შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330210319002808862
№2/622-19
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
(ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან)
2019 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ტექნო ბუმი“
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“
მოთხოვნის არსი – შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტექნო ბუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 19 ივნისს, 11:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება, მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა/არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი № 42).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს აგრეთვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება და მისი შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში (ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია), ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე