შპს ,,ლეა & ნიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3240-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3240-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი-კრედიტორი შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე შპს ,,ლეა & ნია“

დირექტორი გიორგი ბოქოლიშვილი

გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ლეა & ნიას“ გაკოტრების საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამთა მაჭარაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე -285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 05 ივლისს 17:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორებისთვის ქონების მოძიების შედეგების გაცნობა.

1.2. სხვა კომპეტენცია მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                თამარ ჭუნიაშვილი