შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ-ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით უსწორობის გასწორების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10829-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/10829-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

უსწორობის გასწორების შესახებ

2019 წლის 6 ივნისი 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  გენადი მაკარიძე

 

მოვალე – შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“

დირექტორი – ზაზა მალაციძე.

წარმომადგენელი – დავით ალავიძე.

 

მოთხოვნა – შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს (ს/ნ 200117480) დირექტორმა ზაზა მალაციძემ, კომპანიის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ და მოითხოვეს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით განცხადება შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

მითითებულ განჩინებაში დაშვებული იქნა ტექნიკური უსწორობა, კერძოდ, საქმის ნომერი „2/10829-19“-ის ნაცვლად მითითებულია ,,2/10823-19“, რაც წარმოადგენს ტექნიკურ უსწორობას და უნდა გასწორდეს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტექნიკური უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორების შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლოს სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვიტა სასამართლო სხდომაზე.

დადგენილია, რომ საქმის ნომერი, რომელზედაც მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინება, არის ,,2/10829-19“, თუმცა განჩინებაში საქმის ნომრად მითითებულია ,,№2/10823-19“.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული უსწორობის გასწორება არ ცვლის მიღებული განჩინების შინაარსს, რის გამოც დასაშვებია ტექნიკური სახის უსწორობის გასწორება განჩინებით. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს უსწორობის გასწორების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 260-ე, 284-285-ე, 414-416-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ  ი ნ ა :

1. შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“ -ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და საქმის ნომრად მიეთითოს  ,, 2/10829-19“.

2. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის  მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კნ. N6. ).

 

მოსამართლე                                                                                                     გენადი მაკარიძე