მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1011

2019 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,კრედიტ პლუს ჯორჯიას“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის , ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , საქართველოს ზოგადი     ადმინისტრაციული      კოდექსის   61-ე    მუხლის ,    „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის , საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №143/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის        ზედამხედველობისა და რეგულირების წესის “ მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე -2 პუნქტის , საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის და პირობების “ მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და მეორე პუნქტის „გ “ ქვეპუნქტის , საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის “ პირველი მუხლის     და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის №91/04 ბრძანების საფუძველზე :

1. გაუქმდეს სს „კრედიტ პლუს     ჯორჯია ს“(საიდენტიფიკაციო     ნომერი 404408912) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 631011 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია ;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააქციო საზოგადოება „კრედიტ პლუს ჯორჯიას “ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე “ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2011 წლის 28 ოქტომბრის №795 განკარგულება ;

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას “ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319);

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა         (www.nbg.gov.ge) და საქართველოს     საკანონმდებლო   მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე , გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და   არასამეწარმეო    (არაკომერციული )    იურიდიული პირების      რეესტრს    და ადგილობრივი საგადახდო   სისტემის ოპერატორს ,  თუ მიკროსაფინანსო   ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს ;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ .თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ . №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე .

არასაბანკო დაწესებულებების

ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი       ირმა ბოკუჩავა .