სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-223/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო  საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-223/ო

 2019 წლის11 ივნისი

ქ. თბილისი

 

  სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის  ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად  ვბრძანებ:

1.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 10 მაისის №02-183/ო ბრძანება შპს „ინტენსიური ზრუნვის ცენტრისთვის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, ლესელიძის შესახვევი №6)  „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“  საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი N6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 საფუძველი: შპს „ინტენსიური ზრუნვის ცენტრის“ დირექტორის ვ. მიხაილოვას განცხადება N80530, 06.06.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი.