სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-229/ო
2019 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
1. გაიცეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №78) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა; ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა, მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრ,ი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი:
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ.№78) დირექტორის მ. კაკაბაძის განცხადება: №68152, 14.05.2019წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-495-72, 13.06.2019წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №20, 14.06.2019წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი