„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №185
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №112, მუხლი 1274) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) აუქციონის პირობებს (აუქციონის ჩატარების წესს, დეპოზიტზე შესატანი თანხის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ოდენობას, ბიჯის სიდიდეს და სხვ.).“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყოველ მომდევნო გამოცხადებულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შემცირდეს და განისაზღვროს ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით.“.
3. მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახურის უფროსი, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქონებაზე ყადაღის მოხსნისა და მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა ეცნობოს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;
ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ან სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.
4. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ შესაბამისი საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ი რიგითობით ჩამოწერას განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით.“.
4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ
სერტიფიკატი №
საგადასახადო ორგანოს დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონის ჩატარების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონის ჩატარების დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შეძენილი ქონების დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მყიდველის ვინაობა (დასახელება) ––––––––––––––––––––––––––––––––––
გადახდილი თანხის ოდენობა ––––––––––––––––––––––––––––––––––
სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმის ასლი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––
შემოსავლების სამსახურის უფროსი –––––––––––––––––––––––––“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №185. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №185, 22.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4588/