სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 130070000.22.034.016885
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 874 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2019 მიღება
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №58 2019 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია დანართი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის (შემდგომში – პროფესიული პროგრამა) გავლის ძირითად პირობებსა და პროცედურებს. 2. ამ წესის მიზანია სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიერ შესაბამისი პროფესიული პროგრამის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება. 3. მეხანძრე-მაშველების გარდა, სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს სამსახურის იმ მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადება, რომელთა ფუნქციები და მოვალეობები საგანგებო სიტუაციის მართვაში უშუალო მონაწილეობის მიღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პირთა მომზადება/გადამზადება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 4. ეს წესი შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები 1. სამსახური პროფესიული პროგრამით მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში – აკადემია)  მეშვეობით. 2. სამსახურმა მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებელია აგრეთვე უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე,  საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. 3. საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის პირობები და პროცედურები განისაზღვრება სამსახურსა და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ამ წესით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. პროფესიული პროგრამა 1. პროფესიული პროგრამის მიზანია სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, მოსამსახურეთა მიერ პროფესიული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისთვის აუცილებელი უნარების/კომპეტენციების განვითარება ან/და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. 2. პროფესიული პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული  კომპონენტისგან. 3.  პროფესიული პროგრამა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით: ა) საბაზისო სპეციალური პროფესიული მომზადება; ბ) გადამზადება; გ) კვალიფიკაციის ამაღლება. 4. პროფესიულ პროგრამას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 5. პროფესიული პროგრამა  ითვალისწინებს: ა) პროფესიული პროგრამის სათაურს (დასახელებას); ბ) პროფესიული პროგრამის დამტკიცების თარიღსა და ადგილს; გ) პროფესიული პროგრამის ხანგრძლივობას; დ) პროფესიული პროგრამის აღწერილობასა და მიზანს; ე) სასწავლო მოდულების/საგნების ჩამონათვალსა და მათი სწავლების ხანგრძლივობას; ვ) სალექციო თემების მიხედვით სწავლების შედეგების აღწერას; ზ) შეფასების მეთოდს, წესებსა და კრიტერიუმებს, გამოცდის ხანგრძლივობას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, პროფესიული პროგრამა შესაძლებელია შეიცავდეს აკადემიის რექტორის მიერ  განსაზღვრულ სხვა დამატებით მოთხოვნებს. 7. სამსახური მოსამსახურეთა პერიოდულ გადამზადებას უზრუნველყოფს წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად. 8. სამსახურის მეხანძრე-მაშველთა პერიოდული გადამზადების გეგმას   შეიმუშავებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, აკადემიასთან და სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან კოორდინაციით, ხოლო  ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრულ მოსამსახურეთა პერიოდული გადამზადების გეგმას  სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიმუშავებს აკადემიასთან კოორდინაციით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრული საჭიროებების საფუძველზე. 9. სამსახურის მოსამსახურეთა პერიოდული გადამზადების გეგმას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. მუხლი 4🔗. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა 1.  პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სიას ადგენს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, აკადემიასთან კოორდინაციით, სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, ხოლო  ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სიას, სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე, აკადემიას წარუდგენს სამსახურის უფროსი. 3. პროფესიულ პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა აკადემიაში მსმენელებად ჩარიცხვა ხდება აკადემიის რექტორის ბრძანებით. მუხლი 5🔗. პროფესიული პროგრამის გავლა და შეფასება 1. მეხანძრე-მაშველი სამსახურში მიღების შემდეგ გადის პროფესიულ პროგრამას. 2. მეხანძრე-მაშველი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში იგზავნება აკადემიაში  საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. 3. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ მოსამსახურე მივლენილ იქნება აკადემიაში. იგი ვალდებულია პროფესიული პროგრამის გავლის პერიოდში დაემორჩილოს აკადემიაში მოქმედ, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების მარეგულირებელ  სამართლებრივ აქტებს. 4. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული მოსამსახურის საბოლოო შეფასება ხდება თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებით. 5. პროფესიული პროგრამის გავლისას  მოსამსახურის  შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის შესაბამისი ბრძანებით. 6. პროფესიული პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში  მოსამსახურეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 7. საბოლოო შეფასების ეტაპზე მოსამსახურის მიერ უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, მოსამსახურე სარგებლობს გადაბარების უფლებით აკადემიის რექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურე ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გადაბარების უფლებით სარგებლობს მხოლოდ გამოსაცდელი ვადის პერიოდში.    9. მოსამსახურის მიერ პროფესიული პროგრამის გავლის შედეგები აკადემიის მიერ ეცნობება სამსახურს. 10. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია აკადემიაში პროფესიული პროგრამის  გასავლელად ხელახლა წარადგინოს  მოსამსახურე, რომელმაც აკადემიაში დადგენილი წესის შესაბამისად საპატიო მიზეზის გამო ვერ გაიარა  პროფესიული  პროგრამა, საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 11. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის  შემთხვევაში მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრული მოსამსახურე თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. პროფესიული პროგრამის გაცდენა საპატიო მიზეზით შესაბამისი პროფესიული პროგრამის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში მოქმედებს აკადემიაში დადგენილი წესი. მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულებები აკადემიაში პროფესიული პროგრამის გავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სრულფასოვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნამდე, სამსახური ვალდებულია აკადემიას აღმოუჩინოს ყველა საჭირო დახმარება და აკადემიის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა, უსასყიდლოდ გამოიყენოს სამსახურის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.