სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.016916
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,182 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.08.2023 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.07.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 29.04.2024 სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 23.05.2019 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 95% 22.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №418 2019 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-12 მუხლის 12​1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამსახურის სპეციალურ დანაყოფებში შემავალი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის გენერალური დირექტორისა (შემდგომში – გენერალური დირექტორი) და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს გენერალური დირექტორი. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა; ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მუხლი 8🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებათა (შემდგომში – დაწესებულება) განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა; დაწესებულებებში ფსიქოსოციალური მიმართულების განვითარების ხელშეწყობა; ბ) მსჯავრდებულთა შეფასება/გადაფასება და ამის საფუძველზე შემთხვევის მართვის ან კოორდინაციის განხორციელება; გ) მსჯავრდებულთათვის, მათივე ჩართულობით, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა, მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგის განხორციელება; მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის პრაქტიკის დანერგვა; დ) მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, ასევე გათავისუფლებისთვის მზადების პერიოდში, ოჯახთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია; მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობა, გარდამავალი მენეჯმენტის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა, დეპარტამენტში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; გარე სამყაროსთან კომუნიკაციაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხარდაჭერა; ვ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების პროცესში მონაწილება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქმისწარმოება, მოშიმშილესთან შეხვედრა, შიმშილობის მიზეზების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების და მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციის გაწევა; ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დროებით დატოვებასა და დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებით საქმისწარმოება; კ) პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, სასჯელის შემსუბუქებასა და შეწყალებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ დოკუმენტაციის, სტატისტიკისა და ანგარიშების წარმოება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკჯგუფების გამოვლენა თვითდაზიანებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით; კრიზისული სიტუაციების მართვაში მხარდაჭერა; მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, მათთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით ზრუნვის სტანდარტების შექმნა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ნ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე საგანმანათლებლო, პროფესიული, აგრეთვე სხვადასხვა სოციალური აქტივობებისა და დასაქმების პროგრამების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ო) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტიანობაზე მუდმივი ზრუნვა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობა; პ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი კვლევის ინიცირება, განხორციელება და მხარდაჭერა; ჟ) დეპარტამენტის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მუშაობისათვის საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, სამუშაო ინსტრუმენტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება; რ) დეპარტამენტის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია; ს) დეპარტამენტის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ მათი საქმიანობის შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და მოწოდების ფორმატის განსაზღვრა, მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშის დამუშავება და ანალიზი; ტ) დეპარტამენტის პოლიტიკის განსაზღვრისათვის რეკომენდაციების შემუშავება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შედგენაში, განხორციელებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობა; ფ) დეპარტამენტის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა ან/და განსაზღვრაში მონაწილეობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დეპარტამენტის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადების მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; ქ) შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩასართავად, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ღ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მომსახურების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება ან მათ შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის განვითარებისთვის საჭირო საქმიანობის წარმართვა ან მასში მონაწილეობა; ყ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციების შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს/დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას; ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; თ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ი) გენერალურ დირექტორს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მ) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გენერალური დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს/დავალებებს და დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) ასრულებს გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებს და დავალებებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით და გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.