„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
120200010.10.003.021284
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2019 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

3. იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

5. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

12. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

13. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები.

14. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

15. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

16. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

17. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

18. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

19. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

20. ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

21. მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

22. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

23. ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

24. სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.

25. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეები.

26. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2019.
როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №267. სარეგისტრაციო კოდი — 120200010.10.003.021284.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №267, 06.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.021284 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4583046/