სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ, რომ 2019 წლის 19 ივლისს დანიშნულია სს „ნინოს“ (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, მისამართი: ქ. თბილისი, ნინოშვილისქ. № 8, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“)აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
2. კრება ჩატარდება 2019 წლის 19 ივლისს, დღის 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილისქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა.
3. კრების დღის წესრიგით განსახილველი საკითხებია:
ა) სს „საქართველოს ბანკსა“ და სოლიდარულ მოვალეებს (მათ შორის – კომპანიას) შორის გაფორმებულ გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში (შემდგომში „გენ ლიმიტის ხელშეკრულება“) ცვლილების შეტანა;
ბ) სს „საქართველოს ბანკსა“ და სოლიდარულ მოვალეებს (მათ შორის – კომპანია) შორის გენ ლიმიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულ უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა;
გ) შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება კომპანიის დირექტორზე გენ ლიმიტის ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ში და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3. კრების სააღრიცხვო თარიღია 2019 წლის 8 ივლისი.კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2019 წლის 8 ივლისიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):
– სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560;
4. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთშემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სს „ნინოს“ დირექტორი ლევან ბერულავა
19 ივნისი, 2019 წელი