში, გამოძახებათა რაოდენობის ზრდის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მოახდინოს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გადაჯგუფება; ტ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; უ) ცენტრში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ფ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; ქ) სამინისტროს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს; ღ) შუამდგომლობს სამინისტროს წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად; შ) განსაზღვრავს ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეებსა და მომსახურების საფასურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჩ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები, საბჭოები), განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი; ც) ცენტრის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; ძ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; წ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ჭ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ხ) უფლებამოსილია, დირექტორისათვის კანონმდებლობით, მათ შორის, ცენტრის დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მიანიჭოს ცენტრის შესაბამისი თანამდებობის პირებს/თანამშრომლებს. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას. 2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს ცენტრის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) როგორც ხელშეკრულებით, ასევე საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) გრანტები და შემოწირულობის სახით მიღებული სახსრები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 7. ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 7🔗. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.