📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №419
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.016917
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,351 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 97% 08.10.2015 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.03.2016 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.09.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 04.01.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 10.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №419 2019 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა განიხილოს/დაასრულოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოჯისტიკის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეები. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015  წლის 24 ივნისის №41 ბრძანება; ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება   თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - სამსახური)  ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №27. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის ფუნქციონირებისა და მისი ამოცანების ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა; გ) სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა; დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და კომპეტენციის ფარგლებში განკარგვა; ე) სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმების შემუშავება. მუხლი 8🔗 1. ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსება, ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციის მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ შესრულებულ საბუღალტრო საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობა; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხის, მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების, დანამატების, სატელეფონო და საწვავის ლიმიტების ბრძანების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; დ) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში საჭირო ინფორმაციისა ან/და მონაცემების მიღება; ე) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა. 2. ამ დებულების მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათი მოცულობისა და რაოდენობების განსაზღვრა, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) შესასყიდი მატერიალურ-ტექნიკური (მათ შორის, სატრანსპორტო) საშუალებებისა და მომსახურებების ოპტიმალური ფასების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის ჩატარება, ანალიზი, შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; გ) ანგარიშგების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განთავსება. 3. ამ დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია; ბ) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა; გ) სამსახურის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მატერიალური-ტექნიკური საშუალებებით და სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება; ბ) სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და პენიტენციურ დაწესებულებებთან კოორდინირებულად, ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარების ორგანიზება; გ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; დ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი; ე) სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და სამუშაოთა შესრულების  კონტროლი, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვის კონტროლი; ვ) მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლა და გენერალურ დირექტორთან ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილესთან განსახილველად წარდგენა; ზ) სამსახურის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება; თ) სამსახურის უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ობიექტების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება; ი) სამსახურის უძრავი ქონების საინფორმაციო რეესტრის წარმოება, განახლება და სისტემატიზაცია; კ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მომსახურებების ჩაბარების დროს შესაბამისი აქტების გაფორმება, გარდა სამედიცინო ხასიათის მომსახურებისა; ლ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში გაცემის დროს გასავლის ზედდებულის გაფორმება; მ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება; ნ) ტრანსპორტირების საკითხების უზრუნველყოფა და შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის გაფორმება; ო) უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს გასაფორმებელი დოკუმენტაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურება;  პ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მათი მიღება-ჩაბარების დროს შესაბამისი აქტების ხელმოწერებით დადასტურება; ჟ) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის მართვა და დაგეგმვა; რ) პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა; ს) სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა; ტ) მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) შესყიდვა  შესაბამისი დეპარტამენტის  მოთხოვნის საფუძველზე და საქონლის განაწილება; უ) პერიოდულად სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნუსხების შედგენა და გადასინჯვა/მომარაგება; ფ) სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების შესასყიდად სამსახურის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის საკონსულტაციო დახმარება და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; ქ) მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვა და ანალიზი; ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის კონტროლი. 5. გარდა ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება: ბ) სამსახურის  საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; დ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 9🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო; ბ) შესყიდვების სამმართველო; გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო; დ) ქონების მართვის სამმართველო; ე) მომარაგების სამმართველო; ვ) ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველო. მუხლი 10🔗 ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამსახურის  საბიუჯეტო პროცესის მართვასა და კოორდინაციას; ბ) პერიოდულად ახორციელებს სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების ანალიზს (მათ შორის, კომუნალური ხარჯების) მათი პროგნოზირებისა და ხარჯების წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ პარამეტრებთან შესაბამისობის დაცვაზე კონტროლის მიზნით; გ) აკონტროლებს სამსახურის ბიუჯეტის შესრულებას; დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, შეიმუშავებს სამსახურის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად; ე) უზრუნველყოფს სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და სამინისტროში წარდგენას შემდგომი დამტკიცების მიზნით, აგრეთვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განწერის შემუშავებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ვ) საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; ზ) უზრუნველყოფს წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით;  თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 11🔗 შესყიდვების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური  გეგმის შედგენას, დამტკიცებას, რეგისტრაციას და კორექტირებას მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის  გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განხორციელებისა და ანგარიშგების მიზნით, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე სატენდერო და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებას; გ) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის, შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე, წლიური გეგმის შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, შესყიდვის საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტებას, ასევე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტების და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვას და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტაციის შესაბამისი წესით მიღება-გაცემასა და აღრიცხვას; ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას; ვ) უზრუნველყოფს შესასყიდი მატერიალურ-ტექნიკური (მათ შორის, სატრანსპორტო)  საშუალებებისა და მომსახურებების ანალიზს და შეფასებას; ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 12🔗 საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო: ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის კოორდინაციას; საერთო ზედამხედველობას უწევს მათ მიერ შესრულებულ საბუღალტრო საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ფინანსურ ურთიერთანგარიშსწორებას; დ) უზრუნველყოფს მომწოდებელ ორგანიზაციებთან  ანგარიშსწორებას და აღრიცხვას; ე) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში და უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვას; ვ) სალაროს ოპერაციების წარმოშობის შემთხვევაში აწარმოებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  პროცედურებს; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსებას, ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციის მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; თ) ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური აქტივების (ძირითადი საშუალებები, გრძელვადიანი  მცირეფასიანი აქტივები, მარაგები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვას; ი) ახორციელებს ჩამოწერებს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 13🔗 ქონების მართვის სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის მიერ ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემასთან, მიღებასთან, ჩანაცვლებასთან, ჩამოწერასთან, პრივატიზებასა და განკარგვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს; ბ) შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე, უზრუნველყოფს ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების ბალანსზე რიცხული და ექსპლუატაციაში არსებული მატერიალური ფასეულობების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; დ) აღრიცხავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მატერიალურ ფასეულობებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს ინვენტარიზაციის ჩატარებას; ე) ახორციელებს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისებსა და ზედმეტობებზე შესაბამის რეაგირებას; ვ) დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოდან მიღებული გასავლის ზედდებულის საფუძველზე, უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარო ნომრის მინიჭებას ხელმომწერი პირის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პენიტენციური დაწესებულების მიხედვით; ზ) უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების შიდა გადაადგილებაზე/მოძრაობაზე კონტროლს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასა და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში გადაგზავნას; თ) ორგანიზებას უწევს ექსპლუატაციიდან გამოსული მატერიალური ფასეულობების დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოსთვის გადაცემას; ი) უზრუნველყოფს კადრების განკარგულებაში მყოფ, სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში და პენიტენციურ დაწესებულებაში გადასულ ან სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეებზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, მატერიალურად პასუხისმგებელ სხვა პირებთან მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში გადაგზავნას; კ) მონაწილეობს სამსახურის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერისა და განკარგვის კომისიების მუშაობაში; ლ) უზრუნველყოფს სამსახურის უძრავი ქონების, მათ შორის, ახალაშენებული ინფრასტრუქტურის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების, გეგმებისა და ტექნიკური პასპორტების დამზადებას და შესაბამისი რწმუნებულების (მინდობილობის) საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების პირველად რეგისტრაციასა და უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას; მ) ახორციელებს სამსახურის უძრავი ქონების საინფორმაციო რეესტრის წარმოებას, განახლებას და სისტემატიზაციას; ნ) უზრუნველყოფს სამსახურსა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ინვენტარის, ავეჯის და სხვა მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობას; ო) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და  დავალებებს. მუხლი 14🔗 მომარაგების სამმართველო: ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრასა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას; ბ) ახორციელებს სამსახურის საწყობში არსებული აქტივების ნაშთების ანალიზის საფუძველზე, მარაგების შევსების მიზნით ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრას/დაზუსტებას, კომპეტენციის ფარგლებში, სავარაუდო ღირებულების მოძიებას (ბაზრის კვლევას) და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში გადაგზავნას; გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს მათ საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლით, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით და მათი აქსესუარებით, ბეჭდური პროდუქციით, ბეჭდებით, შტამპებით, მობილური და შიდაქსელური მოხმარების ტელეფონებით, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებებით, ავეჯით, სასადილო ინვენტარით, რბილი ინვენტარით, უნიფორმით და სხვა საქონლით; უზრუნველყოფს სხვადასხვა საოფისე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებას და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენას; ე) უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენას და პერიოდულ განახლებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლას; ზ) უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას; თ) უზრუნველყოფს სამსახურისთვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და სამსახურის სისტემიდან მიღებული აქტივების (საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის და მათი აქსესუარების, ბეჭდური პროდუქციის, ბეჭდების, შტამპების, მობილური და შიდაქსელური მოხმარების ტელეფონების, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებების, ავეჯის, სასადილო ინვენტარის, რბილი ინვენტარის, უნიფორმის და სხვა საქონლის, ასევე მეორადი მოხმარების და ექსპლუატაციიდან გამოსული მატერიალური ფასეულობების, სამშენებლო-სარემონტო მასალების, ხელსაწყოების და სხვ.) მიღებას, აღრიცხვას, დასაწყობებასა და მოთხოვნის შესაბამისად გაცემა/განაწილებას; ი) უზრუნველყოფს საწყობში არსებული აქტივების სააღრიცხვო ბარათებზე გადატანას, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და გასავლის ზედდებულის აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამაში, საწყობის ნაშთის პერიოდულ შედარებას საბუღალტრო მონაცემებთან და ნაშთის შესახებ ინფორმაციის სამსახურის სხვა უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადაცემას; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს შემოსავლისა და გასავლის ზედდებულს და უზრუნველყოფს მათ გადაგზავნას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საინვენტარო ნომრების მინიჭებას; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს აქტივების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას; ლ) სასაწყობო მეურნეობაში არსებულ აქტივებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს სასაწყობო მეურნეობაში განთავსებულ აქტივებზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს და მათი შეცვლისას ახორციელებს მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციას; მ) უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; ნ) სასაწყობო მეურნეობის გამართული ფუნქციონირებისათვის შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებას; რ) ავტოტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიცირებას სპეციფიკაციის გათვალისწინებით; დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოსთან კოორდინირებულად უზრუნველყოფს ყველა კლასიფიცირებული ჯგუფისათვის შესაბამისი ტექნიკური დავალებებისა და პრეისკურანტების მომზადებას და სხვა სატენდერო თუ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; ს) სამსახურის ავტოპარკის განახლების მიზნით განსაზღვრავს შესასყიდი ავტომანქანების პარამეტრებს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ტ) ახორციელებს სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პერიოდულ მონიტორინგს და გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამის რეაგირებას; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაციაში; ფ) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე უზრუნველყოფს ავტომანქანების პირველად რეგისტრაციას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებას; ქ) უზრუნველყოფს წვევამდელთა ტრანსპორტირებას მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული განაწესის შესაბამისად; ღ) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას; ყ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს/სამედიცინო ნაწილებს მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით; კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას; შ) სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს; ჩ) უზრუნველყოფს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენას, ფასთა კვლევას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას, საქონლის განაწილებას და მომარაგებას მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე; ც) პერიოდულად ადგენს სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნუსხებს და ახორციელებს მათ გადასინჯვას/მომარაგებას; ძ) სამედიცინო დანიშნულების საგნების და მედიკამენტების შესასყიდად სამსახურის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უწევს საკონსულტაციო დახმარებას და ახორციელებს კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; წ) უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანახარჯის აღრიცხვასა და ანალიზს პენიტენციური დაწესებულებების წამლის სამარაგოების დონეზე; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას (წერილებს, წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს) და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ხ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორის ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 15🔗 ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველო: ა) დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ოპტიმალურად გეგმავს სამსახურის უძრავი ქონების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს; ბ) უზრუნველყოფს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ძირითადი პარამეტრების გაანგარიშებას, დეფექტური აქტების შედგენას და მათი გათვალისწინებით შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას, სამუშაოთა მიმდინარეობისას საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას; გ) ზედამხედველობს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს და აკონტროლებს სამუშაოთა შესრულებას ყველა ეტაპზე (არანაკლებ კვირაში ერთხელ), მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვას, უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლას და ხარვეზების აღმოჩენას; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით მიმართავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, თუ ამ ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო თუ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას დეპარტამენტის უფროსთან ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილესთან, ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების შეტანის მიზნით; ე) უზრუნველყოფს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლს და შესაბამისი ოქმის შედგენას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; თ) უზრუნველყოფს სამინისტროს შენობების წყლით მომარაგების, საქვაბეების, ელექტრო გაყვანილობების, გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობას, შენობებში არსებული სანტექნიკური, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობას; ი) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას სამსახურის შენობა-ნაგებობებში და ზედამხედველობას უწევს პენიტენციური დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში ამავე წესების დაცვას; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული გენერატორების ტექნიკურად გამართულობის კონტროლს და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, გენერატორების საშუალებით შენობების უწყვეტი ელექტოენერგიით მომარაგებას; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობებში არსებული ლიფტების მოვლა-პატრონობას და ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათ დროულ აღმოფხვრას; მ) ზედამხედველობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, მიმწოდებლების მიერ სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების შენობა-ნაგებობების, მათი მიმდებარე ტერიტორიების ყოველდღიურ ან პერიოდულ დალაგება-დასუფთავებას და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს გარემონტებული და მშენებლობადამთავრებული შენობების ექსპლუატაციაში მიღებას; ო) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გენერალური დირექტორისა ან/და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების  შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის; ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას; დ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ვ) გენერალურ დირექტორს ან/და გენერალური დირექტორის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) ორგანიზებას უწევს სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შედგენას და განსაზღვრავს სამსახურის  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს; კ)  ახორციელებს სამსახურის  ფინანსური მდგომარეობის პერიოდულ ანალიზსა და  შეფასებას; ლ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ორგანიზაციას უწევს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას; მ) სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი მართვის მიზნით, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას გენერალური დირექტორის ბრძანებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 17🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროებს განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. 3.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; გ) სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; დ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციაზე; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე. მუხლი 18🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) უზრუნველყოფს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას და ხელმოწერას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს გენერალური დირექტორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის ცალკეული მითითებებისა და  დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე. მუხლი 19🔗 1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ მშენებლობის, სატრანსპორტო უზრუნველყოფის, საწყობისა და სამედიცინო ლოჯისტიკის მენეჯერები და უფროსი სპეციალისტები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.