სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 5 ივლისს, 14 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე : ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელეფონი 2225351, შესვენება 14-დან 15 საათამდე.
დღის წესრიგი
1. 2018 წლის სამეურნეო - საფინანსო საქმიანობის შედეგების განხილვა - დამტკიცება (მომხსენებელი ზურაბ ბუბუტეიშვილი).
2. წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი გიორგი ნატროშვილი)
3. სხვადასხვა.
აქციონერებს დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარების თარიღამდე 10 დღის განმავლობაში, 10 საათიდან 17 საათამდე.
სს „სარაჯიშვილის“ სამეთვალყურეო საბჭო