სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ლიკვიდატორის განცხადება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№19-004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“  (ს/კ 404408912)

ლიკვიდატორი

2019 წლის 18 ივნისი

№19-003

სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ანცხადება 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 10 ივნისის №1011 განკარგულებით დაწყებულია სს „კრედიტ პლუს ჯორჯია“-ს (ს/კ 404408912) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პ/ნ 19001028319).

პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, უზნაძის ქუჩა №111, ტელ.: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ლიკვიდატორი                               გიორგი ნაროუშვილი