„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4893-IIს
სარეგისტრაციო კოდი
080240000.05.001.019517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2019 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

  3. 2019 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.“.

   2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა

  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.“.

   3. 30-ე მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

  „21. ამ კანონის 23-ე−26-ე მუხლები და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.“;

  ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ კანონის მე-19−22-ე მუხლები და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4893-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2019.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4893-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 080240000.05.001.019517.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4893-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.019517 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4599623/