თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2019 წლის 28 ივნისი ქ. თელავი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ზამთრის სეზონზე სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაცემა მოხდება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად, ყოველ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.
|