საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №9159
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 170 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2019 მიღება
01.01.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ (ძალადაკარგულია - 30.12.2020, №39802) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №9159 2019 წლის  3 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის   –    შემოსავლების    სამსახურის     დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესი და პირობები“ (დანართი №1); ბ) „თანამშრომლის (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა) შეფასების ფორმა“ (დანართი №2);“ ბ​1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის შეფასების ფორმა“ (დანართი №2​1);“ გ) „კომპეტენციების ჩარჩო“ (დანართი №3); დ) „კომპეტენციების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლები (წონები)“ (დანართი №4); ე) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულება“ (დანართი №5). შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივლისის ბრძანება №25873 - ვებგვერდი, 31.07.2019წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება № 37944 - ვებგვერდი, 05.11.2019წ. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.