რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.07.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-616
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016587
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-616
2019 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი
რეგულირების ობიექტების
გეგმური
შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია
მუხლი 1🔗.
მეთოდოლოგიის მიზნები
მეთოდოლოგიის მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობაში რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომის დანერგვას, ეკოლოგიური რისკებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის გათვალისწინებით;
ბ) დაეხმაროს დეპარტამენტს რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრაში, პრიორიტეტების დადგენის ორგანიზაციული ასპექტების, კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე მეთოდოლოგიის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რისკი და რისკის შეფასება – მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელიც გათვალისწინებულია გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრისას და ფასდება პირობითი ქულებით. მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოყენებულია რისკის ორი კატეგორია:
ა.ა) ეკოლოგიური რისკები – რისკის შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ზოგიერთ საქმიანობას, ტექნოლოგიურ პროცესს/წარმოებას, სხვა საქმიანობასთან შედარებით, გააჩნია პოტენციურად უფრო ძლიერი მავნე ზემოქმედება გარემოზე და საჭიროებს შედარებით ინტენსიურ კონტროლს;
ა.ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები – რისკის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან.
ბ) მსხვილი ობიექტები – გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტები, რომლებზეც გაცემულია გარემოსდაცვითი ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა).
გ) ნებართვა – გარემოსდაცვითი ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
დ) ლიცენზია – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია (გარდა ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზირებისა).
ე) მცირე და საშუალო ობიექტები – ობიექტები, რომლებიც არ ხვდებიან „მსხვილი ობიექტების“ განმარტებაში.
მუხლი 3🔗.
გეგმური შემოწმების სახეები და სიხშირე
1. რეგულირების ობიექტების საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება იყოს კომპლექსური, მიზნობრივი, ასევე შერჩევითი (დიდი ფართობის მქონე ობიექტის შემოწმებისას). მიზნობრივი შემოწმება ხორციელდება კონკრეტული მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულების ან/და გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობის შესასწავლად.
2. შემოწმებათა განხორციელების სიხშირის დადგენისას მხედველობაში მიიღება საქმიანობის პოტენციური რისკის დონე გარემოსათვის, ან კონკრეტული რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები (დანართი 4). შემოწმების სიხშირეზე შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა: დეპარტამენტის პრიორიტეტები, საკანონმდებლო რეგულაციები, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები.
3. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალ, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად.
4. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად:
ა) მაღალი კატეორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად;
ბ) საშუალო კატეორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2 წელიწადში ერთხელ;
გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-4 წელიწადში ერთხელ.
5. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად.
6. დეპარტამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ობიექტების შემოწმების კონკრეტულ რაოდენობას. მცირე და საშუალო ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება საქმიანობის პრიორიტეტული სფეროს/მიმართულების მიხედვით და ტერიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ზოგადი სისტემა
რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის პროცესის საბოლოო შედეგი ითვალისწინებს შემდეგი დოკუმენტების მომზადებას:
ა) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა (შემდგომში – შემოწმებათა წლიური გეგმა), რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შემოწმებათა წლიური გეგმის საფუძველზე შედგენილი დეპარტამენტის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა-გრაფიკი.
მუხლი 5🔗.
შემოწმებათა წლიური გეგმის შინაარსი
შემოწმებათა წლიურ გეგმაში (დანართი 1) აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მსხვილი ობიექტები – ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი), შემოწმების მიზანი, ნებართვის/ლიცენზიის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) მცირე და საშუალო ობიექტები – პრიორიტეტული საქმიანობა, შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი), შემოწმების მიზანი, შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა, შემოწმების განხორციელების პერიოდი და შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 6🔗.
გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ეტაპები
1. გეგმიურ შემოწმებათა დაგეგმვა ხორციელდება შემდეგი პროცედურებისა და ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების ანალიზი:
ა.ა) საშუალოვადიანი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ა.ბ) ინსპექტორების რიცხოვნობა, კვალიფიკაცია.
ბ) რეგულირების ობიექტების სტრუქტურის ანალიზი:
ბ.ა) რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ.ბ) რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული ნებართვის/ლიცენზიის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება.
გ) პრიორიტეტების მიმოხილვა:
გ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკ-ფაქტორები, როგორც მსხვილი, ისე მცირე/საშუალო ობიექტებისთვის, რომლებიც თანხმდება სამინისტროსთან;
გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრიორიტეტები;
დ) შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობის შეფასება – რეგულირების ობიექტების შესახებ დეპარტამენტში არსებული მონაცემების საფუძველზე და რეგულირების ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ერთ სამოქმედო ტერიტორიაზე გაანგარიშებით შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური ოდენობის შეფასება როგორც მსხვილი ობიექტების, ისე მცირე და საშუალო ობიექტებისათვის, დანართი 2-ის შესაბამისად;
ე) შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების განსაზღვრა:
ე.ა) დეპარტამენტში არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მსხვილი ობიექტის შემოწმება, შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად;
ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების შემოწმება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის შემოწმება, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში).
ვ) შემოწმებათა ჩატარების სიხშირის განსაზღვრა:
ვ.ა) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასდება ეკოლოგიური რისკები და ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები რეგულირების ობიექტების მიხედვით;
ვ.ბ) განხორციელედება ობიექტების კატეგორიზაცია მაღალი, საშუალო და მცირე რისკის ობიექტებად, რის შემდგომაც შემოწმებები განხორციელდება ამ მეთოდიკით განსაზღვრული სიხშირით, დანართი 3-ის შესაბამისად;
ვ.გ) ამავე პროცესში განისაზღვრება გეგმური შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი).
2. დასაშვებია წლიური გეგმის კორექტირება, დაგეგმვის განმსაზღვრელი პირობების, მათ შორის, კრიტერიუმებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეცვლის, ან/და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
შემოწმებათა წლიური გეგმის საჯაროობა
შემოწმებათა წლიური გეგმა საჯაროა და ექვემდებარება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებას.
მუხლი 8🔗.
რისკების შეფასების სისტემა
1. რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის დასადგენად გამოიყენება პირობით ქულებზე დაფუძნებული რისკების შეფასების სისტემა.
2. რისკების შეფასების სისტემას საფუძვლად უდევს:
ა) ეკოლოგიური რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა შესაძლებელია მოხდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, სანებართვო/სალიცენზიო და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით;
ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა ხორციელდება ობიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის, ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, სამინისტროს ან სხვა უწყებების/ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საჩივრების საფუძველზე.
3. რეგულირების ობიექტის რისკის დონე (რისკის კატეგორია) და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება ამ კონკრეტული ობიექტისათვის ეკოლოგიური რისკისა და კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული პირობითი ქულების საერთო რაოდენობისა და დანართი 3-ის შესაბამისად.
4. რისკის მახასიათებელი პირობითი ქულების ჯამური მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) რისკ-ფაქტორთა პრიორიტეტულობის ცვლილებისა და ინსპექტირების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
მუხლი 9🔗.
შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპები
შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
ა) ეტაპი 1 – რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება;
ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტების ეკოლოგიური რისკებისა და რეგულირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის მე-10, მე-11, მე-12 ან მე-13 მუხლების შესაბამისად;
დ) ეტაპი 3 – პირობითი ქულების გაანგარიშება დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ან/და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით;
ე) ეტაპი 4: ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტისთვის
ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 5-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 6-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
მუხლი 12🔗.
ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 7-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის
თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 8-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად.