სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/9861-19
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2019 წლი ს 28 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოვალე – შპს „რე-ნესანს კლინიკა“
(საიდენტიფიკაციო კოდი 405076493)
დირექტორი – ნიკოლოზ ჭანია
მოთხოვნა – შპს „რე-ნესანს კლინიკას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი (კრედიტორი) – სსიპ შემოსავლების სამსახური.
მოთხოვნა: შპს „რე-ნესანს კლინიკის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გამოარკვია:
2019 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რე-ნესანს კლინიკის“ დირექტორმა ნიკოლოზ ჭანიამ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 23 დეკემბრიდან და ამჟამად კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია – უძრავი ქონება, ავტო-სატრანსპორტო საშუალებები, წილები/აქციები, მოძრავი ქონება ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს „რე-ნესანს კლინიკის“ საქმიანობის პერიოდში ანგარიშები ჰქონდა 4 ბანკში: 1. სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/კ 203828304), მის.: ქ. თბილისი, ვაკის რ-ნი, ილია ჭავჭავაძის გამ. №74; 2. სს „საქართველოს ბანკი“ (ს/კ 204378869) მის.: 0160, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი, გაგარინის ქ. 29ა; 3. სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595), მის.: ქ. თბილისი, ჩუღურეთის რ-ნი, მარჯანიშვილის ქ. №7; 4. სს „ბანკი რესპუბლიკა“ (ს/კ 204856263), მის.: ქ. თბილისი, ვაკის რ-ნი, გ. აბაშიძის ქუჩა. ჩამოთვლილთაგან სამ ბანკში – სს „ლიბერთი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ბანკი რესპუბლიკა“ შპს „რე-ნესანს კლინიკის“ ანგარიშები დახურული და განულებულია უკვე რამდენიმე წელია.
რაც შეეხება შპს „რე-ნესანს კლინიკის“ არსებულ ანგარიშებს, რომელიც დაყადაღებულია, სს „თიბისი ბანკში“ არის შემდეგი:
1. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 აშშ დოლარი.
2. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ევრო.
3. GE69 TB70 0730 5365 2000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.
4. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.
5. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.01 ევრო.
6. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 აშშ დოლარი.
7. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.
8. GE57 TB77 3053 6180 1000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ევრო.
9. GE57 TB77 3053 6180 1000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.10 აშშ დოლარი.
10. GE29 TB77 3053 6080 1000 04/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 9.60 ლარი.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკას“ არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, არაუზრუნველყოფილი კრედიტორი კი არის ნათია ლურსმანაშვილი (პ/ნ 01010005523) (საბუღალტრო კოდი 3110, დავალიანება ლარებში – 2,000.00), შესაბამისად ჯამური დავალიანება შეადგენს 2,000.00 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გაკოტრების დაწყება. ამასთან კომპანიის დირექტორმა განცხადებაში მიუთითა, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „რე-ნესანს კლინიკას“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება – განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 4 აპრილს.
2019 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. 2019 წლის 8 მაისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2019 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 8 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა სსიპ შემოსავლების სამსახურს გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით.
აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაჰბარდა 2019 წლის 5 ივნისს. 2019 წლის 25 ივნისს და 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით. სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებაში მიუთითა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1640 განკარგულების მიხედვით შესაბამისი თანხების გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ დროსთან, ვიდრე განჩინებით არის გათვალისწინებული, ამასთანავე შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმების რისკების ანალიზი. აღნიშნული გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლის საფუძველზე ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოცემულ პირთან სრული კამერალური საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა გონივრული ვადა.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება არ უნდა იქნას მიღებული წარმოებაში, ხოლო მოვალე შპს „რე-ნესანს კლინიკა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რე-ნესანს კლინიკის“ დირექტორმა ნიკოლოზ ჭანიამ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკა“ საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, წილები/აქციები, მოძრავი ქონება ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები. შპს „რე-ნესანს კლინიკაის“ საბანკო ანგარიშების დიდი ნაწილი დახურული და განულებულია უკვე რამდენიმე წელია, ხოლო ამჟამად მოქმედ საბანკო ანგარიშებზე კომპანიას აქვს მხოლოდ 10 ლარი. განმცხადებელი განმარტავდა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკას“ არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, არაუზრუნველყოფილი კრედიტორი კი არის მხოლოდ ნათია ლურსმანაშვილი და დავალიანება შეადგენს 2,000 ლარს.
განცხადებასთან ერთად შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა ამავე განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 10 იანვრის ცნობა და საბანკო ამონაწერები, რომლებითაც ირკვევა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკის“ უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშები. მათ შორის სს „ლიბერთი ბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“ და სს „ბანკი რესპუბლიკაში“ კომპანიის ანგარიშები დახურულია. რაც შეეხება სს „თიბისი ბანკს“ – ანგარიშზე GE73 TB77 3054 5167 8000, თანხა არის 0.01 ევრო; GE57 TB77 3053 6180 1000 ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი არის 0.10 აშშ დოლარი და GE29 TB77 3053 6080 1000 04/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი არის 9.60 ლარი. ამავე ბანკში არსებულ სხვა ანგარიშებზე კომპანიას თანხა არ ერიცხება;
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №12622 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „რე-ნესანს კლინიკას“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე არ არის რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამავე სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №14273 ცნობის თანახმად შპს „რე-ნესანს კლინიკა“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად;
გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №49/6/1/1/2-01721461 ცნობით ირკვევა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
დ) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობის შესაბამისად 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით შპს „რე-ნესანს კლინიკის“ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 1044.48 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული შეადგენს 0 ლარს, გადავადებული აღიარებული ვალდებულებები შეადგენს 0 ლარს.
ამდენად, შპს „რე-ნესანს კლინიკის“ განცხადებით და მასზედ თანდართული მასალებით დგინდება, რომ კომპანიას არ აქვს აქტივი (საბანკო ანგარიშზე აქვს მხოლოდ 10 ლარი) და ჰყავს მხოლოდ ერთადერთი კრედიტორი ნათია ლურსმანაშვილის სახით, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 2,000 ლარს.
დადგენილია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შპს „რე-ნესანს კლინიკის“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. 2019 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმების რისკების ანალიზი. დღეის მდგომარეობით საწარმოს ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება, მაგრამ ანალიტიკური დეპარტამენტის გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოს 2019 წლის 4 მარტის №20840-21-05 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიერ 2017 წლის 29 მარტს წარდგენილია ქონების გადასახადის 2016 წლიური დეკლარაცია, რომლის მიხედვით ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებაა 209 467 ლარი.
განმცხადებლის განმარტებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა გამოვლინდეს შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიერ განხორციელებული ქონების გადაცემა, რაც მიზნად ისახავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდებას. შესაბამისად შექმნილია კანონით გათვალისწინებული მდგომარეობა, როდესაც პირი არის გადახდისუუნარო, თუმცა გააჩნია ქონება, რაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და ამავე განჩინებაში განემარტა, რომ განმცხადებლის მიერ უნდა მიეთითოს, წარმოადგენს თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახური „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრედიტორს, რომელსაც უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით. დადებით შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია მიუთითოს მოვალისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და განცხადებას დაურთოს მტკიცებულებები, ვალის არსებობის შესახებ, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებელი ვალდებული იყო განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეეტანა 5 000 ლარი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განცხადებას თან არ ერთვოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს, 2019 წლის 8 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით.
2019 წლის 25 ივნისს (ასევე 27 ივნისს) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1640 განკარგულების მიხედვით შესაბამისი თანხების გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ დროსთან, ვიდრე განჩინებით არის გათვალისწინებული, ამასთანავე შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმების რისკების ანალიზი. აღნიშნული გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლის საფუძველზე ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოცემულ პირთან სრული კამერალური საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა გონივრული ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად კრედიტორი არის პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).
ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნა არის ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორად განიხილება პირი, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა, ანუ არსებობს ვალი ან ვალდებულება, რომლის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა არათუ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკას“ აქვს საგადასახადო ვალდებულება, არამედ განმარტა კიდეც, რომ ამ ეტაპზე კომპანიას რამე სახის საგადასახადო ვალდებულება არ ეკისრება და ასეთი შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ კამერალური საგადასახადო შემოწმების შემდეგ.
აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრედიტორს და შესაბამისად იმ პირს, რომელსაც ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლო ამ ინფორმაციას არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ – შემოსავლების სამსახურმა არ შეავსო ხარვეზი, მას უარი უნდა ეთქვას განცხადების მიღებაზე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შპს „რე-ნესანს კლინიკა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სსიპ – ვ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას შპს „რე-ნესანს კლინიკის“ (ს/კ 405076493) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
3. შპს „რე-ნესანს კლინიკა“ (ს/კ 405076493) გამოცხადდეს გაკოტრებულად და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაუქმდეს შპს „რე-ნესანს კლინიკა“ (ს/კ 405076493) რეგისტრაცია.
4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ელექტრონულ სისტემაში.
5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე