„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №102/ნ |
|
2019 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი |
ვბრძანებ:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში –სამინისტრო), რომელიც ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს დებულებას.“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) კულტურული ღონისძიებების (მათ შორის გამოფენების, ფესტივალების, სიმპოზიუმების, კონცერტებისა და სხვა) ჩატარება/მონაწილეობა/ხელშეწყობა.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოქმედებითი საქართველო თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამოცანებს, საქმიანობის სფეროს და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს სამინისტროსთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან) ერთად და ითვალისწინებს უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორს 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამის) საფუძველზე 4 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დირექტორის არყოფნისას, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ხოლო დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.
|