სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სააქციო საზოგადოება „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

განცხადება  №ს-29

2019 წლის  12 ივნისი

 

სააქციო საზოგადოება „ლელოს“ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 10 ივლისს, 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო“.

სს „ლელოს“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2019 წლის 7 ივნისი.

დღის წესრიგი:

1. სს „ლელოს“ წესდების 9.4 პუნქტის ცვლილება.

2. სს „ლელოს“ აქციონერთა კრების ყველა იმ ოქმის/გადაწყვეტილების დადასტურება/დამტკიცება, რომელიც თავის დროზე არ იქნა შედგენილი დამოუკიდებელი რეგისტრატორის ან ნოტარიუსის მიერ.

3. სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკიდან“ აღებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების №6151760-10414065 მოწონების საკითხი.

4. სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ №1231231701861 იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ 01.12.08.002.002 სს „ლელოს“ მიერ აღებული საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად გამოყენების საკითხი.

5. ერთ-ერთი აქციონერის მიერ სს „თიბისი ბანკიდან“ აღებული კრედიტის № 2011906-9329586 ერთი წლის ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სს „ლელოს“ მიერ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების გამოყენების საკითხი.

6. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში“, ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ: 2 25-15-60; 2 22-53-51.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში“ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 

სს „ლელოს“ დირექტორი                                ბესიკ ახალაძე