ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.06.2019
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016455
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 294 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 01.12.2017 თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეული დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 03.08.2020 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 05.08.2022 ლანა მზარელუა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 85% 15.03.2023 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2019 წლის 26 ივნისი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლების მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ა) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად. ბ) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3). მუხლი 2🔗 ა) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად; ბ) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6). მუხლი 3🔗 ა) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად; ბ) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9). მუხლი 4🔗 ა) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის  შესაბამისად. ბ) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12). მუხლი 5🔗 წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები და ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ძალაშია 2025 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულ ვადის გასვლამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე