შპს „მისო თამ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მისო თამ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1043
2019 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
1. მიეცეს თანხმობა შპს „მისო თამ კრედიტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.
2. შპს „მისო თამ კრედიტში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 204459406) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი 60002004766).
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა