სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-224/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება  №02-224/ო  

2019 წლის  11ივნისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ინტენსიური ზრუნვის ცენტრიზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. №4) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა №002268, ბრძანება N02-1606/ო, 14.09.2018წ.

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 საფუძველი:

შპს „ინტენსიური ზრუნვის ცენტრის“ დირექტორის ვ. მიხაილოვას განცხადება N80530, 06.06.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი  თეიმურაზ პირველაშვილი