შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1075-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

080210019002984142

საქმე 2/1075-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის თაობაზე

2019 წლის  19 ივნისი

 

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

განმცხადებელი   შპს „თბილიქიდსი“ (ს/ნ 415095060)

წარმომადგენელი  –  თამუნა იზორია

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა პირველი კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2018 წლის 26 დეკემბერს შპს „თბილიქიდსმა“ (წარმომადგენელი თამუნა იზორია) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2019 წლის 9 იანვრის, 2019 წლის 21 იანვრის, 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რომელიც აღმოფხვრილ იქნა განჩინებით, განსაზღვრულ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და მოწვეულ იქნა კრედიტორთა პირველი კრება, რომელიც გადაიდო განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო.

 

შემდგომში აღნიშნული საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება, რომელიც გადაიდო მოსამართლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 3 ივლისს, 13:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №5);

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge;

3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება,  გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

მოსამართლე                                          მანანა ნიკაჭაძე